პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აცრილ ადამიანებს "ომიკრონიც“ კი ისე ძალიან არ ვნებს, როგორც - აუცრელებს“ - ინტერვიუ ხათუნა ზახაშვილთან
"აცრილ ადამიანებს "ომიკრონიც“ კი ისე ძალიან არ ვნებს, როგორც - აუცრელებს“ - ინტერვიუ ხათუნა ზახაშვილთან

პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, კო­რო­ნა­ვირუს­მა არა­ერ­თხელ გა­ნი­ცა­და მუ­ტა­ცია და ახა­ლი შტა­მე­ბი გავ­რცელ­და. ბოლო ასე­თი ვა­რი­ან­ტი "ომიკ­რო­ნია“, რო­მელ­ზეც მეც­ნი­ე­რებ­მა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბევ­რი არა­ფე­რი იცი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბად ვა­რი­ან­ტად მო­ი­საზ­რე­ბა, სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წი­ნა­მორ­ბედ ვერ­სი­ებ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ში­შია.

"ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ "ომიკ­რონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბოლო კვლე­ვით, მხო­ლოდ "ბუს­ტერ­დო­ზის“ გა­კე­თე­ბა დამ­ცვე­ლო­ბით უნარს 75%-მდე ზრდის, მა­შინ რო­დე­საც, ორი დო­ზით აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა 35%-ს შე­ად­გენს. ამ და "ბუს­ტერ­დო­ზებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ სხვა კი­თხვებ­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი გვპა­სუ­ხობს.

- რო­გო­რია "ბუს­ტერ­დო­ზის“ გა­კე­თე­ბა­ზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, გაზ­რდი­ლია თუ არა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია მისი მი­ღე­ბა - სა­ვალ­დე­ბუ­ლოა თუ არა ამის­თვის სპე­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე რე­გის­ტრა­ცია?

- რა თქმა უნდა, მზარ­დია სტა­ტის­ტი­კა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ­ხანს ელოდ­ნენ "ბუს­ტერს“, მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა ამ მხრივ გაზ­რდი­ლია და ორი დო­ზით აც­რი­ლე­ბი იკე­თე­ბენ "ბუს­ტერს“ ინ­ტენ­სი­უ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნას­წარ და­ჯავ­შნას, ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის. ვი­საც უწევს "ბუს­ტე­რის“ გა­კე­თე­ბა, შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პირ მი­ვიდ­ნენ ამცრელ ცენ­ტრებ­ში, სა­დაც ად­გილ­ზე გა­ა­ტა­რე­ბენ რე­გის­ტრა­ცი­ას და უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ი­ტა­რე­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. წი­ნას­წარ სა­იტ­ზე და­ჯავ­შნას ის პლუ­სი აქვს, რომ და­ყოვ­ნე­ბის დროს უმ­ცი­რებს ადა­მი­ანს და ვი­საც რო­გორ მო­უ­ხერ­ხდე­ბა, ისე შე­უძ­ლია გა­ი­ა­როს ეს პრო­ცე­დუ­რა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით ორ­ჯე­რა­დად აც­რილ­მა მო­ქა­ლა­ქემ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, "ბუს­ტე­რი“ 5 თვის გას­ვლამ­დე გა­ი­კე­თოს?

- გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც გა­ი­კე­თა "სი­ნო­ვა­კის“ ან "სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნა, რო­გორც იმუ­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა ტექ­ნი­კურ­მა საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­კეთ­დეს სამი თვის ზე­ვით ვა­და­ში. ვი­საც წინა ორი აც­რაც "ფა­ი­ზე­რით“ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მწარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით, საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს იყოს 5 თვის ვადა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვა­დე­ბი მოქ­მე­დებს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რენ, რომ ზო­გი­ერთ ამცრელ პუნ­ქტში მე­სა­მე დო­ზით აც­რი­სას მათ ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მე­ო­თხე დო­ზის გა­კე­თე­ბას 21 დღე­ში შეძ­ლე­ბენ. რამ­დე­ნად სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და შე­უძ­ლია თუ არა მო­ქა­ლა­ქეს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­თხე დო­ზის გა­კე­თე­ბა?

