ავტორი:

"ჯერ კიდევ არ სძინავს“ - სოფო ნიჟარაძე ელის მარიას ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"ჯერ კიდევ არ სძინავს“ - სოფო ნიჟარაძე ელის მარიას ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

უკვე ორი თვეა რაც სოფო ნიჟარაძე პატარა ელის მარიასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. მომღერალმა შტატებში იმშობიარა და ქალიშვილთან ერთად წელიწადზე მეტხანს იქ ცხოვრობდა.

სოფო ნიჟარაძე უკვე ჩაერთო ქართულ შოუბიზნესურ ცხოვრებაში. ცოტა ხნის წინ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ერთ-ერთი არხის საახალწლო გადაცემაში მღერის.

მომღერალს პირად ცხოვრებაზე აქამდე არცერთ გადაცემაში არ უსაუბრია. ელის მარიას ფოტოს კი მხოლოდ ზურგიდან აქვეყნებს ან ბავშვს სახე გულის "სტიკერით“ აქვს ხოლმე დაფარული.

"ჯერ კიდევ არ სძინავს“ - ამ ტექსტით გამოაქვეყნა შვილის ფოტო მომღერალმა. სურათზე ჩანს, როგორი ბედნიერი შეჰყურებს ელის მარია საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეს.