პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ" - კახა კალაძე
"არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ" - კახა კალაძე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბი­სა და უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას ამ­კაც­რებს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებ­სა და კა­ნო­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას მკაც­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა.

კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლაქ­ში მსგავ­სი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი მო­იყ­ვა­ნა და შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­მა­სა­ლაც წარ­მო­ად­გი­ნა.

"მინ­და ასე­ვე, შე­ვე­ხო ერთ მტკივ­ნე­ულ სა­კითხს, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის. ეს არის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბა და უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი. არა­ერ­თხელ გა­მი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც გა­დაგ­ვიდ­გამს და კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, ჩვენ არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით უკა­ნო­ნო­ბას. არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით გარ­კვე­უ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბას და შემ­დეგ, ამ მი­წებ­ზე უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებს. ეს მი­წე­ბი არის ჩვე­ნი ყვე­ლა­სი, ამ ქა­ლაქ­ში და ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კერ­ძო სა­კუთ­რე­ბებ­ზეც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბას. ნაკ­ვე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხელ­მწი­ფოს ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში. გვაქვს ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც ამ მი­წე­ბის და­ტა­ცე­ბა ხდე­ბა და იქ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მინ­და, ყვე­ლას დავ­პირ­დე, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, ამას არ და­ვუშ­ვებთ, ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და მსგავ­სი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რა თქმა უნდა, მო­გე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, თქვენ­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ დე­მონ­ტა­ჟი და თუ ამას არ გა­ა­კე­თებთ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია და ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ყვე­ლა უსახ­ლკა­რო თბი­ლი­სელ ოჯახს და­ეხ­მა­რე­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით უზ­რუნ­ველ­ყოფს, თუმ­ცა, მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბას არას­დროს და­უშ­ვებს.

ამას­თან, თბი­ლი­სის მერ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, კახა გუ­ლე­დანს და­ა­ვა­ლა, მსგავს ფაქ­ტებ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა გამ­კაცრ­დეს და არ­ცერ­თი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა დე­მონ­ტა­ჟის გა­რე­შე არ დარ­ჩეს.

"ყვე­ლა ის ოჯა­ხი, ვი­საც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პრობ­ლე­მა აქვს და ვინც უსახ­ლკა­როს სტა­ტუსს ატა­რებს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. დე­და­ქა­ლაქ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 400-მდე ასე­თი ოჯა­ხი გვყავს. ჩვენ ამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას 2022 წელს ვი­წყებთ. ჩემი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო, რომ არ­ცერ­თი უსახ­ლკა­რო თბი­ლი­სე­ლი ოჯა­ხი არ გვე­ყო­ლე­ბო­და. ამ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ე­ცე­მათ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ცხოვ­რი­სი და მათი პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მი­წე­ბის და­ტა­ცე­ბა და უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მინ­და, და­ვა­ვა­ლო მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, კახა გუ­ლე­დანს, რომ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს. მი­ე­ცით ამ ადა­მი­ა­ნებს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვად­ვე მო­ახ­დი­ნონ დე­მონ­ტა­ჟი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მშე­ნე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ჩვენ­თვის ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ვიქ­ნე­ბით ასე­თი უკა­ნო­ნო­ბის წი­ნა­შე. ჩვენ ისიც ვნა­ხეთ, თუ ვინ დგას ასე­თი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის უკან - კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ორი-სამი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა აქვთ, რე­გი­ო­ნებ­ში კი ჰექტრო­ბით მი­წე­ბი. არა­ვის მი­ე­ცე­მა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და მი­წე­ბი და­ი­ტა­ცონ. ამ­დე­ნად, იმოქ­მე­დეთ, შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც ყო­ველ­თვის მზა­დაა მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
0

ნუცუბიძის პლატოზე ამოდით და ნახეთ რა ხდება. ერთი ბორცვი აღარ დარჩა აუთვისებელი. კორპუსები , კორპუსები და კორპუსები!!! საკმარისია ამდენი უტიფრობა!!!

ციცოს ჭირუსუფლისგან
0

ციცო, ისტორია თუ იცით მაგ კორპუსების, მაგ კორპუსებში სტუდენტები ცხოვრობდნენ, შემდეგ ლექტორები იკავებდნენ, მოემატათ მძარცველთა და მღლეტავთა ჯოგი და ნელნელა დაიკავეს, მაგ ხალხს მთავრობამ მისცათ ბინები მაგრამ არ გადავიდნენ, შვილები წამოიზარდნე, მშობლები წავიდნენ წამოვიდნენ და გაჩნდა ახალი თაობა, მანდ ის ადამიანებიც არიან რომლებსაც გაქირავებული აქვთ ეგ მთავრობის ბინები.. აქ იმიტომ კი არ ჩამოვედით ისევ ტალახში ვიაროთო და ფეხი არ მოიცვალეს მადედან ვაკეში უნდათ ცხივრება და ორი წლის წინ რომ ვიყავი მანდ დასაფლავებაზე იმდენი ჩამოსული შემხვდა ციგნების ბაზარი მეგონა. საწყალი ვაკე.ამ ხალხს ვინმე გააძღებს, ეს საცოდავები, შეცვივდნენ კოპუსებში და მოსპეს მადაურობა,მარტო ბიბლოთეკა რად ღირდა, იატაკზე იყო მობნეული და ამ წერაკითხვის უცოდინარ ხალხს ფეხებით ქომნდათ გათელილი 1935ში დაარსებული სტუდენტთა ქალაქის საუკეთესო ბიბლიოთეკა..მეტირება, რა ცხოვრება დუღდა მანდ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ" - კახა კალაძე

"არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა.

"მინდა ასევე, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და შემდეგ, ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი ყველასი, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო საკუთრებებზეც ახორციელებენ უკანონო მშენებლობას. ნაკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. გვაქვს ფაქტები, როდესაც ამ მიწების დატაცება ხდება და იქ უკანონო მშენებლობები ხორციელდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, ყველას დავპირდე, რომ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. რა თქმა უნდა, მოგეცემათ საშუალება, თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი და თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, თუმცა, მიწების მიტაცებას არასდროს დაუშვებს.

ამასთან, თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს დაავალა, მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება გამკაცრდეს და არცერთი უკანონო მშენებლობა დემონტაჟის გარეშე არ დარჩეს.

"ყველა ის ოჯახი, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს და ვინც უსახლკაროს სტატუსს ატარებს, საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. დედაქალაქში, დაახლოებით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას 2022 წელს ვიწყებთ. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და მათი პრობლემა გადაჭრილი იქნება, მაგრამ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს. მიეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინონ დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებარე ნაგებობების დემონტაჟი განახორციელეთ. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან პრინციპული ვიქნებით ასეთი უკანონობის წინაშე. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ ვინ დგას ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან - კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ორი-სამი საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში კი ჰექტრობით მიწები. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით, უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ. ამდენად, იმოქმედეთ, შესაბამისმა სამსახურებმა. თუ საჭირო იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროც ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა კალაძემ.