მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ბავშვებში ძალიან მაღალია, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს "დელტას“ შემთხვევაში იყო" - ივანე ჩხაიძე
"ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ბავშვებში ძალიან მაღალია, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს "დელტას“ შემთხვევაში იყო" - ივანე ჩხაიძე

"ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რის და ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვებ­ში არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე ეს "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის“ შემ­თხვე­ვა­ში იყო" - ამის შე­სა­ხებ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს” სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რის“ პრესკლუბ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი მზარ­დია, მაგ­რამ ის მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რის რის­კი 20%-ით უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ეს "დელ­ტას“ დროს იყო. თუმ­ცა, კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე­ვე დი­დებ­ში მსუ­ბუ­ქია“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მან ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხა, რომ შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში "მე­ექ­ვსე ტალ­ღაც“ და­ფიქ­სირ­დეს.

"შე­იძ­ლე­ბა იყოს "მე­ექ­ვსე ტალ­ღა", ოღონდ ეს იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვე­ბის ტალ­ღა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლში ან აბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნენ, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ დას­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნე­ბი არა ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი­სა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით მოქ­მე­დე­ბენ.

ამას­თან, მან გან­მარ­ტა, თუ რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს "ომიკ­რონს“.

"ომიკ­რონს“ ძი­რი­თა­დად 3- დღი­ა­ნი ავა­დო­ბა ახა­სი­ა­თებს, ეს არის ყე­ლის ჩა­ფხაჭ­ნის შეგ­რძნე­ბა, მშრა­ლი ხვე­ლა, თა­ვის და კუნ­თე­ბის მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი ტკი­ვი­ლი. ძა­ლი­ან ჰგავს მარ­ტივ გა­ცი­ე­ბას“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

ის მი­იჩ­ნევს, რომ თუ "ომიკ­რო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცელ­დე­ბა, ძა­ლი­ან მალე გახ­დე­ბა დო­მი­ნან­ტუ­რი.

"თუ და­ვუშ­ვებთ იმას, რომ "ომიკ­რო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­კემ­ბერ­ში შე­მო­ვი­და, იან­ვრის ბო­ლოს­თვის მთლი­ა­ნად ჩა­ა­ნაც­ვლებს "დელ­ტა“ ვა­რი­ანტს და ის გახ­დე­ბა დო­მი­ნან­ტუ­რი. იქ­ნე­ბა თუ არა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა? რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა. თუ "ომიკ­რო­ნი“ დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დე­ბა, რის­კი იმი­სა, რომ შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ უფრო მა­ღა­ლი იყოს, ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ შე­სა­ბა­მი­სად მი­ვი­ღებთ მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას. არის რის­კი იმი­სა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბა მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მი­ნი­მა­ლუ­რია იმის რის­კი, რომ ამან გა­მო­იწ­ვი­ოს სა­წოლ­ფონ­დის გა­დატ­ვირ­თვა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ვერ გა­უმკლავ­დეს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ბავშვებში ძალიან მაღალია, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს "დელტას“ შემთხვევაში იყო" - ივანე ჩხაიძე

"ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ბავშვებში ძალიან მაღალია, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს "დელტას“ შემთხვევაში იყო" - ივანე ჩხაიძე

"ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი პირველ რიგში, ბავშვებში არის ძალიან მაღალი, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს "დელტა“ ვარიანტის“ შემთხვევაში იყო" - ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ "კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში, ინფიცირების რისკი მზარდია, მაგრამ ის მსუბუქად მიმდინარეობს.

"ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს "დელტას“ დროს იყო. თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში მსუბუქია“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში "მეექვსე ტალღაც“ დაფიქსირდეს.

"შეიძლება იყოს "მეექვსე ტალღა", ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, რომელსაც ადამიანები სახლში ან აბულატორიულად გადაიტანენ, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინები არა ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით, არამედ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით მოქმედებენ.

ამასთან, მან განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს“.

"ომიკრონს“ ძირითადად 3- დღიანი ავადობა ახასიათებს, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ის მიიჩნევს, რომ თუ "ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდება, ძალიან მალე გახდება დომინანტური.

"თუ დავუშვებთ იმას, რომ "ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს "დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ "ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას“,-განაცხადა ჩხაიძემ.