სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან და სიახლე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
საინტერესო ფაქტები ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან და სიახლე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მწე­რალ­მა ლუკა რა­ზი­კაშ­ვილ­მა ფსევ­დო­ნი­მი ვაჟა-ფშა­ვე­ლა პე­ტერ­ბურ­გში შე­ი­ძი­ნა, სა­დაც 22 წლის ასაკ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გამო ერთ წე­ლი­წად­ში უკან­ვე დაბ­რუნ­და. ვაჟა-ფშა­ვე­ლა მას თუშ­მა მე­გო­ბარ­მა შე­არ­ქვა, რად­გან ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში „ვაჟა“ „კარგ ბიჭს“, „ვაჟ­კაცს“ ნიშ­ნავ­და.

ვა­ჟას წარ­მა­ტე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ჯერ კი­დევ მა­შინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, როცა მისი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბი“ მო­ის­მი­ნა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ ილი­ას უთ­ქვამს: „კო­ჭებ­ზე­ვე ეტყო­ბა, რა ვა­ჟი­კა იქ­ნე­ბა, შორს წავა, შორს!“ ვა­ჟაც, რო­დე­საც კი თბი­ლის­ში წა­მო­ვი­დო­და, თა­ვის ნა­წე­რებს ერთ ჭრელ ხურ­ჯინ­ში ჩა­ა­წყობ­და და პირ­ვე­ლად ილი­ას­თან შე­ივ­ლი­და, შემ­დეგ კი მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ქარ­თუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის ფურ­ცლებ­ზე იბეჭ­დე­ბო­და. ვაჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. მას ხში­რად იწ­ვევ­დნენ ქუ­თა­ის­ში, გორ­ში, ჭი­ა­თუ­რა­სა და ფოთ­ში.

„მთის არ­წი­ვი“ (ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მწე­რალს) 1888-იდან ჩარ­გალ­ში ცხოვ­რობ­და, სხვა გლე­ხე­ბი­ვით ხნავ­და მი­წას, უვ­ლი­და სა­ქო­ნელს და ნა­დი­რობ­და. მთის ხალ­ხში დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და. იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და ბა­რად. ფშა­უ­რი ზამ­თრის გრძელ ღა­მე­ებ­ში და­ი­წე­რა მისი გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მე­ბი, მო­თხრო­ბე­ბი და ლექ­სე­ბი.

ქარ­თველ პო­ეტ­თა შო­რის, ვაჟა-ფშა­ვე­ლა ყვე­ლა­ზე ღრმად ჩას­წვდა ბუ­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას. მისი პო­ე­ტუ­რი სტი­ლი მკვეთ­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა მთე­ლი XIX სა­უ­კუ­ნის ფონ­ზე. ვაჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­ზი­ის ენა კა­მა­თის საგ­ნად იქცა და მისი ენობ­რი­ვი პო­ზი­ცია და­ეჭ­ვე­ბას იწ­ვევ­და ჩვენს დრო­შიც. ვაჟა-ფშა­ვე­ლამ გა­ა­ფარ­თო­ვა ქარ­თუ­ლი პო­ე­ტუ­რი მე­ტყვე­ლე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი, კერ­ძოდ, დი­ა­ლექ­ტუ­რი და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფორ­მე­ბის შე­მო­ტა­ნით გა­ამ­დიდ­რა ლექ­სი­კა.

ვაჟა თა­ვის და­უს­რუ­ლე­ბელ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წერ­და, რომ ხში­რად ყო­ფი­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის ცნო­ბი­ლი თა­ვა­დის, ოთარ ამი­ლახ­ვრის ოჯახ­ში შინა მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვი­ეს. სწო­რედ აქ გა­იც­ნო ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი, დაქვრი­ვე­ბუ­ლი კეკე და შე­უყ­ვარ­და. კე­კეს დე­დის გვა­რი - ნე­ბი­ე­რი­ძე ჰქონ­და, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში, უკა­ნო­ნო ქორ­წი­ნე­ბა­ში და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს არ ეძ­ლე­ო­დათ მა­მის გვა­რი. ვა­ჟას და კე­კეს ოთხი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. კეკე მე­ხუ­თე შვილ­ზე მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა.

ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ვა­ჟას ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში მისი ძმის ცოლი ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მწე­რალს მე­ო­რე ცო­ლის მოყ­ვა­ნას ყვე­ლა ურ­ჩევ­და. მე­ო­რე ცო­ლის მოყ­ვა­ნი­სას ვა­ჟამ ქა­ლის მა­მას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­უ­დო, სა­დაც ეწე­რა, რომ ქალი მას ხა­სად მოჰ­ყავ­და, მაგ­რამ ხასა არ ნიშ­ნავ­და საყ­ვა­რელს. ვაჟა და­აკ­ვირ­დე­ბო­და თა­მარს, რო­გორ გა­არ­თმევ­და ის თავს შვი­ლე­ბის და ოჯა­ხის მოვ­ლას და ამის შემ­დეგ გა­და­წყვეტ­და მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას.

ვაჟა-ფშა­ვე­ლას არას­დროს შე­ეძ­ლო ერთ საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა. ლექ­სე­ბის წე­რის დროს ყო­ფით პრობ­ლე­მებ­ზე ფიქ­რობ­და, ხოლო როცა მი­წას ამუ­შა­ვებ­და, ხში­რად ეწ­ვე­ო­და მუ­ზე­ბი. ბევ­რჯერ შუ­ა­დღი­სას ხე­ლი­დან ბარი გა­უგ­დია და ლექ­სი და­უ­წე­რია.

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წე­რე­ბი პო­ე­ტის სი­ცო­ცხლე­ში ცალ­კე წიგ­ნად იშ­ვი­ა­თად იბეჭ­დე­ბო­და. 1925-56 წლებ­ში ალექ­სან­დრე აბა­შე­ლის თა­ოს­ნო­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა მწერ­ლის თხზუ­ლე­ბა­თა ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი კრე­ბუ­ლი შვიდ ტო­მად. ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წე­რე­ბი თარ­გმნი­ლია რუ­სულ, ინ­გლი­სურ, ფრან­გულ, გერ­მა­ნულ და სხვა ენებ­ზე.

20 დე­კემ­ბრი­დან მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა შე­აგ­რო­ვოს ვაჟა-ფშა­ვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა ვა­ჟას ხელ­ნა­წე­რე­ბით.

ახა­ლი სე­რია გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 13.50 ლა­რად (გა­ზეთ­თან ერ­თად 15.50 ლ.) გა­ი­ყი­დე­ბა. ოთხტო­მე­უ­ლი მო­ი­ცავს ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს, პო­ე­მებს და პუბ­ლი­ცის­ტურ წე­რი­ლებს და ეძღვნე­ბა მწერ­ლის 160 წლის იუ­ბი­ლეს.

20 დე­კემ­ბრი­დან წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში ან სა­იტ­ზე.

არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან შან­სი, შე­აგ­რო­ვოთ ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა.

გგ
5

შენ დიდებას გაუმარჯოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საინტერესო ფაქტები ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან და სიახლე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

საინტერესო ფაქტები ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან და სიახლე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ცნობილმა ქართველმა მწერალმა ლუკა რაზიკაშვილმა ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა პეტერბურგში შეიძინა, სადაც 22 წლის ასაკში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში უკანვე დაბრუნდა. ვაჟა-ფშაველა მას თუშმა მეგობარმა შეარქვა, რადგან ფშავ-ხევსურეთში „ვაჟა“ „კარგ ბიჭს“, „ვაჟკაცს“ ნიშნავდა.

ვაჟას წარმატება ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ მაშინ იწინასწარმეტყველა, როცა მისი პირველი ნაწარმოები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ მოისმინა. აღფრთოვანებულ ილიას უთქვამს: „კოჭებზევე ეტყობა, რა ვაჟიკა იქნება, შორს წავა, შორს!“ ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა და პირველად ილიასთან შეივლიდა, შემდეგ კი მისი შემოქმედება ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე იბეჭდებოდა. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძალიან უყვარდა. მას ხშირად იწვევდნენ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში.

„მთის არწივი“ (ასე მოიხსენიებდნენ მწერალს) 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.

ქართველ პოეტთა შორის, ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მისი პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა და მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა.

ვაჟა თავის დაუსრულებელ ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ ხშირად ყოფილა შეყვარებული. ის ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მიიწვიეს. სწორედ აქ გაიცნო ამილახვრის უკანონო შვილი, დაქვრივებული კეკე და შეუყვარდა. კეკეს დედის გვარი - ნებიერიძე ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში, უკანონო ქორწინებაში დაბადებულ ბავშვებს არ ეძლეოდათ მამის გვარი. ვაჟას და კეკეს ოთხი შვილი შეეძინათ. კეკე მეხუთე შვილზე მშობიარობას გადაჰყვა.

ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ვაჟას ბავშვების აღზრდაში მისი ძმის ცოლი ეხმარებოდა, მაგრამ მწერალს მეორე ცოლის მოყვანას ყველა ურჩევდა. მეორე ცოლის მოყვანისას ვაჟამ ქალის მამას ხელშეკრულება დაუდო, სადაც ეწერა, რომ ქალი მას ხასად მოჰყავდა, მაგრამ ხასა არ ნიშნავდა საყვარელს. ვაჟა დააკვირდებოდა თამარს, როგორ გაართმევდა ის თავს შვილების და ოჯახის მოვლას და ამის შემდეგ გადაწყვეტდა მასზე დაქორწინებას.

ვაჟა-ფშაველას არასდროს შეეძლო ერთ საქმეზე კონცენტრირება. ლექსების წერის დროს ყოფით პრობლემებზე ფიქრობდა, ხოლო როცა მიწას ამუშავებდა, ხშირად ეწვეოდა მუზები. ბევრჯერ შუადღისას ხელიდან ბარი გაუგდია და ლექსი დაუწერია.

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა. 1925-56 წლებში ალექსანდრე აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე.

20 დეკემბრიდან მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა შეაგროვოს ვაჟა-ფშაველას განსაკუთრებული გამოცემა ვაჟას ხელნაწერებით.

ახალი სერია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად - 13.50 ლარად (გაზეთთან ერთად 15.50 ლ.) გაიყიდება. ოთხტომეული მოიცავს ლექსებს, მოთხრობებს, პოემებს და პუბლიცისტურ წერილებს და ეძღვნება მწერლის 160 წლის იუბილეს.

20 დეკემბრიდან წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების ჯიხურებში ან საიტზე.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი, შეაგროვოთ ლეგენდარული ქართველი მწერლის შემოქმედება.