მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის აგრესიის შეკავება, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება, რეფორმები ქვეყნის შიგნით და საუბარი ოპოზიციასთან - რა იყო ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი გზავნილები?
რუსეთის აგრესიის შეკავება, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება, რეფორმები ქვეყნის შიგნით და საუბარი ოპოზიციასთან - რა იყო ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი გზავნილები?

"დიდი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო გე­ნე­რა­ლუ­რო მდი­ვა­ნო, მად­ლო­ბას გიხ­დით დღეს ნა­ტოს სა­თა­ვო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩემი მას­პინ­ძლო­ბის­თვის“, - ასე და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იენს სტოლ­ტენ­ბერგთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე თა­ვი­სი გა­მოს­ვლა.

"ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა გვქონ­და რე­გი­ონ­ში, ქვე­ყა­ნა­ში, ვი­სა­უბ­რეთ არ­სე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე, რუ­სე­თის მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ა­ზე. ბევ­რჯერ მით­ქვამს და ახ­ლაც ვი­მე­ო­რებ, რომ ნა­ტოს წევ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის უმ­თავ­რეს სა­კითხს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც მხარს უჭერს ქარ­თვე­ლი ერის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა. ალი­ანსთან მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ბო­ლოო ჯამ­შიც ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის მკა­ფიო ხედ­ვის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი გაგ­ვაჩ­ნია და აქ­ტი­ურ დი­ა­ლოგს ვა­წარ­მო­ებთ მო­კავ­ში­რე­ებ­თან, რათა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მომ­ზად­დეს ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მინ­და ყვე­ლას გა­გახ­სე­ნოთ, რომ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მო­კავ­ში­რე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ალი­ან­სის წევ­რი გახ­დე­ბო­და. მა­შინ ეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლი იყო და დღე­საც ინარ­ჩუ­ნებს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ გულ­დას­მით ვშრო­მობთ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პრაქ­ტი­კულ რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­კუ­თა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის არ­ჩე­ვის სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს გა­აჩ­ნია.

" ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ის ქვა­კუ­თხე­დია, რო­მელ­საც ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი ეფუძ­ნე­ბა. გვჯე­რა, რომ ამ არ­ჩე­ვა­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ისე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ნა­ტოს­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს მი­ვაღ­წი­ეთ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად. ად­გილ­ზე ნა­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბიც იზ­რდე­ბა. ეს წარ­მა­ტე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე. შე­სა­ბა­მი­სად, თქვენ და მო­კავ­ში­რე­ებს მად­ლო­ბას გიხ­დით ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის­თვის.

ნა­ტოს­თან ჩვე­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში. გა­მო­აშ­კა­რავ­და, რომ უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი შავი ზღვის რე­გი­ო­ნის გა­რე­შე ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა ვერ შედ­გე­ბა. შავი ზღვის მდგრა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მდგრა­დი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ნა­ტოს აქ­ტი­უ­რო­ბის ზრდას შავ ზღვა­ზე, რა­საც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენს რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მხრივ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ის ასე­ვე მი­ე­სალ­მა ნა­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პი­რა­დი ძა­ლის­ხმე­ვის­თვი­სა და ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­ში არ­სე­ბი­თი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

"სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვან წინსვლას მი­აღ­წია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ჩვენ გვჯე­რა, რომ დად­გა ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის დრო. ეს იქ­ნე­ბა მკა­ფიო გზავ­ნი­ლი ყვე­ლა ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნის­თვის, რომ მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას, ერ­თგუ­ლე­ბას და და­უ­ღა­ლავ შრო­მას რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი მო­აქვს. ეს იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლი, რომ­ლის ექოც ფარ­თოდ გა­დას­წვდე­ბა მთელს რე­გი­ონს და ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ოდეს­მე“, - თქვა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნის იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით კი, სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რია და ამ თვის და­სა­წყის­ში რი­გა­ში შეკ­რე­ბილ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა კვლავ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მტკი­ცედ უჭე­რენ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

"ვაგ­რძე­ლებთ რუ­სე­თის მო­წო­დე­ბას აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბის აღი­ა­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ და ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნის­კენ.

დღეს გან­ვი­ხი­ლეთ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი, მათ შო­რის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მა­ტე­ბა უკ­რა­ი­ნის შიგ­ნით და ირ­გვლივ. სა­უ­ბა­რი გვქონ­და ასე­ვე რუ­სე­თის მხრი­დან შავი ზღვის რე­გი­ონ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბებ­ზე“.

ვთან­ხმდე­ბით, რომ არ­სე­ბობს ფხიზ­ლად ყოფ­ნი­სა და ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. რუ­სე­თის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი შემ­დგო­მი აგ­რე­სია მას ძვი­რი და­უჯ­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას აქვთ უფ­ლე­ბა თა­ვად აირ­ჩი­ონ თა­ვი­ან­თი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, ხოლო რუ­სეთს ამ არ­ჩე­ვან­ზე იძუ­ლე­ბის მოხ­დე­ნის არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

უარს ვამ­ბობთ ევ­რო­პა­ში ნე­ბის­მი­ე­რი გავ­ლე­ნის დაშ­ვე­ბა­ზე. ეს ის­ტო­რი­ის მო­ნა­პო­ვა­რია და ასეც უნდა დარ­ჩეს... ამ­დე­ნად, ალი­ან­სი გა­აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი პარტნი­ო­რე­ბი­სათ­ვის ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას. ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი დახ­მა­რე­ბის, ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის გზით“, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ისა­უბ­რა ასე­ვე ქვეყ­ნის შიგ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ფორ­მებ­ზე და წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

"უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ მუ­შა­ო­ბა შემ­დგომ­შიც გაგ­რძელ­დეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ზე, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სექ­ტორ­ში ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ასე­ვე მო­გი­წო­დებთ იმუ­შა­ოთ ოპო­ზი­ცი­ას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კი­სა და ქმე­დე­ბე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად. ალი­ან­სი ელის, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს ბო­ლომ­დე მი­ემ­ხრო­ბა, რის შექ­მნა­ზეც ასე რუ­დუ­ნე­ბით მუ­შა­ობ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მან ასე­ვე მად­ლო­ბას გა­და­უ­ხა­და ღა­რი­ბაშ­ვილს იმ ძა­ლის­ხმე­ვის­თვის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ავ­ღა­ნეთ­ში.

"თქვენ წილი შე­გ­ქონ­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და ამა წლის აგ­ვის­ტოს თვე­ში ავ­ღა­ნე­თი­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცი­ა­ში გვეხ­მა­რე­ბო­დით“, - ბრძა­ნა გენმდი­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza-ს
1

მთავარია ხელისუფლებას ახსოვს 24 სთ მასზეა საუბარი

კახაბერი
116

აუფ, ქ უ რ თ ი ივანაშვილი და სომეხი ღ ა რ ი ბ ო ვ ი, მათი ფულზე დაფეთებული ჭკუასუსტი - ჯერ კიდევ ნკვდ- ს მიერ დამუშავებული ქურდულ - კრიმინალური იდეოლოგიით დეგრადირებული - დაავადებული- გადაგვარებული ქართველები - თ და... რ ე ფ ო რ მ ე ბ ი(?!) , და რ ე ფ ო რ მ ე ბ ი თ - სახელმწიფოებრიობის განვითარება- განმტკიცება (?!), 

მერე როგორ აიშენებენ ,,ოქროს სარაებს,, და ,, მარმარილოს სასახლეებს,, (?!) ანუ როგორ გ ა ძ ა რ ც ვ ო ნ ქართველი ხალხი , ქართველების სახელმწიფო ე.ი. როგორ დ ა ა კ ნ ი ნ ო ნ - საქართველის სახელმწიფო - რუსული ინტერესებებისათვის ?!

ავტორი:

რუსეთის აგრესიის შეკავება, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება, რეფორმები ქვეყნის შიგნით და საუბარი ოპოზიციასთან - რა იყო ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი გზავნილები?

რუსეთის აგრესიის შეკავება, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება, რეფორმები ქვეყნის შიგნით და საუბარი ოპოზიციასთან - რა იყო ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი გზავნილები?

"დიდი მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით დღეს ნატოს სათავო დაწესებულებაში ჩემი მასპინძლობისთვის“, - ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თავისი გამოსვლა.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რეგიონში, ქვეყანაში, ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამშიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია.

" ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესი ეფუძნება. გვჯერა, რომ ამ არჩევანის წარმატებული განხორციელება ისევე აქტუალურია ნატოსთვის, როგორც საქართველოსთვის.

პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების შედეგად. ადგილზე ნატოს საქმიანობის მასშტაბიც იზრდება. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა ნატოს წევრი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, თქვენ და მოკავშირეებს მადლობას გიხდით ძალისხმევისა და ერთგულებისთვის.

ნატოსთან ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში. გამოაშკარავდა, რომ უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ შედგება. შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოების მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

ჩვენ მივესალმებით ნატოს აქტიურობის ზრდას შავ ზღვაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ“, - განაცხადა პრემიერმა.

ის ასევე მიესალმა ნატოს გადაწყვეტილებას თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით და გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის.

"საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის თქმით კი, საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ამ თვის დასაწყისში რიგაში შეკრებილმა მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარების დასრულებისკენ და ამ ტერიტორიებიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ.

დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალების მატება უკრაინის შიგნით და ირგვლივ. საუბარი გვქონდა ასევე რუსეთის მხრიდან შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე“.

ვთანხმდებით, რომ არსებობს ფხიზლად ყოფნისა და ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი აგრესია მას ძვირი დაუჯდება და სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ექნება.

საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება თავად აირჩიონ თავიანთი მოკავშირეები, ხოლო რუსეთს ამ არჩევანზე იძულების მოხდენის არანაირი უფლება გააჩნია.

უარს ვამბობთ ევროპაში ნებისმიერი გავლენის დაშვებაზე. ეს ისტორიის მონაპოვარია და ასეც უნდა დარჩეს... ამდენად, ალიანსი გააგრძელებს თავისი პარტნიორებისათვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას. ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე საზღვაო აკვატორიაში უზრუნველყოფილი დახმარების, ერთობლივი წვრთნებისა და ინფორმაციის გაზიარების გზით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ისაუბრა ასევე ქვეყნის შიგნით განხორციელებულ რეფორმებზე და წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებაზე.

"უმნიშვნელოვანესია, რომ მუშაობა შემდგომშიც გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორში ანგარიშვალდებულებაზე. ასევე მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან პოლიტიკური განსხვავებულობის საკითხის გადასაჭრელად და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების შესამცირებლად. ალიანსი ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ბოლომდე მიემხრობა, რის შექმნაზეც ასე რუდუნებით მუშაობდა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე მადლობას გადაუხადა ღარიბაშვილს იმ ძალისხმევისთვის, რასაც საქართველო ამდენი წლის განმავლობაში ახორციელებდა ავღანეთში.

"თქვენ წილი შეგქონდათ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამა წლის აგვისტოს თვეში ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციაში გვეხმარებოდით“, - ბრძანა გენმდივანმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"