ავტორი:

HP-ის საბეჭდი დანადგარი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ეტიკეტებსა და შეფუთვებს დაგიმზადებთ - 5 ქართული კომპანიის გამოცდილება

HP-ის საბეჭდი დანადგარი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ეტიკეტებსა და შეფუთვებს დაგიმზადებთ - 5 ქართული კომპანიის გამოცდილება

მაღაზიაში შესული მომხმარებელი საშუალოდ, 13 წამში იღებს შენაძენის გაკეთების გადაწყვეტილებას, ონლაინშოპინგისას ეს დრო 19 წამამდე იზრდება და ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროდუქტის ვიზუალი.

შენაძენის გაკეთებისას ადამიანზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, იქნება ეს ეკონომიკური, ფუნქციური (რამდენად შედის პროდუქტის შეძენა მომხმარებლის ინტერესებში), პერსონალური (ასაკი, ცხოვრების სტილი, საქმიანობა), ფსიქოლოგიური (მოტივაცია, ცოდნა, დამოკიდებულება, აღქმა), სოციალური და კულტურული ასპექტები და რა თქმა უნდა, მარკეტინგი, რომლის შემადგენელი ნაწილებია პროდუქტი, ფასი, პრომოცია და რეალიზაციის ადგილი.

მარკეტინგულ ასპექტში მანამდე ჩამოთვლილი ყველა კომპონენტი გასათვალისწინებელია, რადგან პროდუქციის რეალიზაციისთვის გჭირდება სწორი სამიზნე ჯგუფის, მომხმარებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება და სხვა. ამ პროცესში კი დიდ როლს თამაშობს პროდუქტის ვიზუალური მხარე, რომელიც მეტყველებს ხარისხზე, მომხმარებელს ეუბნება, ვისთვის არის ის განკუთვნილი და რას უნდა ელოდოს მისგან.

თუ პროფესიონალმა მარკეტერმა ყველა ფაქტორი სწორად განსაზღვრა, შემდეგ გრაფიკულმა დიზაინერმაც თავისი სამუშაო სწორად შეასრულა და შექმნა ისეთი ლოგო და ვიზუალი, რომელიც მომხმარებელში შენაძენის გაკეთების სურვილს გაამძაფრებს, ბოლო საპასუხისმგებლო ნაბიჯი უკვე პოლიგრაფიულ საწარმოს რჩება - შეფუთვები და ეტიკეტები უმაღლესი ხარისხით, კომპანიაზე მორგებული პირობებით დაბეჭდოს.

დასახული მიზნის ეფექტიანად მისაღწევად კომპანია HP-მ შექმნა საბეჭდი დანადგარი „ინდიგო 20 000“, რომელსაც ქართული კომპანიები აქტიურად იყენებენ. დანადგარის მთავარი ნიშა ხარისხთან ერთად არის კომფორტი, რომელსაც ის ბიზნესს უქმნის. უფრო კონკრეტულად კი მათ აღარ სჭირდებათ კლიშეების დამზადება, შეუძლიათ, 10 ერთნაირი პროდუქტიდან თითოეული სხვადასხვანაირ ვიზუალის შეფუთვით დაბეჭდონ და რაც მთავარია, ხარჯეფექტურად.

აპარატის გაყიდვაში ჩაშვებიდან მალევე, კომპანია „კოლორ ჯგუფმა“ ის საქართველოში ჩამოიტანა და ადგილობრივ ბიზნესს შესაფუთი მასალების იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა მისცა.

რა უპირატესობა აქვს „ინდიგო 20 000-ით“ ბეჭდვას და რა შესაძლებლობებს აძლევს ის ადგილობრივ ბიზნესს, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ესაუბრა 4 კომპანიას, რომლებიც უკვე წლებია, „კოლორ ჯგუფის“ მომსახურებით სარგებლობენ:

ბესო ქოროღლიშვილი, შპს „მზარეულის“ („პანე“) ფინანსური მენეჯერი: ხარისხიან მასალებს, პრინტს, გამოსახულებას, რათა შეფუთვის ვიზუალმა მარკეტინგული ფუნქციები შეასრულოს: ნაწარმი დაიცვას გარემო ზემოქმედებისგან, დაბინძურებისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან და მომხმარებლისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს. „კოლორ ჯგუფის“ შემოთავაზება და დანადგარები ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ HP-ის მიერ წარმოებული უმძლავრესი დანადგარი „ინდიგო 20 000“ უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ მას პროდუქციის ტესტირების მიზნით ვიყენებთ, როდესაც ქსელში ახალი ნაწარმის გაშვება გვინდა და დარწმუნებულები არ ვართ, რამდენად გაამართლებს კონკრეტული დიზაინი. ამ ეტაპზე, ეს დანადგარი ძალიან მოსახერხებელი და ხელსაყრელია, ვინაიდან შესაძლებელია მცირე ტირაჟების ბეჭდვაც დამატებითი ხარჯებისა და კლიშეების გარეშე და პროდუქციის ტესტირებისთვის ზედგამოჭრილია“.

სალომე კობიძე, შპს „აგრო ფუდ ტრეიდი“ („აგროფაი“): „ჩვენ „კოლორ ჯგუფს“ ვუკვეთავთ ტყლაპის, „დელივერის“ შეფუთვებს, სასარგებლო პროდუქციის ქაღალდის ყუთებს, აგრობოქსებზე დასაკრავ ბრენდირებული სტიკერებსა და სხვადასხვა სუპერმარკეტისთვის დამზადებისას ბრენდირებულ შეფუთვებს.

