მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეონარდო დიკაპრიო ფილმში მერილ სტრიპის გაშიშვლებას ეწინააღმდეგებოდა: მითხრა, აუცილებელია ეს აჩვენოო? - კადრს მიღმა დარჩენილი უჩვეულო ამბავი
ლეონარდო დიკაპრიო ფილმში მერილ სტრიპის გაშიშვლებას ეწინააღმდეგებოდა: მითხრა,  აუცილებელია ეს აჩვენოო? - კადრს მიღმა დარჩენილი უჩვეულო ამბავი

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ო­სა და მე­რილ სტრი­პის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მი, Don’t look up კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 24 დე­კემ­ბერს გა­მო­ვა. უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ფილ­მის რე­ჟი­სო­რის, ადამ მა­კე­ის თქმით, დი­კაპ­რიო მე­რილ სტრი­პის შიშ­ვე­ლი სცე­ნის გა­და­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მისი აზ­რით, 72 წლის ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ზედ­მე­ტად პა­ტივ­სა­ცე­მი მსა­ხი­ო­ბია იმის­თვის, რომ კა­მე­რის წინ გა­ე­შიშ­ვლე­ბი­ნათ.

ფილმში სამ­გზის ოს­კა­რო­სა­ნი მე­რილ სტრი­პი პრე­ზი­დენტ ჯენი ორ­ლე­ა­ნის როლს თა­მა­შობს და ერთ-ერთ სცე­ნა­ში ის შიშ­ვე­ლია, თუმ­ცა უკა­ნა ხე­დი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

დი­კაპ­რიო ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. თა­ვად რე­ჟი­სორ­მა Guardian-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­რი­ლი "უში­შარ“ ადა­მი­ა­ნად და­ა­ხა­სი­ა­თა.

"ლე­ოს­თვის მე­რილ სტრი­პი კი­ნოს სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მის­თვის ის კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ფი­გუ­რას წარ­მო­ად­გენს.“ - ამ­ბობს ადამ მა­კეი.

მა­კ­კეი ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ლეოს არ მო­ე­წო­ნა სტრი­პის უკა­ნა ტან­ზე ტა­ტუ­თი ხილ­ვა. მან მსგავ­სი რა­ღაც მი­თხრა: "აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ეს აჩ­ვე­ნო ფილმში?“ მე კი ვუ­პა­სუ­ხე: "ეს პრე­ზი­დენ­ტი ორ­ლე­ა­ნია და არა მე­რილ სტრი­პი.“

დი­კაპ­რიო ათწლე­უ­ლე­ბია მე­რილ სტრიპს იც­ნობს. პირ­ვე­ლად ისი­ნი 1996 წლის ფილმ "მარ­ვი­ნის ოთა­ხის“ გა­და­ღე­ბებ­ზე შეხ­ვდნენ, სა­დაც მე­რი­ლი დი­კაპ­რი­ოს პერ­სო­ნა­ჟის დე­დის როლს ას­რუ­ლებ­და.

კად­რი „მარ­ვი­ნის ოთა­ხი­დან"

დი­კაპ­რიო „E!“-ს წინა კვი­რას იმა­შიც გა­მო­უ­ტყდა, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მე­რილ სტრი­პთან ერ­თად ყოფ­ნი­სას, მთე­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბა ნერ­ვი­უ­ლობ­და: "შან­სი მოგ­ვე­ცა, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ­თან ერ­თად გვე­მუ­შა­ვა. ყვე­ლა თი­თის წვე­რებ­ზე ვი­ყა­ვით და ვცდი­ლობ­დით, მის­თვის ფეხი აგ­ვე­წყო,“ - ყვე­ბა დი­კაპ­რიო.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ლალი
2

თვითონ მერილ სტრილი არაა კადრში - დუბლიორი ცვლის იმ სცენაში სადაც შიშველი ზურგი ჩანს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიო ფილმში მერილ სტრიპის გაშიშვლებას ეწინააღმდეგებოდა: მითხრა, აუცილებელია ეს აჩვენოო? - კადრს მიღმა დარჩენილი უჩვეულო ამბავი

ლეონარდო დიკაპრიო ფილმში მერილ სტრიპის გაშიშვლებას ეწინააღმდეგებოდა: მითხრა,  აუცილებელია ეს აჩვენოო? - კადრს მიღმა დარჩენილი უჩვეულო ამბავი

ლეონარდო დიკაპრიოსა და მერილ სტრიპის მონაწილეობით კომედიური ჟანრის ფილმი, Don’t look up კინოთეატრებში 24 დეკემბერს გამოვა. უნიჭიერესი მსახიობებით დატვირთული ფილმის რეჟისორის, ადამ მაკეის თქმით, დიკაპრიო მერილ სტრიპის შიშველი სცენის გადაღების წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, 72 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი, ზედმეტად პატივსაცემი მსახიობია იმისთვის, რომ კამერის წინ გაეშიშვლებინათ.

ფილმში სამგზის ოსკაროსანი მერილ სტრიპი პრეზიდენტ ჯენი ორლეანის როლს თამაშობს და ერთ-ერთ სცენაში ის შიშველია, თუმცა უკანა ხედითაა გადაღებული.

დიკაპრიო ამ სცენის გადაღებას ეწინააღმდეგებოდა. თავად რეჟისორმა Guardian-თან ინტერვიუში მერილი "უშიშარ“ ადამიანად დაახასიათა.

"ლეოსთვის მერილ სტრიპი კინოს სამყაროში ყველაზე დიდებული ადამიანია. მისთვის ის კინოს ისტორიაში განსაკუთრებულ ფიგურას წარმოადგენს.“ - ამბობს ადამ მაკეი.

მაკკეი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ "ლეოს არ მოეწონა სტრიპის უკანა ტანზე ტატუთი ხილვა. მან მსგავსი რაღაც მითხრა: "აუცილებელია, რომ ეს აჩვენო ფილმში?“ მე კი ვუპასუხე: "ეს პრეზიდენტი ორლეანია და არა მერილ სტრიპი.“

დიკაპრიო ათწლეულებია მერილ სტრიპს იცნობს. პირველად ისინი 1996 წლის ფილმ "მარვინის ოთახის“ გადაღებებზე შეხვდნენ, სადაც მერილი დიკაპრიოს პერსონაჟის დედის როლს ასრულებდა.

კადრი „მარვინის ოთახიდან"

დიკაპრიო „E!“-ს წინა კვირას იმაშიც გამოუტყდა, რომ გადასაღებ მოედანზე მერილ სტრიპთან ერთად ყოფნისას, მთელი სამსახიობო შემადგენლობა ნერვიულობდა: "შანსი მოგვეცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მსახიობთან ერთად გვემუშავა. ყველა თითის წვერებზე ვიყავით და ვცდილობდით, მისთვის ფეხი აგვეწყო,“ - ყვება დიკაპრიო.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა