პოლიტიკა
მოზაიკა

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტატო, ილია, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი ბარიერთან - ვინ იყვნენ ქართველი დუელანტები?
ტატო, ილია, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი ბარიერთან - ვინ იყვნენ ქართველი დუელანტები?

დუ­ე­ლი ევ­რო­პუ­ლი ფე­ნო­მე­ნია და რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ღირ­სე­ბის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­ინ­დუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი­დან იღებ­და სა­თა­ვეს.

დუ­ელს (რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში XVI სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და), წინ ერთი ის­ტო­რი­უ­ლი ეპი­ზო­დი უძღო­და: საფ­რან­გე­თის მე­ფემ ფრან­სუა I-მა, საღვთო რო­მის იმ­პე­რი­ის იმ­პე­რა­ტორ კარ­ლოს V-ის უტაქ­ტო­ბა პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად აღიქ­ვა და "კო­ლე­გა" ორ­თაბ­რძო­ლა­ში გა­მო­იწ­ვია. მარ­თა­ლია, გა­მოწ­ვე­ვა უსის­ხლოდ დამ­თავ­რდა, მაგ­რამ ამ პრე­ცე­დენტს ევ­რო­პა­ში დუ­ე­ლის ნამ­დვი­ლი ეპი­დე­მია მოჰ­ყვა. XVI სა­უ­კუ­ნის საფ­რან­გეთ­ში დუ­ე­ლებს მეტი თა­ვად-აზ­ნა­უ­რი შე­ე­წი­რა, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო ომს. აბ­სო­ლუ­ტიზ­მის გან­მტკი­ცე­ბის პე­რი­ოდ­ში, ანრი IV-ის ჟამ­თა­აღ­მწერ­ლებ­მა, მისი მე­ფო­ბის 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (1594-1610) დუ­ე­ლებ­ში და­ღუ­პუ­ლი 8 ათა­სამ­დე კაცი და­ით­ვა­ლეს.

  • დუ­ე­ლი და ქარ­თვე­ლე­ბი

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დუ­ე­ლის მსგავ­სი "ღვთის სამ­სჯავ­რო" XVII სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ ის­ტო­რი­ა­შიც აღი­ნუს­ხა. ამ ეპი­ზოდს თავ­და­პირ­ვე­ლად მწე­რალ­მა თა­მაზ ნატ­როშ­ვილ­მა მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა და თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ეს­სე­ე­ბის ციკლში ("მო­ზა­ი­კა") გა­მო­ა­ცალ­კე­ვა "ქარ­თუ­ლი დუ­ე­ლი": ფარ­სა­დან გორ­გი­ჯა­ნი­ძი­სა და ზა­ქა­რია სარ­კა­ვა­გის (ქა­ნა­ქერ­ცი) ცნო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ აი­ძუ­ლა როს­ტომ მე­ფემ მისი შვი­ლო­ბი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში (გან­ზრახ თუ შემ­თხვე­ვით) ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი - სი­ა­ოშ ბა­რა­თაშ­ვი­ლი და ბა­ინ­დურ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ცხენ­და­ცხენ დასძგე­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს ია­რა­ღით ხელ­ში, რათა სის­ხლით ჩა­მო­ე­რე­ცხათ ცი­ლის­წა­მე­ბა.

ქარ­თუ­ლი დუ­ე­ლის ფე­ნო­მე­ნის წვდო­მას დი­დად აად­ვი­ლებს მწე­რალ როს­ტომ ჩხე­ი­ძის სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი "ქარ­თუ­ლი დუ­ე­ლი­ა­ნა", რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სა­უ­კუ­ნე­ნა­ხევ­რი­ან ის­ტო­რი­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში ამ­ჯე­რად პი­როვ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის პა­ნო­რა­მას შე­ვავ­ლოთ თვა­ლი.

ავ­ტო­რი გვაც­ნობს, ვინ არი­ან ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს "დუ­ე­ლან­ტი" წევ­რე­ბი: ილია ორ­ბე­ლი­ა­ნი - ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი; ნიკო და­დი­ა­ნი - ინ­კოგ­ნი­ტო; ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე - ნიკო ნი­კო­ლა­ძე; ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე - გე­ნე­რა­ლი სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი; ნიკო ნი­კო­ლა­ძე - და­ვით ფურ­ცე­ლა­ძე; და­ვით ერის­თა­ვი - ზა­ქა­რია ატა­მა­ნის შვი­ლი; და­ვით ერის­თა­ვი - ნა­პო­ლე­ონ ამა­ტუ­ნი; მა­მია გუ­რი­ე­ლი - ოფი­ცე­რი ს-კი; და­ვით მი­ქე­ლა­ძე - ალექ­სან­დრე წუ­ლუ­კი­ძე; ილია ხო­ნე­ლი - ნა­პო­ლე­ონ ამა­ტუ­ნი; ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი - თედო ჟორ­და­ნია; ნიკო ნი­კო­ლა­ძე - ბე­ბურ ბე­ბუ­რიშ­ვი­ლი; და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი - პალ­მი; ან­დრია და­დი­ა­ნი - დუზ-ხო­ტი­მირსკი; ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე - აკი­მო­ვი; რაულ გო­გო­ხია - სერ­გეი ესე­ნი­ნი; გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე - სერ­გეი ესე­ნი­ნი; სან­დრო შან­ში­აშ­ვი­ლი - სერ­გეი ესე­ნი­ნი; ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე - აბუ­ლა­ძე; ევ­გე­ნი გე­გეჭ­კო­რი - გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე; შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე - ლატ­ვი­ე­ლი ოფიც­რე­ბი; კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია - იო­სებ მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

