პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის ლარში სესხები უფრო “ძვირი“, ვიდრე უცხოურ ვალუტაში
რატომ არის ლარში სესხები უფრო “ძვირი“, ვიდრე უცხოურ ვალუტაში

სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. თით­ქმის ყვე­ლა, ვი­საც სეს­ხი ერთხელ მა­ინც აუ­ღია, აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბია. თვალ­ში­სა­ცე­მია, სხვა­ო­ბა ლარ­ში და უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვე­ბი ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ მოკ­ლედ აგ­ვეხ­სნა, რა­ტომ არის ასე­თი სხვა­ო­ბა საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებ­ში და ზო­გა­დად, რა გან­სა­ზღვრავს სეს­ხზე გა­ნაკ­ვე­თის ოდე­ნო­ბას.

რო­გორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ის, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. მა­გა­ლი­თის­თვის, გერ­მა­ნი­ა­ში და შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი მოქ­მე­დებს, მაგ­რამ მათი ეკო­ნო­მი­კა ბევ­რად უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე ჩვე­ნი ქვეყ­ნის. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, რაც უფრო მდი­და­რია ქვე­ყა­ნა, მით უფრო და­ბა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი მოქ­მე­დებს მათ­თან სა­ბან­კო პრო­დუქ­ტებ­ზე - ისი­ნი უფრო მეტ ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, ფუ­ლის სეს­ხად აღე­ბაც იქ უფრო ია­ფია, ვიდ­რე ჩვენ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თის გან­მსა­ზღვრე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რეა. სა­ქარ­თვე­ლო კი ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტით ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში 101-ე ად­გილ­ზეა.

მო­დით ვნა­ხოთ რა გან­სა­ზღვრავს სეს­ხებ­ზე გა­ნაკ­ვე­თის დო­ნეს.

პირ­ველ რიგ­ში ეს არის მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

სეს­ხის გა­ნაკ­ვეთ­ზე მოქ­მე­დებს ბან­კის სამი ტი­პის ხარ­ჯი, სა­ი­და­ნაც პირ­ვე­ლი გა­სა­ცე­მი სეს­ხის სახ­სრე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. ანუ, ბან­კი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გამ­ტა­რია. მან ჯერ უნდა ისეს­ხოს ფული, რომ შემ­დეგ კლი­ენტზე გა­და­ა­სეს­ხოს რო­მე­ლი­მე საკ­რე­დი­ტო პრო­დუქ­ტის ფორ­მით. ფაქ­ტია, რომ რაც უფრო ძვი­რი უჯ­დე­ბა ბანკს მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბი, მით უფრო ზრდის გა­სა­ცე­მი სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს, რათა თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბი და­ფა­როს.

სეს­ხზე გა­ნაკ­ვე­თის ოდე­ნო­ბას ასე­ვე გან­სა­ზღვრავს სეს­ხე­ბის და­ნა­კარ­გე­ბის რის­კი. გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბი­დან შე­საძ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი, რა­საც ბან­კი­რე­ბი საკ­რე­დი­ტო რისკს უწო­დე­ბენ, მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც პრო­ცენ­ტის ოდე­ნო­ბას გან­სა­ზღვრავს. სამ­წუ­ხა­როდ, ბან­კის მიერ გა­ცე­მულ ყვე­ლა სესხს კლი­ენ­ტე­ბი ვერ აბ­რუ­ნე­ბენ. რაც უფრო რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში, სეს­ხის დაბ­რუ­ნე­ბის რის­კიც პრო­პორ­ცი­უ­ლად იზ­რდე­ბა. ამ რის­კის ზრდას­თან ერ­თად კი იზ­რდე­ბა სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თე­ბიც. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს რის­კი შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ასე­თი შე­საძ­ლოა იყოს სიკ­ვდი­ლის რის­კი.

მე­სა­მე ნა­წი­ლი, რაც სეს­ხებ­ზე გა­ნაკ­ვე­თის დო­ნეს გან­სა­ზღვრავს ბან­კის სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯე­ბია. ეს ის ხარ­ჯე­ბია, რა­საც ბან­კი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სებ­ში და ფი­ლი­ა­ლე­ბის ოპე­რი­რე­ბა­ში იხ­დის. ბანკს ყო­ველ­თვი­უ­რად უწევს დე­ნის, გა­ზის, სა­კან­ცე­ლა­რიო მა­სა­ლე­ბის და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა ხარ­ჯის გა­წე­ვა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს სეს­ხის მი­წო­დე­ბა კლი­ენ­ტე­ბამ­დე. ჯამ­ში, სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თი უნდა ფა­რავ­დეს ამ სამ ხარჯს, რომ ბანკს უღირ­დეს კლი­ენ­ტთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

კი­დევ ერთი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს უჩ­ნდე­ბა, რა­ტომ არის ლარ­ში სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თი უფრო ძვი­რი, ვიდ­რე დო­ლარ­ში ან ევ­რო­ში?

