მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მას და მას­თან ერ­თად კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბულ პირს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა სოფო გოგ­ლი­ჩი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი მამა ფაქტს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე და­კა­ვე­ბულს, ად­ვო­კა­ტი დე­ტა­ლებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რობს, მაგ­რამ გან­მარ­ტავს, რომ ის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი არ არის. ამას­თან, ჰქონ­დათ თუ არა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლებს, ად­ვო­კა­ტის თქმით, ეს საქ­მე­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ იკ­ვე­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს, ისი­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ბრა­ლი ასე­თია - მა­მას და ამ ადა­მი­ან­საც ბავ­შვებ­თან ჰქონ­დათ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი. მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ ისი­ნი მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, მა­ნამ­დე კი სო­ფელ­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ, ბე­ბია და ბა­ბუა ზრდიდ­ნენ ბავ­შვებს. მა­მას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად ახ­ლა­ხან წა­მო­ვიდ­ნენ. დედა სად ცხოვ­რობს, არ ვიცი.

ბრალ­დე­ბუ­ლი ფაქტს არ აღი­ა­რებს, დე­ტა­ლებ­ზე კი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. ორი­ვე ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და“, - გა­ნა­ცხა­და სოფო გოგ­ლი­ჩი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა და­ა­კა­ვეს. 45 წლამ­დე მა­მა­კა­ცი 15 წლამ­დე ასა­კის შვი­ლე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია 9 და 12 წლის ბავ­შვებ­ზე. მა­მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 137- ე (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა) და 140- ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას და მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ განუცხადა, ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ადვოკატი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ განმარტავს, რომ ის ოჯახის ახლობელი არ არის. ამასთან, ჰქონდათ თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, ეს საქმეში ჯერჯერობით არ იკვეთება.

რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სოციალური დაცვის სამსახურში გადაიყვანეს.

"ბრალი ასეთია - მამას და ამ ადამიანსაც ბავშვებთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი. მშობლები განქორწინებულები არიან, ამიტომ ისინი მამასთან ერთად ცხოვრობდნენ, მანამდე კი სოფელში იზრდებოდნენ, ბებია და ბაბუა ზრდიდნენ ბავშვებს. მამასთან საცხოვრებლად ახლახან წამოვიდნენ. დედა სად ცხოვრობს, არ ვიცი.

ბრალდებული ფაქტს არ აღიარებს, დეტალებზე კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა“, - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 45 წლამდე მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.