მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს გერმანიაში უვადო პატიმრობა მიესაჯა - "ის პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოკლეს"
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს გერმანიაში უვადო პატიმრობა მიესაჯა - "ის პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოკლეს"

გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვა­დიმ კრა­სი­კოვს, იგი­ვე სო­კო­ლოვს გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

ეს სას­ჯე­ლი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის­თვის, გა­სულ კვი­რას მო­ი­თხო­ვა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 14-თვი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნე­ბი­სა და თით­ქმის 50 მოწ­მის და­კი­თხვის შემ­დეგ, ფე­დე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ბრალ­დე­ბის მხა­რის ძი­რი­თად ბრალ­დე­ბებს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, "ხან­გოშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის დაკ­ვე­თით მოკ­ლეს, ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­დიმ სო­კო­ლო­ვი/კრა­სი­კო­ვი კი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან". რუ­სე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სეთ-ჩეჩ­ნე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 40 წლის­ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი 2019 წლის 23 აგ­ვის­ტოს ბერ­ლი­ნის ცენ­ტრში მდე­ბა­რე პარკში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. მე­ჩეთ­ში სა­ლო­ცა­ვად მი­მა­ვალ ხან­გოშ­ვილს უც­ნო­ბი პირი ვე­ლო­სი­პე­დით მი­უ­ახ­ლოვ­და და სამ­ჯერ ეს­რო­ლა. ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ნამ­დე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხან­გოშ­ვილ­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბით.

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2020 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
largo
4

გერმანიაში სასჯელი სამიდამო 15 წლით განისაზღვრება, ამის შემდეგ სასჯელი იცვლება...(

ანნა
3

საქართველოში მკვლელობაზე 7-15 წელია, ცივილიზირებულ ქვეყნებში კი იწყება 20 წლიდან!! ეს აჩვენებს რა ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს ქვეყანაში! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს გერმანიაში უვადო პატიმრობა მიესაჯა - "ის პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოკლეს"

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს გერმანიაში უვადო პატიმრობა მიესაჯა - "ის პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოკლეს"

გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, იგივე სოკოლოვს გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ეს სასჯელი გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის მოქალაქისთვის, გასულ კვირას მოითხოვა. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 14-თვიანი სასამართლო მოსმენებისა და თითქმის 50 მოწმის დაკითხვის შემდეგ, ფედერალური პროკურორი ბრალდების მხარის ძირითად ბრალდებებს დადასტურებულად მიიჩნევდა. ბრალდების მტკიცებით, "ხანგოშვილი პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოკლეს, ბრალდებული ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი კი დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან". რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მკვლელობასთან კავშირს.

შეგახსენებთ, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლისზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ ხანგოშვილზე ძებნა გამოაცხადა ტერორიზმში ბრალდებით.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.