NASA -ს კოსმოსურმა ხომალდმა Parker -მა ისტორიაში პირველად მოახერხა შეღწევა მზის ატმოსფეროდ წოდებულ, ე.წ. გვირგვინში და შეძლო გარკვეული მონაცემებისა და ნაწილაკთა ნიმუშების აღება. ამის შესახებ იუწყება NASA. "პირველად ისტორიაში კოსმოსური ხომალდი მზეს "შეეხო" - ვკითხულობთ სააგენტოს საიტზე. მეცნიერებმა ეს მნიშვნელოვანი სიახლე, ოფიციალურად, 11 დეკემბერს, ამერიკის გეოფიზიკოსთა გაერთიანების შეხვედრის დროს გამოაცხადეს.
Parker- ი იმყოფება 8,5 მილიონი კილომეტრით შორს მზისგან, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ეს არის რეკორდი მზესთან მიახლოების თვალსაზრისით. აპარატს სახელი ასტროფიზიკოს იუჯინ პარკერის პატივსაცემად დაარქვეს. ხომალდი დედამიწიდან 2018 წლის აგვისტოში გაფრინდა. ის აღჭურვილია სითბური ფარით, კამერებით, მაგნიტური და ელექტრული ველების გასაზომი მოწყობილობებით, ასევე ვარსკვლავზე დასაკვირვებელი სხვა ხელსაწყოებით. Parker-ის მისია 7 წელიწადზეა გაწერილი, მეცნიერთა გათვლით ამ ხნის განმავლობაში მან მზეს 24-ჯერ უნდა შემოუფრინოს.
"ჯონს ჰოპკინსის“ უნივერსიტეტის მეცნიერები ამ სიახლეს აღწერენ, როგორც "საოცრად ამაღელვებელს“.
მოამზადა ანა სიბოშვილმა