სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ  დავით საგანელიძის ინიციატივა იყო“ - გიორგი ხელაია
„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ  დავით საგანელიძის ინიციატივა იყო“ - გიორგი ხელაია

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის რე­ფორ­მი­რე­ბა თა­ვად ფონ­დის მე­ნე­ჯმენ­ტის, უშუ­ა­ლოდ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო,“ ამის შე­სა­ხებ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ხე­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

„ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან ერ­თად, ჩვენ არა­ერ­თხელ გვიმ­სჯე­ლია რე­ფორ­მი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­შიც და სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზეც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ფონ­დი არ არის უბ­რა­ლო შპს, რომ ერთი ხე­ლის მოს­მით გა­და­იჭ­რას ეს სა­კი­თხი. ეს გახ­ლავთ რთუ­ლი სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სტრა­ტე­გი­ულ სა­ხელ­მწი­ფო შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლებ­საც საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა აქვთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე. ფონდს ჰყავს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სი­ტუ­ტე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან ამ პრო­ცე­სით“, აღ­ნიშ­ნა ხე­ლა­ი­ამ.

მისი თქმით, რე­ფორ­მი­რე­ბის არსი მო­ი­ცავს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რე­ბი­ცაა შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დარ­ჩე­ნა-არ­დარ­ჩე­ნა მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ასე­ვე, მმარ­თვე­ლო­ბი­თი სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბას, ანუ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვას და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბორ­დის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც დღის წეს­რიგ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მას შემ­დეგ დად­გა, რაც „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“, სა­ხელ­მწი­ფოს­თან შე­თან­ხმე­ბით და მთავ­რო­ბის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 563 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ „ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ამ“ (GOGC), რო­მე­ლიც ფონ­დის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გა­ზი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სუბ­სი­დი­რე­ბა 209 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ი­სა“ და სხვა შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დი­ვი­დენ­დე­ბი „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ შე­მო­სავ­ლე­ბის ერ­თერ­თი წყა­როა. თუმ­ცა, პან­დე­მი­ი­სა და ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის ფა­სე­ბის ზრდის ფონ­ზე, სუბ­სი­დი­რე­ბის ნა­ბი­ჯი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­სად­გმე­ლი იყო. ისე­ვე, რო­გორც „გარ­და­ბა­ნი 1“, ან თვითმფრი­ნა­ვე­ბის ნა­წი­ლე­ბის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წარ­მო­ე­ბა. მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ფონ­დის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია, თუმ­ცა ამან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა ფონ­დის შე­მო­სავ­ლე­ბი, რაც სხვა­ნა­ი­რად უნდა და­კომ­პენ­სირ­დეს,“ გა­ნა­ცხა­და ხე­ლა­ი­ამ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ  დავით საგანელიძის ინიციატივა იყო“ - გიორგი ხელაია

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ  დავით საგანელიძის ინიციატივა იყო“ - გიორგი ხელაია

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ დავით საგანელიძის ინიციატივა იყო,“ ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაიამ განაცხადა.

„ამ საკითხის შესახებ რამდენიმე წელია ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია რეფორმირების აუცილებლობაზე სამეთვალყურეო საბჭოშიც და სამთავრობო დონეზეც. მოგეხსენებათ, რომ ფონდი არ არის უბრალო შპს, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას ეს საკითხი. ეს გახლავთ რთული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ქვეყნის ეკონომიკაზე. ფონდს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორები და საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროცესით“, აღნიშნა ხელაიამ.

მისი თქმით, რეფორმირების არსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შვილობილი კომპანიების დარჩენა-არდარჩენა მის შემადგენლობაში, ასევე, მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას, ანუ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის გადახედვას და დამოუკიდებელი ბორდის საკითხის განხილვას.

„მნიშვნელოვანი და აქტუალურია ფონდის დაფინანსების წყაროების საკითხი, რომელიც დღის წესრიგში განსაკუთრებულად მას შემდეგ დადგა, რაც „საპარტნიორო ფონდმა“, სახელმწიფოსთან შეთანხმებით და მთავრობის უშუალო დავალებით, განახორციელა 563 მილიონი დოლარის პროექტები, რომელთაგან ყველა საკმაოდ წარმატებულია. უმნიშვნელოვანესია, რომ „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC), რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიაა, განახორციელა გაზისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება 209 მილიონი დოლარის ფარგლებში. მოგეხსენებათ, „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სხვა შვილობილი კომპანიების დივიდენდები „საპარტნიორო ფონდის“ შემოსავლების ერთერთი წყაროა. თუმცა, პანდემიისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე, სუბსიდირების ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელი იყო. ისევე, როგორც „გარდაბანი 1“, ან თვითმფრინავების ნაწილების მაღალტექნოლოგიური წარმოება. მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები ფონდის პრიორიტეტებია, თუმცა ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ფონდის შემოსავლები, რაც სხვანაირად უნდა დაკომპენსირდეს,“ განაცხადა ხელაიამ.

NS