მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება" - სანდრო რაქვიაშვილი
"აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება" - სანდრო რაქვიაშვილი

"აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­თა­მა­შე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კრი­მი­ნა­ლი გახ­დე­ბა - კა­ნონს უფრო მეტი მსხვერ­პლი მოჰ­ყვე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­თა­მა­შე­ე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რად ითა­მა­შე­ბენ, სა­დაც მათი უფ­ლე­ბე­ბი და­უც­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

"ეს კა­ნო­ნი გა­მარ­თლე­ბუ­ლია იმით, რომ ადა­მი­ა­ნებს ვი­თომ შე­უ­ზღუ­დავს წვდო­მას ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ზე, რაც ტყუ­ი­ლია. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ის, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­თა­მა­შე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ისი­ნი ნაკ­ლებს კი არ ითა­მა­შე­ბენ, ითა­მა­შე­ბენ არა­ლე­გა­ლუ­რად, მათი უფ­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ამ ბიზ­ნეს­შია და­საქ­მე­ბუ­ლი ლე­გა­ლუ­რად, და­კარ­გა­ვენ სამ­სა­ხურს. ეს იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი შე­დე­გი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამ კა­ნონს უფრო მეტი მსხვერ­პლი მოჰ­ყვე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის შან­სიც და­ი­კარ­გე­ბა, როცა ეს სფე­რო იქ­ნე­ბა ფა­რუ­ლი და არა­ლე­გა­ლუ­რი. არ ვიცი რას უკავ­შირ­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აქ ყოფ­ნა, ეჭვი მაქვს ისი­ნი უჭე­რენ მხარს ამ კა­ნონპ­რო­ექტს, მაგ­რამ თუ ისი­ნი და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს მეტ მსხვერ­პლს გა­მო­იწ­ვევს, შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლონ პო­ზი­ცია და თუ ეკ­ლე­სია შეც­ვლის პო­ზი­ცი­ას, შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა რე­ა­ლო­ბა დად­გეს,"- გა­ნა­ცხა­და რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს იხი­ლავს, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
0

ზოგადად, კრიმინალია ყველაფერი, რაც კანონით აკრძალულია. რადგან აიკრძალა, ე.ი. ეგრეა საჭირო. კანონი მოთამაშის და თამაშის ორგანიზატორის მიმართ რა სიქნება, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. შესაძლოა, სასჯელი მხოლოდ ორგანიზატორზე გავრცელდეს და მოთამაშე საერთოდ არ დაისაჯოს, ან ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდეს. მსგავსი პრაქტიკაა პროსტიტუციაში. სისხლის სამართლის დამნაშავე მხოლოდ ორგანიზატორია. 

ტიტე
1

ვაკვირდები და როგორ ერთნაირები არიან ერთდაიმავე პარტიაში: ნაცებში სექტქტანტები და მიშაზე მლოცველები, ოცნებაში პლასტელინები და მეხოტბეები, "გირჩში"კი ყველა ერთნაირი გარეკილია და ერთნაირად უბერავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება" - სანდრო რაქვიაშვილი

"აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება" - სანდრო რაქვიაშვილი

"აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება - კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეები არალეგალურად ითამაშებენ, სადაც მათი უფლებები დაუცველი იქნება.

"ეს კანონი გამართლებულია იმით, რომ ადამიანებს ვითომ შეუზღუდავს წვდომას ონლაინ თამაშებზე, რაც ტყუილია. ეს შეუძლებელია. მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალები გახდებიან. ისინი ნაკლებს კი არ ითამაშებენ, ითამაშებენ არალეგალურად, მათი უფლებები ნაკლებად იქნება დაცული, ხოლო ადამიანები ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული ლეგალურად, დაკარგავენ სამსახურს. ეს იქნება მთავარი შედეგი. საბოლოო ჯამში ამ კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება. ამ ადამიანების დახმარების შანსიც დაიკარგება, როცა ეს სფერო იქნება ფარული და არალეგალური. არ ვიცი რას უკავშირდება საპატრიარქოს წარმომადგენლების აქ ყოფნა, ეჭვი მაქვს ისინი უჭერენ მხარს ამ კანონპროექტს, მაგრამ თუ ისინი დაინახავენ, რომ საბოლოო ჯამში ეს მეტ მსხვერპლს გამოიწვევს, შეიძლება შეცვალონ პოზიცია და თუ ეკლესია შეცვლის პოზიციას, შეიძლება სულ სხვა რეალობა დადგეს,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.