ჩვენი შეფუთვების ხარისხი არის მსოფლიო სტანდარტი, რომელსაც ვერ გადავუხვევთ. აქამდე აღნიშნულ მასალებს ჩინეთში ვუკვეთავდით და იქიდან ჩამოგვქონდა, თუმცა „კოლორ ჯგუფმა“ შემოგვთავაზა, შეფუთვები ადგილზე დაგვემზადებინა და მიგვეღო შედეგი, რომელიც უცხოეთიდან იმპორტისას გვქონდა და თავიდან აგვერიდებინა ის დამატებითი ხარჯები, როგორიც არის ტრანსპორტირება, განბაჟება თუ სხვა. ვერ ვიტყვი, იმპორტი უფრო ხელმისაწვდომია თუ ადგილზე დამზადება, თუმცა ფულს ხომ დროში ვიხდით და „კოლორთან“ თანამშრომლობა სწორედ მისი დაზოგვის საშუალებას გვაძლევს. შეკვეთას ვიღებთ 10 დღეში-2 კვირაში, მაშინ როცა უცხოეთიდან ჩამოტანას 2 თვე სჭირდებოდა“.

გიორგი ალფაიძე, შპს „ფარკონი“ („ხომლი“): „კოლორ ჯგუფი“ შეფუთვებს სანელებლებისთვის გვიმზადებს. შეფუთვის ხარისხზე ჩვენი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რასაც ჩვენი პარტნიორი კომპანია აკმაყოფილებს, ფასიც მეტნაკლებად სტაბილურია. ასევე, ზოგადად, ჩვენი მიდგომა ასეთია: გვსურს, აბსოლუტურად ყველა სახის ნედლეული მაქსიმალურად ადგილობრივ ბაზარზე შევიძინოთ.

რაც შეეხება დანადგარს, რომელზეც ჩვენს შესაფუთ მასალებს ვბეჭდავთ, ის საშუალებას გვაძლევს, წარმადობაში დარწმუნებულები ვიყოთ და ამ მხრივ, „კოლორ ჯგუფთან“ საიმედო და სტაბილური თანამშრომლობა გვაკავშირებს“.

თაზო ცინცაძე „შპს ქარელის ხილის“ („ჩიკორი“) მარკეტინგის ხელმძღვანელი: „კოლორ ჯგუფთან“ თანამშრომლობა დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთია, რომელიც მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს. რაც შეეხება ციფრულ დანადგარს „HP ინდიგო 20 000-სს“, ის უფრო სწრაფად რეაგირების საშუალებას იძლევა, თუ უშუალოდ შეფუთვაზე ან სტიკერებზე სწრაფად გვსურს რამის შეცვლა. სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას ჩვენი პროდუქტის უკეთ განვითარებისათვის“.

ლევან შავლაყაძე, შპს „აქვა გეოს“ („სნო“) მარკეტინგის ხელმძღვანელი: „დანადგარის მეშვეობით ბეჭდვის ხარისხი საკმაოდ კარგია და კომფორტს გვიქმნის „კოლორ ჯგუფთან“ პარტნიორული ურთიერთობაც, რადგან შეკვეთები საკმაოდ დროულად მოგვეწოდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ ვმუშაობთ ახალ ეტიკეტებზე, „კოლორ“ პერიოდულად ვაწვდით ესკიზებს, რათა ჯერ დაბეჭდილი ვარიანტი ვნახოთ და საჭიროების შემთხვევაში, დიზაინერთან ერთად, ადგილზე ჩასწორდეს, რაც იმპორტის შემთხვევაში არ შეგვიძლია. ასევე, საგულისხმოა, რომ კლიშეების დამზადების გარეშე, პირდაპირ ციფრული ბეჭდვის შესაძლებლობა, რაც „ინდიგო 20 000-ის“ მეშვეობით ხდება, დროის დაზოგვისა და მუშაობის პროცესის გამარტივების საშუალებას გვაძლევს“.

„ინდიგო 20 000-ის ისტორია მოკლედ: 2000 წელს „ჰიულეტ-პაკარდმა“ (HP) „ინდიგოს“ დანადგარების წარმოებაში 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია ჩადო და 14.8 მილიონი „ინდიგოს“ აქციები შეიძინა. „ინდიგოზე“ ბეჭდვა კი გამოიგონა ბენი ლენდამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 800 პატენტს ფლობდა. მისმა გამოგონებამ შეცვალა საბეჭდი ინდუსტრია, როცა IPEX-ში მუშაობისას 1993 წელს E-Print 1000 გამოუშვა. ეს იყო მსოფლიოს პირველი ციფრული ფერადი საბეჭდი მანქანა. თავისი გამოგონების გამო, ბენი ლენდა ციფრული ბეჭდვის მამად არის ცნობილი.

აქვე უნდა აღინიშნოს „ინდიგოზე“ ბეჭდვის კიდევ ერთი უპირატესობა: მისი ნაწარმის გადამუშავება როგორც სახლის, ისე ინდუსტრიული მასალებისთვის არის შესაძლებელი.