დუ­ე­ლის ქარ­თუ­ლი სპე­ცი­ფი­კა, უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა, სწო­რედ "რი­ტუ­ა­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლის" სა­ხე­ო­ბა­თა შერ­ჩე­ვა­ში გამ­ჟღავ­ნდა, სა­გან­გე­ბოდ აღ­სა­ნიშ­ნია, სა­დუ­ე­ლო ვი­თა­რე­ბა­თა ის პი­რო­ბი­თი კლა­სი­ფი­კა­ცია, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის ჩა­მო­ყა­ლიბ­და ევ­რო­პა­ში ("ქარ­თუ­ლი დუ­ე­ლი­ა­ნის" ქრო­ნო­ლო­გი­აც ძი­რი­თა­დად ხომ სწო­რედ ამ პე­რი­ო­დით იფარ­გლე­ბა): კლა­სი­კუ­რი დუ­ე­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ი­ნერ­გა სტუ­დენ­ტუ­რი დუ­ე­ლი (ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნი­ა­ში) და "ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი დუ­ე­ლი" (ეს უკვე წმინ­და ფრან­გუ­ლი ჟან­რი გახ­ლდათ). ამ ორი­ვე სა­ხე­ო­ბას შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ ღირ­სე­ბის დუ­ე­ლი, რად­გან, რო­გორც წესი, ამ­გვა­რი დუ­ე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რში­ვე არ გუ­ლის­ხმობ­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მოკ­ვდი­ნე­ბას და უკვე თა­ვად ფაქ­ტი მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა (შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად) აღად­გენ­და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი მხა­რის რე­პუ­ტა­ცი­ას.

XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტუ­რი დუ­ე­ლი უბ­რა­ლოდ ვერ შედ­გე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში სტუ­დენ­ტთა არარ­სე­ბო­ბის გამო; რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტურ დუ­ელს, როს­ტომ ჩხე­ი­ძის სა­დუ­ე­ლო ნუს­ხი­დან - ილი­ა­სა და ნიკო ნი­კო­ლა­ძის, ნიკო ნი­კო­ლა­ძი­სა და და­ვით ფურ­ცე­ლა­ძის, და­ვით ერის­თა­ვი­სა და ნა­პო­ლე­ონ ამა­ტუ­ნის, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და თედო ჟორ­და­ნი­ას, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი­სა და პალ­მის კონ­ფლიქ­ტი ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი დუ­ე­ლის კა­ტე­გო­რი­ას მი­ვა­კუთ­ვნოთ.

როს­ტომ ჩხე­ი­ძის წიგ­ნი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ღირ­სე­ბის დუ­ელ­ზე შე­ა­ჩე­რეს და თა­ვი­ანთ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას არ გა­და­ა­ყო­ლეს არც სხვა­თა და არც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე.ერთი გა­რე­მო­ე­ბაც არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს: "დუ­ე­ლი­ა­ნის" ნუს­ხა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი გა­მოწ­ვე­ვა­თა მი­ზე­ზე­ბი ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ ჩა­ით­ვლე­ბო­და ისეთ შე­უ­რა­ცხყო­ფად, მა­ინ­ცდა­მა­ინც სის­ხლით სა­ზღა­ურს რომ მო­ი­თხოვს.

აქვე გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი დუ­ე­ლის ის­ტო­რი­ას

  • ბიძა-დის­წუ­ლის დუ­ე­ლი

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ჩვე­ნი გე­ნი­ო­სი ტატო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ტად ენაკ­ვი­მა­ტი გახ­ლდათ, მისი გა­მას­ხა­რა­ვე­ბის "მსხვერ­პლი“ ბევ­რი გახ­და თურ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი შავ დღე­ში თა­ვი­სი­ვე კბი­ლა ბი­ძას - ილი­ას აგ­დებ­და. ერთხე­ლაც ილია ტა­ტოს საქ­ცი­ელ­მა ისე გა­და­რია, რომ ადგა და ბიძა დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია. ტა­ტომ კი, სე­კუნ­დან­ტებ­თან ერ­თად, გა­და­წყვი­ტა კვლა­ვაც ეხუმ­რა და დამ­ბა­ჩე­ბი ტყვი­ის გა­რე­შე მო­ამ­ზა­დე­ბი­ნა.

ილია ორ­ბე­ლი­ა­ნი

რო­დე­საც ილი­ამ გა­ის­რო­ლა, ტატო მო­წყევ­ტით და­ე­ცა მი­წა­ზე, რა­მაც ილია ლა­მის შეშ­ლა გაც­ნო­ბი­ე­რა რა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და დის­წუ­ლი მო­ეკ­ლა. მი­ვარ­და ოინ­ბაზ ტა­ტოს და სინ­ჯვა და­უ­წყო, იმან კი კის­კი­სით და­ი­ძა­ხა თურ­მე: - ჯი­ბი­დან ქიშ­მი­ში არ ამო­მა­ცა­ლოო.

  • ილია და ნიკო ნი­კო­ლა­ძე ბა­რი­ერ­თან

დღემ­დე მოღ­წე­უ­ლი ცნო­ბე­ბით, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე კარ­გად ის­რო­და თურ­მე და სულ ცოტა 7-8 დუ­ე­ლი ჰქო­ნია, ხან მწერ­ლო­ბის მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი და ხა­ნაც სა­ბან­კო მოღ­ვა­წე­ო­ბის გამო. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია დუ­ე­ლი მასა და ნიკო ნი­კო­ლა­ძეს შო­რის, რო­მე­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი ნი­კო­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ილია ყო­ფი­ლა. როს­ტომ ჩხე­ი­ძეს თა­ვის წიგნ­ში ნახ­სე­ნე­ბი აქვს ივა­ნე მა­ჩაბ­ლის თა­ვის ძმის­თვის - ვა­სილ მა­ჩა­ბე­ლის­თვის პე­ტერ­ბურ­გში გაგ­ზავ­ნი­ლი ბა­რა­თი, რო­მელ­შიც წერს: - "ნი­კო­ლა­ძემ ჭავ­ჭა­ვა­ძეს ცო­ტა­ო­დე­ნი გა­დაჰ­კრა "ობ­ზორ­ში“, რა­ტომ ხმას არ იღებს ჩემს ლა­პა­რაკ­ზე­დაო. ჭავ­ჭა­ვა­ძე გა­ცხა­რე­ბუ­ლი­ყო და ეს დიდი შეც­დო­მა მოს­ვლო­და: ნი­კო­ლა­ძე დუ­ელ­ში გა­მო­ე­თხო­ვა“.

ილია და ნიკო ნი­კო­ლა­ძე

ეს ამ­ბა­ვი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ნიკო ნი­კო­ლა­ძე რუ­სულ გა­ზეთ "ობ­ზორს“ გა­მოს­ცემ­და და სე­კუნ­დან­ტად ამ გა­ზე­თის თა­ნამ­შრო­მე­ლი, პო­ე­ტი სიმ­ბორსკი აირ­ჩია თურ­მე, რო­მელ­საც მე­მუ­ა­რის­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, როს­ტომ ჩხე­ი­ძე ნი­ჭი­ერ და პა­ტი­ო­სან კა­ცად მო­იხ­სე­ნი­ებს და, ამას­თა­ნა­ვე, თავ­გა­მო­დე­ბულ მცდე­ლად, რათა ეს საქ­მე შე­რი­გე­ბით გა­თა­ვე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ ვე­რას გახ­და თურ­მე და ეს ორი დიდი პი­როვ­ნე­ბა მა­ინც დად­გა ბა­რი­ერ­თან, მაგ­რამ ვიდ­რე გას­რო­ლის ნი­შანს მის­ცემ­დნენ, სიმ­ბორსკის გული ამო­უჯ­და და აქ­ვი­თინ­და კი­დეც. "აშ­კა­რაა, და­სა­ღუ­პად არ­ცერ­თი არ ემე­ტე­ბო­და - არც ის, ვი­საც სე­კუნ­დან­ტობ­და, და არც ის, ვინც ამ­ჯე­რად იქით მხა­რეს იდგა, არა­და, საქ­ვეყ­ნო ჭა­პანს ამ­დე­ნი ხა­ნია ერ­თად ეზი­დე­ბოდ­ნენ და სწო­რედ ნიკო ნი­კო­ლა­ძის თავ­გა­მო­დე­ბის გამო მოხ­დე­ბო­და, ილია სა­მუ­და­მოდ რომ არ გა­ნუდ­გე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბის და მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თლედ არ ჩა­ი­კარ­გე­ბო­და დუ­შეთ­ში“, - წერს როს­ტომ ჩხე­ი­ძე. რო­გორც ჩანს, სეკ­ნუ­დან­ტის ქცე­ვამ იმოქ­მე­და დუ­ე­ლი­ან­ტებ­ზე, თა­ნაც ალ­ბათ მიხ­ვდნენ სა­კუ­თა­რი ქცე­ვის აბ­სურ­დუ­ლო­ბას და ჩახ­მა­ხის გა­მოკ­ვარმ­დე აღარ მი­ვი­და საქ­მე.

  • ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და თედო ჟორ­და­ნი­ას ჩაშ­ლი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს და თედო ჟორ­და­ნი­ას (ის­ტო­რი­კო­სი, პე­და­გო­გი, ფი­ლო­ლო­გი) ისე­თი ხში­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი ჰქო­ნი­ათ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ, რომ საქ­მე დუ­ე­ლამ­დე მი­დი­ო­და. ასეც მოხ­და - თა­ყა­იშ­ვილ­მა გა­მო­იწ­ვია ჟორ­და­ნია მას მერე, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა გა­ნა­ცხა­და თურ­მე, - "მა­ტი­ა­ნე ქარ­თლი­სა“ მე გად­მოვ­წე­რე და ილი­ას და­ვუ­ტო­ვე, რო­გორც ჩანს, მერე ილი­ამ ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს აჩ­ვე­ნა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სა­ხე­ლით გა­მო­აქ­ვეყ­ნაო...

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი და თედო ჟორ­და­ნია

ვინ იცის რო­გორ დას­რულ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, საქ­მე­ში თა­ვად ილია რომ არ ჩა­რე­უ­ლი­ყო, რო­მელ­მაც ექ­ვთი­მეს შე­უთ­ვა­ლა, მი­ნა­ხუ­ლეო და სთხო­ვა: მშვი­დო­ბით გა­ა­თა­ვეთ საქ­მე, სულ ორი კაცი მუ­შა­ობს ჩვენს ის­ტო­რი­ა­ზე და ახლა თქვე­ნი დუ­ე­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო?! სა­ბო­ლო­ოდ ჟორ­და­ნი­ამ ილი­ას და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, მო­ი­ბო­დი­შა და დუ­ე­ლიც ჩა­ი­შა­ლა.

  • და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი და არ­შემ­დგა­რი დუ­ე­ლი

მწე­რა­ლი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი მე­ფის რუ­სე­თის არ­მი­ის ოფი­ცე­რი გახ­ლდათ და ერთხანს ბა­თუმ­ში მსა­ხუ­რობ­და. ეს ამ­ბა­ვი, რა­ზეც მწე­რა­ლი მო­გო­ნე­ბებ­ში მოგ­ვი­თხრობს, 1896 წელს მოხ­და. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ამ მო­გო­ნე­ბი­დან: "გარ­და­იც­ვა­ლა ყვე­ლას­გან დი­დად პა­ტივ­ცე­მუ­ლი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­ზი. ზამ­თა­რი იყო სას­ტი­კი, გარ­და­მე­ტე­ბუ­ლი თოვ­ლი­ა­ნი ისე, რომ ყო­ვე­ლი­ვე მის­ვლა-მოს­ვლა შე­იკ­რა და მო­ის­პო. თვე­ზედ მეტი ეს­ვე­ნა ქუ­თა­ი­სის სო­ბო­რო­ში, რად­გან გე­ლათ­ში მისი წას­ვე­ნე­ბა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და სოფ­ლე­ბი­და­ნაც ხალ­ხი ითხოვ­და, რომ გას­ვე­ნე­ბა გა­და­ე­დოთ იმ დრომ­დე, სა­ნამ გზე­ბი არ გა­იხ­სნე­ბო­და და ხალ­ხს მი­ე­ცე­მო­და სა­შუ­ა­ლე­ბა დას­წრე­ბო­და საყ­ვა­რელ მო­ძღვრის გას­ვე­ნე­ბას. თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გას­ვე­ნე­ბა გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში. გას­ვე­ნე­ბა­ზედ და­სას­წრე­ბად ყო­ვე­ლი მხრი­დან აუ­ა­რე­ბე­ლი ხალ­ხი მო­ე­მარ­თე­ბო­და ქუ­თა­ი­სის­კენ რკი­ნიგ­ზი­თაც და სა­სოფ­ლო გზე­ბი­თაც. გე­ლა­თის სად­გურ­თან სოფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ზღვა ხალ­ხი სო­ფელ-სო­ფელ ჯა­რე­ბი­ვით იდგა მინ­დორ­ში, სად­გურ­ზედ სა­გან­გე­ბო მა­ტა­რებ­ლე­ბი ერთი მე­ო­რე­ზედ მო­დი­ო­და ხალ­ხით გავ­სი­ლი. პირ­ველ­მა მა­ტა­რე­ბელ­მა მო­ას­ვე­ნა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. თბი­ლი­სი­დან წინა დი­ლით ჩა­მო­ვიდ­ნენ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, ვანო მა­ჩა­ბე­ლი, აკა­კი წე­რე­თე­ლი და მრა­ვა­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე. მწირ­ვე­ლი იყო თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ეგ­ზარ­ქო­სი ვლა­დი­მე­რი...

და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი

გა­თახ­სი­რე­ბულ­მა, ჭუ­ჭყი­ან­მა გა­ზეთ­მა "ჩერ­ნო­მორსკი ვეს­ტნიკ­მა" ვერც ახლა შეს­ძლო და­ე­მა­ლა თა­ვი­სი გა­თახ­სი­რე­ბუ­ლო­ბა და ყოვ­ლად უგ­ვა­ნო, ყოვ­ლად შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი წე­რი­ლი მო­ა­თავ­სა თა­ვის ფურ­ცელ­ზედ ამ გას­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ...

ბა­ტა­ლი­ო­ნის კან­ცე­ლა­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, ეს რომ წა­ვი­კი­თხე. ძლივს გა­ვა­თა­ვე წა­კი­თხვა, მივ­ვარ­დი გა­დამ­წერ­თა ოთახ­ში ტე­ლე­ფონს". მოკ­ლედ, და­ვით­მა რე­დაქ­ტო­რი პალ­მი დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც გა­ირ­კვა პლა­მი ისე შე­შინ­და და­ა­ბე­ზღა კი­დეც კლდი­აშ­ვი­ლი. ვი­ნა­ი­დან, დუ­ე­ლე­ბი კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი იყო, მწერ­ლის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვათ. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­და, რომ გე­ნე­რალ­მა და­ი­ბა­რა კლდი­აშ­ვი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი წვრი­ლად გა­მო­კი­თხა და აღუთ­ქვა, რომ პლა­მი მო­ი­ბო­დი­შებ­და ოღონდ კი მწე­რალს დუ­ელ­ზე უარი ერთქვა. "მე­ო­რე დღეს საკ­რე­ბუ­ლოს ზა­ლა­ში თავ­შეყ­რი­ლი აფიც­რე­ბის წი­ნა­შე პალმმა ჩემ­თან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და აღ­მით­ქვა, რომ გა­ზეთ­ში და­ნი­შულ ად­გი­ლას მო­ა­თავ­სებ­და სა­ბო­დი­შო წე­რილს“, - წერს კლდი­აშ­ვი­ლი.

  • სერ­გეი ესე­ნი­ნი და რაულ გო­გო­ხია

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს ესე­ნინ­მა პო­ე­ტი რაულ გო­გო­ხია გა­იც­ნო, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლა­და ლექ­სე­ბის თარ­გმნას შეჰ­პირ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტი­ცი­ანს ჰკი­თხა მის შე­სა­ხებ. "ტი­ცი­ან­მა უთხრა, რაულ გო­გო­ხია პო­ე­ტი სა­ერ­თოდ არ არის, სპე­კუ­ლი­ან­ტი­აო“, - ამ­ბობს როს­ტომ ჩხე­ი­ძე.

სერ­გეი ესე­ნი­ნი

სა­ბო­ლო­ოდ, ესე­ნინ­მა გო­გო­ხია დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია. მაგ­რამ გო­გო­ხი­ას სე­კუნ­დან­ტმა რომ უთხრა, ეგ ისე ის­ვრის, გაფ­რე­ნილ ჩიტს კლავ­სო, შეშ­ფოთ­და (არა­და, გო­გო­ხი­ამ სრო­ლა თურ­მე სულ არც იცო­და) და მე­ზო­ბელ ჩე­კის­ტთან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შე­ვი­და.

საქ­მე იმით დას­რულ­და, რომ ჩე­კის­ტი გო­გო­ხი­ას სე­კუნ­დან­ტე­ბის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად გა­ვარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, დუ­ე­ლიც არ შედ­გა.

  • ნი­კო­ლოზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ოფი­ცე­რი აკი­მო­ვი

1908 წელს იდგა, თბი­ლი­სის რო­მე­ლი­ღაც კლუბ­ში, ოფი­ცერ აკი­მოვს სა­სა­ცი­ლოდ აუგ­დია ქარ­თვე­ლე­ბი და მას­თან მო­სა­უბ­რე ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მელ­საც ეს ვერ მო­უთ­მე­ნია და სილა გა­უწ­ნავს. ოფი­ცერ­თა და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, თუ აკი­მო­ვი სა­მა­გი­ე­როს არ გა­და­უხ­დი­და, ან თავი უნდა მო­ეკ­ლა, ან სა­მუ­და­მოდ უნდა გა­და­კარ­გუ­ლი­ყო. ცხა­დია, მან ქარ­თვე­ლი პრო­ზა­ი­კო­სი დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია. რო­დე­საც უნდა ეს­რო­ლათ, სე­კუნ­დან­ტებ­მა ნიკო გა­აფრ­თხი­ლეს, გვერ­დუ­ლად დამ­დგა­რი­ყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და, ოფი­ცე­რი ია­რაღს კარ­გად ხმა­რობ­და, ნი­კომ მე­ტო­ქეს მა­ინც მკერ­დი მი­უშ­ვი­რა. ამ ჟეს­ტმა აკი­მოვ­ზე ისე იმოქ­მე­და, რომ გან­ზრახ აა­ცი­ლა. ამის შემ­დეგ ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ სა­ერ­თოდ ჰა­ერ­ში ის­რო­ლა.

