პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია" - ირაკლი კობახიძე
"ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია" - ირაკლი კობახიძე

თუ ვინ­მე მო­ა­ხერ­ხებს, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ რი­ტო­რი­კა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შეც­ვა­ლოს, და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­როს და პო­ლი­ტი­კი­დან გა­ვი­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შე­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლია - არ მგო­ნია, ვინ­მე ამის შემ­ძლე იყოს! - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა.

კო­ბა­ხი­ძე იმა­საც ამ­ბობს, რომ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე ძა­ლი­ან რთუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნია, რად­გან “ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ნე­ბას კარ­გად იც­ნობს“. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რის თქმით, პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა მაქ­სი­მუ­მი სცა­დოს იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცია მოხ­დეს, თუმ­ცა “რე­სურ­სე­ბი ამო­წურ­ვა­დია და ყვე­ლა­ფერს რე­სურ­სი არც ერთ ადა­მი­ანს, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტსაც არა აქვს“.

“შე­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩე­მე­უ­ლი ფორ­მუ­ლა ასე­თია: - ამ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ და მის­მა ლი­დე­რებ­მა ყვე­ლა უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი უნდა აღი­ა­რონ, რაც წა­მე­ბის, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბის, მე­დი­ის მი­ტა­ცე­ბის და ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის ჩათ­ვლით ჩა­ი­დი­ნეს და რა­საც სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ უნდა თქვან, რომ ასე­თი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში არ არის. ეს უნდა აღი­ა­რონ! ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა შე­რი­გე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და­ი­წყოს. ვიდ­რე დამ­ნა­შა­ვე­ებს, კრი­მი­ნა­ლებს პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნის ამ­ბი­ცია აქვთ, რა თქმა უნდა, შე­რი­გე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ ღირ­სე­ბა რომ ჰქონ­დეს, პო­ლი­ტი­კი­დან გა­ვი­დო­და“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვის პა­სუ­ხად, მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მზა­დაა, პრე­ზი­დენტს გაჰ­ყვეს ყვე­ლა­ფერ­ში, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან.

“უნდა ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეს რე­ა­ლის­ტუ­რი იყოს“, - დას­ძი­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
19

ამ ახალგაზრდისნაირი განათლებული მცოდნე დინჯად და სწორად მოსაუბრე ძალიან ცოტაა საქართველოში. წარმატებები მას.

gege
6

ამ ფეიკას, მთავრობის შეცვლის შემდეგ, თუ დღევანდელი პროკურატურა და სასამართლო დარჩა, ძალადობისა და კორუფციის ბრალდებას წაუყენებენ. ღირსიც იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია" - ირაკლი კობახიძე

"ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია" - ირაკლი კობახიძე

თუ ვინმე მოახერხებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიტორიკა და დამოკიდებულებები შეცვალოს, დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგების მცდელობა წარმატებულია - არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმოუდგენია, რადგან “ამ ადამიანების ბუნებას კარგად იცნობს“. “ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება მაქსიმუმი სცადოს იმისთვის, რომ პოლიტიკური მოცემულობა გაუმჯობესდეს და ვითარების დეესკალაცია მოხდეს, თუმცა “რესურსები ამოწურვადია და ყველაფერს რესურსი არც ერთ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც არა აქვს“.

“შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეული ფორმულა ასეთია: - ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ყველა უმძიმესი დანაშაული უნდა აღიარონ, რაც წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით ჩაიდინეს და რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს უნდა აღიარონ! ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე საუბარი დაიწყოს. ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. “ნაციონალური მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, მან ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს გაჰყვეს ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ვითარების გაუმჯობესებასთან.

“უნდა ვნახოთ, რამდენად შეიძლება ეს რეალისტური იყოს“, - დასძინა კობახიძემ.