- ეს ეხე­ბათ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ ქვეყ­ნებ­ში მი­დი­ან, სა­დაც "სი­ნო­ვა­კი­სა“ და "სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნებს არ აღი­ა­რე­ბენ და მხო­ლოდ "ფა­ი­ზე­რის“ ორი დო­ზით აც­რი­ლებს უშ­ვე­ბენ სა­ზღვარ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე. ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის, რა თქმა უნდა, ასე არ არის - დღეს "ფა­ი­ზე­რი“ მო­მინ­და, ხვალ - სხვა და ზეგ -კი­დევ სხვა. იმუ­ნი­ზა­ცია საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სია და მას თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნდა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ასე­ვე ხში­რად წე­რენ, რომ ამცრელ პუნ­ქტში ისი­ნი სხვა­გან გა­და­ა­მი­სა­მარ­თეს იმ მი­ზე­ზით, რომ მათ ვა­და­გა­სუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი აქვთ და აც­რას ვერ გა­უ­კე­თე­ბენ. რამ­დე­ნად სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა ექი­მე­ბის მხრი­დან ეს, გვაქვს თუ არა ქვე­ყა­ნა­ში "ვა­და­გა­სუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი“?

- ქვე­ყა­ნა­ში არ­ცერ­თი ვაქ­ცი­ნა არ გვაქვს ვა­და­გა­სუ­ლი - ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია. შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ვადა აქვს ყვე­ლას. დღეს­დღე­ო­ბით, ამ დრო­ის­თვის, 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რაც არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სია.

- ბოლო კვლე­ვით, ორი დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის -"ომიკ­რო­ნის­გან" 35%-ით არის და­ცუ­ლი, მა­შინ, რო­დე­საც "ბუს­ტე­რით“ აც­რი­ლის დაც­ვა 75%-მდე იზ­რდე­ბა. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ასე­თი ახა­ლი შტა­მია და ძა­ლი­ან ცოტა კვლე­ვაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნო შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს დას­კვნა?

- ეს არის თვი­თონ "ფა­ი­ზე­რის“ მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის კვლე­ვის შე­დე­გი. სარ­წმუ­ნოა თუ არა, ეს უკვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ და­ი­ჭერს "ომიკ­რო­ნი“ თავს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბი­სას, რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რად გავ­რცელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, რომ მხო­ლოდ ერთი ვაქ­ცი­ნის მი­მართ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ან მე­სა­მე, "ბუს­ტერ­დო­ზით“ შექ­მნი­ლი დამ­ცვე­ლო­ბი­თი უნა­რი რამ­დე­ნად გან­სა­ზღვრავს ამ ვა­რი­ან­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბას. უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი. მაგ­რამ დღეს რაც ვი­ცით, ეს არის ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ასე, რომ აც­რილ ადა­მი­ა­ნებს "ომიკ­რო­ნიც“ კი ისე ძა­ლი­ან არ ვნებს, რო­გორც აუც­რე­ლებს.

- ncdc-ს აქვს თუ არა უკვე და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი "ომიკ­რო­ნის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შა­ობს და თან ეფექ­ტი­ა­ნია...

- და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ გვაქვს, თუმ­ცა იმე­დი გვაქვს, რომ იმოქ­მე­დებს.

- ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა მო­ზარ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სიც - ბავ­შვთა კლი­ნი­კებ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დი მკურ­ნა­ლობს და, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აცხა­დე­ბენ, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია. რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა?

- მო­კი­დონ მშობ­ლებ­მა ხელი თა­ვის შვი­ლებს, აც­რან და თვი­თო­ნაც აიც­რან.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ხან­დაზ­მუ­ლებ­მა "ბუს­ტერ­დო­ზის“ გა­კე­თე­ბი­სას ? რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი ხომ არ არ­სე­ბობს მათ­თვის, რო­გორც რის­კჯ­გუ­ფის­თვის?

- არა­ფე­რი, გარ­და იმი­სა, რომ თუ დრო მო­უ­ვი­დათ, წა­ვიდ­ნენ და აიც­რან. და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვლე­ვებ­სა და ანა­ლი­ზებს არ სა­ჭი­რო­ე­ბენ. ვი­საც მის­ვლა არ შე­უძ­ლია, არ­სე­ბობს აც­რის მო­ბი­ლუ­რი ცენ­ტრე­ბი.

- ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კა გვაქვს რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვი­თაც. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 45%-ით გა­ი­ზარ­და მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში, მაგ­რამ არის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც, წინა პე­რი­ო­დებ­თან შე­და­რე­ბით, საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და ეს რი­ცხვი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს? რა სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- ჩვენს გუ­ლის­ტკი­ვილს ის რე­გი­ო­ნე­ბი წარ­მო­ად­გენს, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოც­ვა არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი, ასე­თე­ბია - ქვე­მო ქარ­თლი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი და სწო­რედ ამ რე­გი­ო­ნებ­ზე უნდა გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი­რე­ბა, მეტი მო­წო­დე­ბა, მეტი შრო­მა უნდა ჩა­ი­დოს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თვის, რად­გან იგი­ვე 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­ი­გონ იმ ბე­ნე­ფი­ტე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც მათ აძ­ლევს სა­ხელ­მწი­ფო აც­რე­ბის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და რა სი­კე­თე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს მათ ჯან­მრთე­ლო­ბას დრო­ულ­მა აც­რამ. რაც შე­ე­ხე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, სის­ტე­მა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­ხით - ეს არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრე­ბი ად­გი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დონ ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­წე­ვა, თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მის­ვლა და მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნა, რომ - თქვენ გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ აცრა, მიბ­რძან­დით და აი­ცე­რით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აინა
0

დაგიჯერეთ და ორჯერ ავიცერი, მაგრამ კიდევ რამდენჯერ მომიწევს, ეგაა საკითხავი.🤔 აი, ბუსტერს კი ნაღდად არ გავიკეთებ.

გიორგი
3

ეს ქალბატონი ,სხვა ქართველი სპეციალისტებისაგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ წყეულ ვირუსზე და მისგან თავის დაცვაზე ყოველთვის საუბრობს გასაგები და საკმაოდ მარტივი ენით, რაც არანაკლებად საჭიროა აცრებზე...

ავტორი:

"აცრილ ადამიანებს "ომიკრონიც“ კი ისე ძალიან არ ვნებს, როგორც - აუცრელებს“ - ინტერვიუ ხათუნა ზახაშვილთან

"აცრილ ადამიანებს "ომიკრონიც“ კი ისე ძალიან არ ვნებს, როგორც - აუცრელებს“ - ინტერვიუ ხათუნა ზახაშვილთან

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსმა არაერთხელ განიცადა მუტაცია და ახალი შტამები გავრცელდა. ბოლო ასეთი ვარიანტი "ომიკრონია“, რომელზეც მეცნიერებმა, ჯერჯერობით, ბევრი არაფერი იციან. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეისთვის ყველაზე სწრაფად გავრცელებად ვარიანტად მოისაზრება, სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წინამორბედ ვერსიებთან შედარებით, ნაკლებად საშიშია.

"ფაიზერის“ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის მიერ "ომიკრონთან“ დაკავშირებული ბოლო კვლევით, მხოლოდ "ბუსტერდოზის“ გაკეთება დამცველობით უნარს 75%-მდე ზრდის, მაშინ როდესაც, ორი დოზით აცრილი ადამიანების დაცვა 35%-ს შეადგენს. ამ და "ბუსტერდოზებთან“ დაკავშირებულ სხვა კითხვებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი გვპასუხობს.

- როგორია "ბუსტერდოზის“ გაკეთებაზე მომართვიანობა, გაზრდილია თუ არა მაჩვენებელი და რამდენად მარტივია მისი მიღება - სავალდებულოა თუ არა ამისთვის სპეციალურ საიტზე რეგისტრაცია?

- რა თქმა უნდა, მზარდია სტატისტიკა, ეს ადამიანები დიდხანს ელოდნენ "ბუსტერს“, მოწადინებულები არიან. შესაბამისად, მიმართვიანობა ამ მხრივ გაზრდილია და ორი დოზით აცრილები იკეთებენ "ბუსტერს“ ინტენსიურად. რაც შეეხება წინასწარ დაჯავშნას, ის სავალდებულო არ არის. ვისაც უწევს "ბუსტერის“ გაკეთება, შეუძლიათ პირდაპირ მივიდნენ ამცრელ ცენტრებში, სადაც ადგილზე გაატარებენ რეგისტრაციას და უპრობლემოდ ჩაიტარებენ ვაქცინაციას. წინასწარ საიტზე დაჯავშნას ის პლუსი აქვს, რომ დაყოვნების დროს უმცირებს ადამიანს და ვისაც როგორ მოუხერხდება, ისე შეუძლია გაიაროს ეს პროცედურა.

- შესაძლებელია თუ არა, რომ "ფაიზერის“ ვაქცინით ორჯერადად აცრილმა მოქალაქემ, სურვილის შემთხვევაში, "ბუსტერი“ 5 თვის გასვლამდე გაიკეთოს?

- გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ვინც გაიკეთა "სინოვაკის“ ან "სინოფარმის“ ვაქცინა, როგორც იმუნიზაციის ექსპერტთა ტექნიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, ეს შესაძლებელია გაკეთდეს სამი თვის ზევით ვადაში. ვისაც წინა ორი აცრაც "ფაიზერით“ აქვს გაკეთებული, მწარმოებლის რეკომენდაციით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს იყოს 5 თვის ვადა. ჯერჯერობით ეს ვადები მოქმედებს.

- სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში, მოქალაქეები წერენ, რომ ზოგიერთ ამცრელ პუნქტში მესამე დოზით აცრისას მათ ეუბნებიან, რომ მეოთხე დოზის გაკეთებას 21 დღეში შეძლებენ. რამდენად სწორი ინფორმაციაა და შეუძლია თუ არა მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე დოზის გაკეთება?

- ეს ეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ქვეყნებში მიდიან, სადაც "სინოვაკისა“ და "სინოფარმის“ ვაქცინებს არ აღიარებენ და მხოლოდ "ფაიზერის“ ორი დოზით აცრილებს უშვებენ საზღვარზე შეზღუდვების გარეშე. ნებისმიერი მსურველისთვის, რა თქმა უნდა, ასე არ არის - დღეს "ფაიზერი“ მომინდა, ხვალ - სხვა და ზეგ -კიდევ სხვა. იმუნიზაცია საკმაოდ სერიოზული პროცესია და მას თანამიმდევრული განხორციელება უნდა.

- სოციალურ ქსელის მომხმარებლები ასევე ხშირად წერენ, რომ ამცრელ პუნქტში ისინი სხვაგან გადაამისამართეს იმ მიზეზით, რომ მათ ვადაგასული ვაქცინები აქვთ და აცრას ვერ გაუკეთებენ. რამდენად სწორი ინფორმაციაა ექიმების მხრიდან ეს, გვაქვს თუ არა ქვეყანაში "ვადაგასული ვაქცინები“?

- ქვეყანაში არცერთი ვაქცინა არ გვაქვს ვადაგასული - ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. შესაბამისად, ეს არის არასწორი ინფორმაცია. შენახვის პირობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ვადა აქვს ყველას. დღესდღეობით, ამ დროისთვის, 2 მილიონზე მეტი ვაქცინაა საქართველოში ხელმისაწვდომი, რაც არსებული მოთხოვნის შესაბამისია.

- ბოლო კვლევით, ორი დოზით ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსის ახალი შტამის -"ომიკრონისგან" 35%-ით არის დაცული, მაშინ, როდესაც "ბუსტერით“ აცრილის დაცვა 75%-მდე იზრდება. იმ ფონზე, როდესაც ასეთი ახალი შტამია და ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული, რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს ეს დასკვნა?

- ეს არის თვითონ "ფაიზერის“ მწარმოებელი კომპანიის კვლევის შედეგი. სარწმუნოა თუ არა, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიჭერს "ომიკრონი“ თავს ფართო საზოგადოებაში გავრცელებისას, რამდენად მასშტაბურად გავრცელდება მსოფლიოში. ასევე მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მხოლოდ ერთი ვაქცინის მიმართ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ან მესამე, "ბუსტერდოზით“ შექმნილი დამცველობითი უნარი რამდენად განსაზღვრავს ამ ვარიანტების გავრცელების აქტივობას. უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, როგორ განვითარდება პროცესები. მაგრამ დღეს რაც ვიცით, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ასე, რომ აცრილ ადამიანებს "ომიკრონიც“ კი ისე ძალიან არ ვნებს, როგორც აუცრელებს.

- ncdc-ს აქვს თუ არა უკვე დაზუსტებული პასუხი, რომ საქართველოში არსებული ვაქცინები "ომიკრონის“ საწინააღმდეგოდ მუშაობს და თან ეფექტიანია...

- დაზუსტებული პასუხი ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იმოქმედებს.

- ასევე საინტერესოა მოზარდებთან დაკავშირებით იმუნიზაციის პროცესიც - ბავშვთა კლინიკებში საკმაოდ ბევრი კოვიდინფიცირებული მოზარდი მკურნალობს და, როგორც სამკურნალო დაწესებულებებში აცხადებენ, მათი უმრავლესობა არავაქცინირებულია. რა ღონისძიებებითაა შესაძლებელი ამ ასაკობრივი ჯგუფის იმუნიზაციის პროცესში ჩართვა?

- მოკიდონ მშობლებმა ხელი თავის შვილებს, აცრან და თვითონაც აიცრან.

- რა უნდა გაითვალისწინონ ხანდაზმულებმა "ბუსტერდოზის“ გაკეთებისას ? რაიმე კონკრეტული მითითებები ხომ არ არსებობს მათთვის, როგორც რისკჯგუფისთვის?

- არაფერი, გარდა იმისა, რომ თუ დრო მოუვიდათ, წავიდნენ და აიცრან. დამატებით გამოკვლევებსა და ანალიზებს არ საჭიროებენ. ვისაც მისვლა არ შეუძლია, არსებობს აცრის მობილური ცენტრები.

- ასევე საინტერესო სტატისტიკა გვაქვს რეგიონების მიხედვითაც. მაგალითად, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 45%-ით გაიზარდა მცხეთა-მთიანეთში, მაგრამ არის რეგიონები, სადაც, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ შემცირდა ეს რიცხვი. რამ განაპირობა ეს? რა სამუშაოებს ატარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რა ღონისძიებებს ახორციელებს ამ მიმართულებით?

- ჩვენს გულისტკივილს ის რეგიონები წარმოადგენს, სადაც ვაქცინაციის მოცვა არის ძალიან დაბალი, ასეთებია - ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სწორედ ამ რეგიონებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება, მეტი მოწოდება, მეტი შრომა უნდა ჩაიდოს ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის, რადგან იგივე 60 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა გაიგონ იმ ბენეფიტების შესახებ, რასაც მათ აძლევს სახელმწიფო აცრების დაწყების შემთხვევაში და რა სიკეთეები შეიძლება მოუტანოს მათ ჯანმრთელობას დროულმა აცრამ. რაც შეეხება ღონისძიებებს, სისტემატურად მიმდინარეობს ინფორმაციის მიწოდება ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხით - ეს არის საზოგადოებრივი ცენტრები ადგილებზე, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მოსახლეობისთვის. და რაც ყველაზე მთავარია, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სამუშაოების გაწევა, თავის მოსახლეობასთან მისვლა და მათთვის ინფორმაციის მიტანა, რომ - თქვენ გესაჭიროებათ აცრა, მიბრძანდით და აიცერით.