ნი­კო­ლოზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

"ბო­დიშს ვიხ­დი, თქვენ სხვა ხალ­ხი ყო­ფილ­ხარ­თო, თქვა აკი­მოვ­მა და სა­პა­სუ­ხოდ თა­ვა­დაც ჰა­ერ­ში და­ცა­ლა ია­რა­ღი “, - ამ­ბობს როს­ტომ ჩხე­ი­ძე.

მწე­რალ ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის ეს მე­ო­რე დუ­ე­ლი იყო, პირ­ვე­ლი კი დუ­ე­ლი ავ­სტრი­ა­ში შედ­გა. მე­გობ­რებ­მა ნიკო მთე­ლი ღამე ამე­ცა­დი­ნეს და რამ­დე­ნი­მე ილე­თი ას­წავ­ლეს. მოხ­და სას­წა­უ­ლი - მსუ­ბუ­ქად დაჭ­რა მე­ტო­ქე, რო­მე­ლაც დუ­ე­ლის შემ­დეგ და­უ­მე­გობ­რდა თურ­მე.

  • კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია და იო­სებ მჭედ­ლიშ­ვი­ლი

მწე­რა­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია 1926 წ. და­ი­ჭი­რეს “შპი­ო­ნა­ჟის” ბრალ­დე­ბით, ჯერ მოს­კო­ვის ლუ­ბი­ან­კის და ბუ­ტირ­კის, მერე კემ­ში­სა და ლე­ნინ­გრა­დის ცი­ხე­ებ­ში იჯდა, ბო­ლოს - სო­ლოვ­კის არ­ქი­პე­ლა­გის "კონცლა­გერ­ში" გა­და­ი­ყავ­ნეს, სა­ი­და­ნაც 1927 წელს, ავად­მყო­ფო­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ აქ შედ­გა მისი დუ­ე­ლი, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის პოლ­კოვ­ნიკ სე­როვს თურ­მე ხმლით შე­ებ­რძო­ლა.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია და იო­სებ მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ასე­ვე ცნო­ბი­ლია მისი დუ­ე­ლი იო­სებ მჭედ­ლიშ­ვილ­თან მას მერე, რაც მან მწერ­ლის ენა და­ი­წუ­ნა და და­უ­სა­ბუ­თებ­ლად გა­კენ­წლა. მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს ორი­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მი­ვი­და მწე­რალ­თა სახ­ლში თურ­მე, თუმ­ცა საქ­მე სრო­ლამ­დე არ მი­სუ­ლა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტორო
0

გამსახურდიას გერმანიაში სტუდენტობის დროსაც ჰქონდა დუელი, ასევე სტუდენტთან-ბარონ კურტ ფონ იქსიკიულთან. ინიციატორი გერმანელი სტუდენტები იყვნენ, რომელთაც თვალში არ მოუვიდათ ახირებული გარეგნობის უცხოელი. როგორც გერმანული არისტოკრატიული წესი მოითხოვდა, დაშნებით შეებრძოლნენ ერთმანეთს და ორივე დაიჭრა, რის შედეგადაც დუელი შეწყდა. 

პრე ო კლერ
0

ძალიან ატუალურია.))))) ნამდვილი ჰედლაინია, თან უკვე მე-2 დღეა ))))))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან
ავტორი:

ტატო, ილია, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი ბარიერთან - ვინ იყვნენ ქართველი დუელანტები?

ტატო, ილია, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი ბარიერთან - ვინ იყვნენ ქართველი დუელანტები?

დუელი ევროპული ფენომენია და როგორც პიროვნების ღირსების დაცვის საშუალება, რაინდული ორთაბრძოლებიდან იღებდა სათავეს.

დუელს (რომელიც ევროპაში XVI საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა), წინ ერთი ისტორიული ეპიზოდი უძღოდა: საფრანგეთის მეფემ ფრანსუა I-მა, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ კარლოს V-ის უტაქტობა პირად შეურაცხყოფად აღიქვა და "კოლეგა" ორთაბრძოლაში გამოიწვია. მართალია, გამოწვევა უსისხლოდ დამთავრდა, მაგრამ ამ პრეცედენტს ევროპაში დუელის ნამდვილი ეპიდემია მოჰყვა. XVI საუკუნის საფრანგეთში დუელებს მეტი თავად-აზნაური შეეწირა, ვიდრე რამდენიმეწლიან სამოქალაქო ომს. აბსოლუტიზმის განმტკიცების პერიოდში, ანრი IV-ის ჟამთააღმწერლებმა, მისი მეფობის 16 წლის განმავლობაში (1594-1610) დუელებში დაღუპული 8 ათასამდე კაცი დაითვალეს.

  • დუელი და ქართველები

საინტერესოა, რომ დუელის მსგავსი "ღვთის სამსჯავრო" XVII საუკუნის ქართულ ისტორიაშიც აღინუსხა. ამ ეპიზოდს თავდაპირველად მწერალმა თამაზ ნატროშვილმა მიაქცია ყურადღება და თავისი ისტორიული ესსეების ციკლში ("მოზაიკა") გამოაცალკევა "ქართული დუელი": ფარსადან გორგიჯანიძისა და ზაქარია სარკავაგის (ქანაქერცი) ცნობებიდან გამომდინარე, იგი მოგვითხრობს, როგორ აიძულა როსტომ მეფემ მისი შვილობილის მკვლელობაში (განზრახ თუ შემთხვევით) ეჭვმიტანილნი - სიაოშ ბარათაშვილი და ბაინდურ თუმანიშვილი, ცხენდაცხენ დასძგერებოდნენ ერთმანეთს იარაღით ხელში, რათა სისხლით ჩამოერეცხათ ცილისწამება.

