სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში „გორგიას“ ახალი ფილიალი იხსნება
რუსთავში „გორგიას“ ახალი ფილიალი იხსნება

16 დე­კემ­ბრი­დან ქა­ლაქ რუს­თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა „გორ­გი­ას“ ახალ ფი­ლი­ალ­ში ჰი­პერ­მარ­კე­ტის სრუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნას, ასე­ვე მუდ­მი­ვი სა­ჩუქ­რე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლებს.

ეს „გორ­გი­ას“ რი­გით მე-9 ფი­ლი­ა­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად რუს­თავ­ში იხ­სნე­ბა. გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას რუს­თა­ვის მე­რის მო­ად­გი­ლე და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

რო­გორც „გორ­გი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ბრენ­დი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბას არ წყვეტს.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პან­დე­მი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვაგ­რძე­ლებთ გა­ფარ­თო­ე­ბას, ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას, ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­სნა­სა და ინ­ვეს­ტი­რე­ბას. რუს­თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ხანი ელო­დე­ბო­და „გორ­გი­ას“ სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ახალ წლამ­დე მათ უკვე შე­ეძ­ლე­ბათ ჩვენ­თან შე­ი­ძი­ნონ სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია. ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის გახ­სნა რუს­თავ­ში ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ჩვენ შევ­ქმნით ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და რუს­თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას უამ­რავ სა­ჭი­რო პრო­დუქტს შევ­თა­ვა­ზებთ ერთ სივ­რცე­ში,“ - აცხა­დე­ბენ „გორ­გი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

DIY ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი „გორ­გია“ მომ­ხმა­რე­ბელს 50 000-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად. ამ ეტაპ­ზე „გორ­გი­ას“ ჰი­პერ­მარ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს 6 ქა­ლაქ­ში, აწ უკვე 9 ფი­ლი­ა­ლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ცოტა ხნის წინ „გორ­გი­ამ“ მომ­ხმა­რე­ბელს ახა­ლი უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცია „გორ­გია ბა­ღიც“ შეს­თა­ვა­ზა.

მო­მა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლის გახ­სნას გეგ­მავს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რუსთავში „გორგიას“ ახალი ფილიალი იხსნება

რუსთავში „გორგიას“ ახალი ფილიალი იხსნება

16 დეკემბრიდან ქალაქ რუსთავის მოსახლეობა „გორგიას“ ახალ ფილიალში ჰიპერმარკეტის სრული პროდუქციის შეძენას, ასევე მუდმივი საჩუქრებითა და საინტერესო შეთავაზებებით სარგებლობას შეძლებს.

ეს „გორგიას“ რიგით მე-9 ფილიალია, რომელიც ამჯერად რუსთავში იხსნება. გახსნის ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც „გორგიას“ წარმომადგენლები აცხადებენ, ბრენდი პანდემიით გამოწვეული სირთულეების პარალელურად განვითარებას არ წყვეტს.

„მოხარულები ვართ, რომ რთული ეკონომიკური და პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ფილიალების გახსნასა და ინვესტირებას. რუსთავის მოსახლეობა დიდი ხანი ელოდებოდა „გორგიას“ საკუთარ ქალაქში და სასიხარულოა, რომ ახალ წლამდე მათ უკვე შეეძლებათ ჩვენთან შეიძინონ სასურველი პროდუქცია. ახალი ფილიალის გახსნა რუსთავში ასევე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული სირთულეების პარალელურად. ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და რუსთავის მოსახლეობას უამრავ საჭირო პროდუქტს შევთავაზებთ ერთ სივრცეში,“ - აცხადებენ „გორგიას“ წარმომადგენლები.

DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, აწ უკვე 9 ფილიალით არის წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ „გორგიამ“ მომხმარებელს ახალი უნიკალური კონცეფცია „გორგია ბაღიც“ შესთავაზა.

მომავალი წლის განმავლობაში ჰიპერმარკეტების ქსელი კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს ქვეყნის მასშტაბით.

R