ქართული დუელის ფენომენის წვდომას დიდად აადვილებს მწერალ როსტომ ჩხეიძის საინტერესო წიგნი "ქართული დუელიანა", რომელიც საშუალებას გვაძლევს, საუკუნენახევრიან ისტორიულ მონაკვეთში ამჯერად პიროვნული კონფლიქტების პანორამას შევავლოთ თვალი.

ავტორი გვაცნობს, ვინ არიან ქართველი საზოგადოების ეს "დუელანტი" წევრები: ილია ორბელიანი - ნიკოლოზ ბარათაშვილი; ნიკო დადიანი - ინკოგნიტო; ილია ჭავჭავაძე - ნიკო ნიკოლაძე; ილია ჭავჭავაძე - გენერალი სუმბათაშვილი; ნიკო ნიკოლაძე - დავით ფურცელაძე; დავით ერისთავი - ზაქარია ატამანის შვილი; დავით ერისთავი - ნაპოლეონ ამატუნი; მამია გურიელი - ოფიცერი ს-კი; დავით მიქელაძე - ალექსანდრე წულუკიძე; ილია ხონელი - ნაპოლეონ ამატუნი; ექვთიმე თაყაიშვილი - თედო ჟორდანია; ნიკო ნიკოლაძე - ბებურ ბებურიშვილი; დავით კლდიაშვილი - პალმი; ანდრია დადიანი - დუზ-ხოტიმირსკი; ნიკო ლორთქიფანიძე - აკიმოვი; რაულ გოგოხია - სერგეი ესენინი; გიორგი ლეონიძე - სერგეი ესენინი; სანდრო შანშიაშვილი - სერგეი ესენინი; ტიციან ტაბიძე - აბულაძე; ევგენი გეგეჭკორი - გიორგი კვინიტაძე; შალვა მაღლაკელიძე - ლატვიელი ოფიცრები; კონსტანტინე გამსახურდია - იოსებ მჭედლიშვილი.

დუელის ქართული სპეციფიკა, უპირველესყოვლისა, სწორედ "რიტუალური ორთაბრძოლის" სახეობათა შერჩევაში გამჟღავნდა, საგანგებოდ აღსანიშნია, სადუელო ვითარებათა ის პირობითი კლასიფიკაცია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის ჩამოყალიბდა ევროპაში ("ქართული დუელიანის" ქრონოლოგიაც ძირითადად ხომ სწორედ ამ პერიოდით იფარგლება): კლასიკური დუელის პარალელურად, დაინერგა სტუდენტური დუელი (ძირითადად გერმანიაში) და "ჟურნალისტური დუელი" (ეს უკვე წმინდა ფრანგული ჟანრი გახლდათ). ამ ორივე სახეობას შეგვიძლია ვუწოდოთ ღირსების დუელი, რადგან, როგორც წესი, ამგვარი დუელი ჩანაფიქრშივე არ გულისხმობდა მოწინააღმდეგის მოკვდინებას და უკვე თავად ფაქტი მასში მონაწილეობისა (შედეგის მიუხედავად) აღადგენდა შეურაცხყოფილი მხარის რეპუტაციას.

XIX საუკუნის საქართველოში სტუდენტური დუელი უბრალოდ ვერ შედგებოდა ქვეყანაში სტუდენტთა არარსებობის გამო; რაც შეეხება ჟურნალისტურ დუელს, როსტომ ჩხეიძის სადუელო ნუსხიდან - ილიასა და ნიკო ნიკოლაძის, ნიკო ნიკოლაძისა და დავით ფურცელაძის, დავით ერისთავისა და ნაპოლეონ ამატუნის, ექვთიმე თაყაიშვილისა და თედო ჟორდანიას, დავით კლდიაშვილისა და პალმის კონფლიქტი ნამდვილად შეიძლება ჟურნალისტური დუელის კატეგორიას მივაკუთვნოთ.

როსტომ ჩხეიძის წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ საუკუნე-ნახევრის წინ ჩვენმა წინაპრებმა არჩევანი სწორედ ღირსების დუელზე შეაჩერეს და თავიანთ თავმოყვარეობას არ გადააყოლეს არც სხვათა და არც საკუთარი სიცოცხლე.ერთი გარემოებაც არ უნდა გამოგვრჩეს: "დუელიანის" ნუსხაში ჩამოთვლილი გამოწვევათა მიზეზები ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში არ ჩაითვლებოდა ისეთ შეურაცხყოფად, მაინცდამაინც სისხლით საზღაურს რომ მოითხოვს.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი დუელის ისტორიას

  • ბიძა-დისწულის დუელი

ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჩვენი გენიოსი ტატო, მოგეხსენებათ, მეტად ენაკვიმატი გახლდათ, მისი გამასხარავების "მსხვერპლი“ ბევრი გახდა თურმე, განსაკუთრებით კი შავ დღეში თავისივე კბილა ბიძას - ილიას აგდებდა. ერთხელაც ილია ტატოს საქციელმა ისე გადარია, რომ ადგა და ბიძა დუელში გამოიწვია. ტატომ კი, სეკუნდანტებთან ერთად, გადაწყვიტა კვლავაც ეხუმრა და დამბაჩები ტყვიის გარეშე მოამზადებინა.

ილია ორბელიანი

როდესაც ილიამ გაისროლა, ტატო მოწყევტით დაეცა მიწაზე, რამაც ილია ლამის შეშლა გაცნობიერა რა, რომ შეიძლებოდა დისწული მოეკლა. მივარდა ოინბაზ ტატოს და სინჯვა დაუწყო, იმან კი კისკისით დაიძახა თურმე: - ჯიბიდან ქიშმიში არ ამომაცალოო.

  • ილია და ნიკო ნიკოლაძე ბარიერთან

დღემდე მოღწეული ცნობებით, ილია ჭავჭავაძე კარგად ისროდა თურმე და სულ ცოტა 7-8 დუელი ჰქონია, ხან მწერლობის მიზეზით გამოწვეული და ხანაც საბანკო მოღვაწეობის გამო. მათგან ყველაზე ცნობილია დუელი მასა და ნიკო ნიკოლაძეს შორის, რომელის ინიციატორი ნიკოზე გაბრაზებული ილია ყოფილა. როსტომ ჩხეიძეს თავის წიგნში ნახსენები აქვს ივანე მაჩაბლის თავის ძმისთვის - ვასილ მაჩაბელისთვის პეტერბურგში გაგზავნილი ბარათი, რომელშიც წერს: - "ნიკოლაძემ ჭავჭავაძეს ცოტაოდენი გადაჰკრა "ობზორში“, რატომ ხმას არ იღებს ჩემს ლაპარაკზედაო. ჭავჭავაძე გაცხარებულიყო და ეს დიდი შეცდომა მოსვლოდა: ნიკოლაძე დუელში გამოეთხოვა“.

ილია და ნიკო ნიკოლაძე

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც ნიკო ნიკოლაძე რუსულ გაზეთ "ობზორს“ გამოსცემდა და სეკუნდანტად ამ გაზეთის თანამშრომელი, პოეტი სიმბორსკი აირჩია თურმე, რომელსაც მემუარისტებზე დაყრდნობით, როსტომ ჩხეიძე ნიჭიერ და პატიოსან კაცად მოიხსენიებს და, ამასთანავე, თავგამოდებულ მცდელად, რათა ეს საქმე შერიგებით გათავებულიყო. მაგრამ ვერას გახდა თურმე და ეს ორი დიდი პიროვნება მაინც დადგა ბარიერთან, მაგრამ ვიდრე გასროლის ნიშანს მისცემდნენ, სიმბორსკის გული ამოუჯდა და აქვითინდა კიდეც. "აშკარაა, დასაღუპად არცერთი არ ემეტებოდა - არც ის, ვისაც სეკუნდანტობდა, და არც ის, ვინც ამჯერად იქით მხარეს იდგა, არადა, საქვეყნო ჭაპანს ამდენი ხანია ერთად ეზიდებოდნენ და სწორედ ნიკო ნიკოლაძის თავგამოდების გამო მოხდებოდა, ილია სამუდამოდ რომ არ განუდგებოდა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის და მომრიგებელ მოსამართლედ არ ჩაიკარგებოდა დუშეთში“, - წერს როსტომ ჩხეიძე. როგორც ჩანს, სეკნუდანტის ქცევამ იმოქმედა დუელიანტებზე, თანაც ალბათ მიხვდნენ საკუთარი ქცევის აბსურდულობას და ჩახმახის გამოკვარმდე აღარ მივიდა საქმე.

  • ექვთიმე თაყაიშვილისა და თედო ჟორდანიას ჩაშლილი დაპირისპირება

ექვთიმე თაყაიშვილს და თედო ჟორდანიას (ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი) ისეთი ხშირი კონფლიქტები ჰქონიათ, გარშემო მყოფები ხვდებოდნენ, რომ საქმე დუელამდე მიდიოდა. ასეც მოხდა - თაყაიშვილმა გამოიწვია ჟორდანია მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა თურმე, - "მატიანე ქართლისა“ მე გადმოვწერე და ილიას დავუტოვე, როგორც ჩანს, მერე ილიამ ექვთიმე თაყაიშვილს აჩვენა, რომელმაც თავისი სახელით გამოაქვეყნაო...

ექვთიმე თაყაიშვილი და თედო ჟორდანია

ვინ იცის როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი, საქმეში თავად ილია რომ არ ჩარეულიყო, რომელმაც ექვთიმეს შეუთვალა, მინახულეო და სთხოვა: მშვიდობით გაათავეთ საქმე, სულ ორი კაცი მუშაობს ჩვენს ისტორიაზე და ახლა თქვენი დუელი როგორ შეიძლებაო?! საბოლოოდ ჟორდანიამ ილიას დაჟინებული თხოვნით, მოიბოდიშა და დუელიც ჩაიშალა.

  • დავით კლდიაშვილი და არშემდგარი დუელი

მწერალი დავით კლდიაშვილი მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდათ და ერთხანს ბათუმში მსახურობდა. ეს ამბავი, რაზეც მწერალი მოგონებებში მოგვითხრობს, 1896 წელს მოხდა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ მოგონებიდან: "გარდაიცვალა ყველასგან დიდად პატივცემული და შეყვარებული მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოზი. ზამთარი იყო სასტიკი, გარდამეტებული თოვლიანი ისე, რომ ყოველივე მისვლა-მოსვლა შეიკრა და მოისპო. თვეზედ მეტი ესვენა ქუთაისის სობოროში, რადგან გელათში მისი წასვენება ყოვლად შეუძლებელი იყო და სოფლებიდანაც ხალხი ითხოვდა, რომ გასვენება გადაედოთ იმ დრომდე, სანამ გზები არ გაიხსნებოდა და ხალხს მიეცემოდა საშუალება დასწრებოდა საყვარელ მოძღვრის გასვენებას. თვენახევრის შემდეგ შესაძლებელი გახდა მიცვალებულის გასვენება გელათის მონასტერში. გასვენებაზედ დასასწრებად ყოველი მხრიდან აუარებელი ხალხი მოემართებოდა ქუთაისისკენ რკინიგზითაც და სასოფლო გზებითაც. გელათის სადგურთან სოფლებიდან ჩამოსული ზღვა ხალხი სოფელ-სოფელ ჯარებივით იდგა მინდორში, სადგურზედ საგანგებო მატარებლები ერთი მეორეზედ მოდიოდა ხალხით გავსილი. პირველმა მატარებელმა მოასვენა მიცვალებული. თბილისიდან წინა დილით ჩამოვიდნენ ილია ჭავჭავაძე, ვანო მაჩაბელი, აკაკი წერეთელი და მრავალი წარჩინებული მოღვაწე. მწირველი იყო თბილისიდან ჩამოსული ეგზარქოსი ვლადიმერი...

დავით კლდიაშვილი

გათახსირებულმა, ჭუჭყიანმა გაზეთმა "ჩერნომორსკი ვესტნიკმა" ვერც ახლა შესძლო დაემალა თავისი გათახსირებულობა და ყოვლად უგვანო, ყოვლად შეუწყნარებელი წერილი მოათავსა თავის ფურცელზედ ამ გასვენების შესახებ...

ბატალიონის კანცელარიაში ვიყავი, ეს რომ წავიკითხე. ძლივს გავათავე წაკითხვა, მივვარდი გადამწერთა ოთახში ტელეფონს". მოკლედ, დავითმა რედაქტორი პალმი დუელში გამოიწვია.

როგორც გაირკვა პლამი ისე შეშინდა დააბეზღა კიდეც კლდიაშვილი. ვინაიდან, დუელები კანონით აკრძალული იყო, მწერლისთვის შეიძლებოდა პასუხი მოეთხოვათ. თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გენერალმა დაიბარა კლდიაშვილი, ყველაფერი წვრილად გამოკითხა და აღუთქვა, რომ პლამი მოიბოდიშებდა ოღონდ კი მწერალს დუელზე უარი ერთქვა. "მეორე დღეს საკრებულოს ზალაში თავშეყრილი აფიცრების წინაშე პალმმა ჩემთან ბოდიში მოიხადა და აღმითქვა, რომ გაზეთში დანიშულ ადგილას მოათავსებდა საბოდიშო წერილს“, - წერს კლდიაშვილი.

  • სერგეი ესენინი და რაულ გოგოხია

საქართველოში ყოფნის დროს ესენინმა პოეტი რაულ გოგოხია გაიცნო, რომლითაც ძალიან მოიხიბლადა ლექსების თარგმნას შეჰპირდა. მოგვიანებით ტიციანს ჰკითხა მის შესახებ. "ტიციანმა უთხრა, რაულ გოგოხია პოეტი საერთოდ არ არის, სპეკულიანტიაო“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

სერგეი ესენინი

საბოლოოდ, ესენინმა გოგოხია დუელში გამოიწვია. მაგრამ გოგოხიას სეკუნდანტმა რომ უთხრა, ეგ ისე ისვრის, გაფრენილ ჩიტს კლავსო, შეშფოთდა (არადა, გოგოხიამ სროლა თურმე სულ არც იცოდა) და მეზობელ ჩეკისტთან გამოსამშვიდობებლად შევიდა.

საქმე იმით დასრულდა, რომ ჩეკისტი გოგოხიას სეკუნდანტების დასაპატიმრებლად გავარდა, შესაბამისად, დუელიც არ შედგა.

  • ნიკოლოზ ლორთქიფანიძე და ოფიცერი აკიმოვი

1908 წელს იდგა, თბილისის რომელიღაც კლუბში, ოფიცერ აკიმოვს სასაცილოდ აუგდია ქართველები და მასთან მოსაუბრე ნიკო ლორთქიფანიძე, რომელსაც ეს ვერ მოუთმენია და სილა გაუწნავს. ოფიცერთა დაუწერელი კანონის მიხედვით, თუ აკიმოვი სამაგიეროს არ გადაუხდიდა, ან თავი უნდა მოეკლა, ან სამუდამოდ უნდა გადაკარგულიყო. ცხადია, მან ქართველი პროზაიკოსი დუელში გამოიწვია. როდესაც უნდა ესროლათ, სეკუნდანტებმა ნიკო გააფრთხილეს, გვერდულად დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ოფიცერი იარაღს კარგად ხმარობდა, ნიკომ მეტოქეს მაინც მკერდი მიუშვირა. ამ ჟესტმა აკიმოვზე ისე იმოქმედა, რომ განზრახ ააცილა. ამის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძემ საერთოდ ჰაერში ისროლა.

ნიკოლოზ ლორთქიფანიძე

"ბოდიშს ვიხდი, თქვენ სხვა ხალხი ყოფილხართო, თქვა აკიმოვმა და საპასუხოდ თავადაც ჰაერში დაცალა იარაღი “, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

მწერალ ნიკო ლორთქიფანიძისთვის ეს მეორე დუელი იყო, პირველი კი დუელი ავსტრიაში შედგა. მეგობრებმა ნიკო მთელი ღამე ამეცადინეს და რამდენიმე ილეთი ასწავლეს. მოხდა სასწაული - მსუბუქად დაჭრა მეტოქე, რომელაც დუელის შემდეგ დაუმეგობრდა თურმე.

  • კონსტანტინე გამსახურდია და იოსებ მჭედლიშვილი

მწერალი კონსტანტინე გამსახურდია 1926 წ. დაიჭირეს “შპიონაჟის” ბრალდებით, ჯერ მოსკოვის ლუბიანკის და ბუტირკის, მერე კემშისა და ლენინგრადის ციხეებში იჯდა, ბოლოს - სოლოვკის არქიპელაგის "კონცლაგერში" გადაიყავნეს, საიდანაც 1927 წელს, ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, სწორედ აქ შედგა მისი დუელი, როდესაც ქართველების შეურაცხყოფისთვის პოლკოვნიკ სეროვს თურმე ხმლით შეებრძოლა.

კონსტანტინე გამსახურდია და იოსებ მჭედლიშვილი

ასევე ცნობილია მისი დუელი იოსებ მჭედლიშვილთან მას მერე, რაც მან მწერლის ენა დაიწუნა და დაუსაბუთებლად გაკენწლა. მომხდარიდან მეორე დღეს ორივე შეიარაღებული მივიდა მწერალთა სახლში თურმე, თუმცა საქმე სროლამდე არ მისულა...