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხარ­ჯის ტი­პე­ბი­დან პირ­ვე­ლი, ანუ მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ის ხარ­ჯია, რა ფა­სა­დაც ბანკს თა­ვად უჯ­დე­ბა ფუ­ლის სეს­ხე­ბა. ლარ­ში დღეს ეს ფასი მი­ნი­მუმ 10%-ია. ეს არის გა­ნაკ­ვე­თი, რომ­ლი­თაც ბან­კებს შე­უძ­ლი­ათ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან ისეს­ხონ ფული, რო­მელ­საც შემ­დეგ კი­დევ სხვა ხარ­ჯე­ბი ემა­ტე­ბა და ასე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კლი­ენ­ტის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი კრე­დი­ტის გა­ნაკ­ვე­თი. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კო­მერ­ცი­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის ფუ­ლის ლარ­ში სეს­ხად აღე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­როა, რად­გან და­ნა­ზო­გის შე­ნახ­ვა ბან­კებ­ში ფი­ზი­კურ პი­რებს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ურ­ჩევ­ნი­ათ. ლა­რის კი­დევ ერთი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის და ბიზ­ნე­სის მიერ ბან­კებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სახ­სრე­ბია. ლარ­ში ვა­დი­ა­ნი დე­პო­ზი­ტე­ბი (1 წლი­ა­ნი ანა­ბა­რი) დღეს ბანკს წლი­უ­რი 11-12% უჯ­დე­ბა. დო­ლა­რის ან ევ­როს მო­ზიდ­ვა ბან­კებს ორ­ჯერ ან სამ­ჯერ უფრო იაფი უჯ­დე­ბათ, რაც აია­ფებს ამ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბას. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან ბან­კებს შე­უძ­ლი­ათ დო­ლა­რი 4%-ში, ხოლო ევრო 2.5%-ად მო­ი­ზი­დონ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მუმ 5%-6%-იანი სხვა­ო­ბა ლარ­ში და უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მულ სეს­ხებს შო­რის არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 200 ათას ლა­რამ­დე სეს­ხე­ბი, მხო­ლოდ ლარ­ში გა­ი­ცე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ გვინ­და, რომ უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში სეს­ხით ვი­სარ­გებ­ლოთ, 200 ათას ლარ­ზე მეტი უნდა ავი­ღოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ან­გა­რი­ში უნდა გა­ვუ­წი­ოთ იმ ფაქტს, რომ 60 -70 ათას დო­ლარ­ზე მეტი გვექ­ნე­ბა გა­და­სახ­დე­ლი. როცა ამ­ხე­ლა თან­ხას ვსეს­ხუ­ლობთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტ­ხანს დავ­ფიქ­რდე­ბით, უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გვექ­ნე­ბა, უფრო მეტი ცოდ­ნა გვექ­ნე­ბა სესხთან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ქმნის ერ­თგვარ გა­რან­ტი­ას, რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ სა­ვა­ლუ­ტო რისკს, რაც სესხს ახ­ლავს.

რა არის სა­ვა­ლუ­ტო რის­კი?

ახლა კი იმის შე­სა­ხებ თუ რა არის სა­ვა­ლუ­ტო რის­კი. სა­ვა­ლუ­ტო რის­კია, როცა სესხს ვი­ღებთ იმ ვა­ლუ­ტა­ში, რო­მელ­შიც შე­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც შე­მო­სა­ვა­ლი გვაქვს ლარ­ში და სესხს ვი­ღებთ სხვა ვა­ლუ­ტა­ში, ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ველ­თვი­უ­რად ჩვენ გა­ცი­ლე­ბით მეტი ლარი დაგ­ვჭირ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის დო­ლა­რის შე­სა­ძე­ნად. მა­გა­ლი­თად, თუ 5-6 წლის წინ 100 დო­ლა­რი 200 ლარი ღირ­და, ახლა 100 დო­ლა­რის შე­სა­ძე­ნად 315 ლარი გვჭირ­დე­ბა. ანუ, 100 დო­ლა­რი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში 115 ლა­რით გაგ­ვიძ­ვირ­და. ამი­ტომ, ეს სა­ვა­ლუ­ტო რის­კი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო.

უფრო მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის ჩემს პი­რად მა­გა­ლითს გი­ამ­ბობთ. 2012 წელს დო­ლარ­ში ავი­ღე იპო­თე­კუ­რი სეს­ხი. გახ­სოვთ ალ­ბათ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლარი-დო­ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სი 1.65-ის ფარ­გლებ­ში იყო, მაგ­რამ 2013 წლი­დან ლარ­მა მკვეთ­რად გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო და თუ მა­ნამ­დე 800-900 დო­ლა­რის შე­სა­ძე­ნად თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ლარი მჭირ­დე­ბო­და, აღ­მოჩ­ნდა რომ დო­ლა­რის შე­სა­ძე­ნად სა­ჭი­რო თან­ხა ყო­ველ­თვი­უ­რად გა­ნუხ­რე­ლად მეზ­რდე­ბო­და. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხი ლარ­ში გა­და­მე­ტა­ნა, რად­გან შე­მო­სა­ვა­ლი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში არ მაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ლარ­ში გა­ცე­მულ სეს­ხებ­ზე უფრო მა­ღა­ლია, ყო­ველ­თვი­უ­რად იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რომ ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით და­ე­ცა, აღარ მი­წევს და ყო­ველ­თვი­უ­რად სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ფიქ­სი­რე­ბულ თან­ხას ვიხ­დი, რო­მე­ლიც კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხის ლარ­ში გა­და­ტა­ნა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ ეს რის­კე­ბი ყო­ველ­თვის უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, როცა ვი­წყებთ მსჯე­ლო­ბას იმა­ზე, ლარ­ში ავი­ღოთ სეს­ხი თუ დო­ლარ­ში. მეტ­საც გე­ტყვით, სეს­ხი ლარ­ში რომ არ გა­და­მე­ტა­ნა, გა­სულ წელს, როცა ლა­რის კურ­სმა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ 3.1 ლარი შე­ად­გი­ნა, აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ სეს­ხის აღე­ბის მო­მენ­ტთან შე­და­რე­ბით გა­და­სა­ხა­დი 188% ით გა­მიძ­ვირ­დე­ბო­და! მსგავ­სი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზის­გან თა­ვის და­სა­ზღვე­ვად კი, ლარ­ში სეს­ხის აღე­ბა და მხო­ლოდ 5% ით მე­ტის გა­დახ­და ნამ­დვი­ლად ჭკვი­ა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

თუ ეკო­ნო­მი­კა გა­ნუხ­რე­ლად გა­იზ­რდე­ბა, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბიც ნელ-ნელა და­ი­წყებს შემ­ცი­რე­ბას.

ამის ტენ­დენ­ცი­ას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­დე­საც საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი, მუდ­მი­ვად მცირ­დე­ბო­და, მათ შო­რის ლარ­ში და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მახ­სოვს იყო ერ­თნიშ­ნა საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი. თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლი ინფლა­ცი­აა. გვაქვს ორ­წლი­ა­ნი პან­დე­მია, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში იწ­ვევს ისევ ლარ­ში სეს­ხებ­ზე საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზრდას. ამი­ტომ არის პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის სა­კი­თხი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან. თუ ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბიც შემ­ცირ­დე­ბა. ეს სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ზე. თუ ქვე­ყა­ნა არ ვი­თარ­დე­ბა, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებს ბან­კე­ბი თა­ვი­სით ვერ და­წე­ვენ. მე თუ რა­ი­მე ნივ­თი 10 ლარ­ში მაქვს აღე­ბუ­ლი, 9 ლა­რად ხომ ვერ გავ­ყი­დი? შე­სა­ბა­მი­სად, იმის­თვის, რომ ჩვენც კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვი­ყოთ და კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა უფრო მეტი სეს­ხი გას­ცენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. და თუ რა­ტომ არის სა­ჭი­რო, რომ ბან­კებ­მა სეს­ხი გას­ცენ და ეს რო­გორ ეხ­მა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, ამას ცალ­კე რუბ­რი­კას და­ვუთ­მობ.

ავ­ტო­რი: ანა გე­ლო­ვა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რატომ არის ლარში სესხები უფრო “ძვირი“, ვიდრე უცხოურ ვალუტაში

რატომ არის ლარში სესხები უფრო “ძვირი“, ვიდრე უცხოურ ვალუტაში

სესხის განაკვეთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. თითქმის ყველა, ვისაც სესხი ერთხელ მაინც აუღია, აღნიშნავს, რომ საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. თვალშისაცემია, სხვაობა ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის. შესაბამისად, ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება შეკითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ მოკლედ აგვეხსნა, რატომ არის ასეთი სხვაობა საპროცენტო განაკვეთებში და ზოგადად, რა განსაზღვრავს სესხზე განაკვეთის ოდენობას.

როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება საქართველოში არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით არის ის, რომ ძალიან მაღალია. მაგალითისთვის, გერმანიაში და შვეიცარიაში გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს, მაგრამ მათი ეკონომიკა ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს მათთან საბანკო პროდუქტებზე - ისინი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, შესაბამისად, ფულის სესხად აღებაც იქ უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, სესხის განაკვეთის განმსაზღვრელი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერეა. საქართველო კი ღარიბ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში 101-ე ადგილზეა.

მოდით ვნახოთ რა განსაზღვრავს სესხებზე განაკვეთის დონეს.

პირველ რიგში ეს არის მოზიდული სახსრების ღირებულება.

სესხის განაკვეთზე მოქმედებს ბანკის სამი ტიპის ხარჯი, საიდანაც პირველი გასაცემი სესხის სახსრების ღირებულებაა. ანუ, ბანკი ფინანსური რესურსის გამტარია. მან ჯერ უნდა ისესხოს ფული, რომ შემდეგ კლიენტზე გადაასესხოს რომელიმე საკრედიტო პროდუქტის ფორმით. ფაქტია, რომ რაც უფრო ძვირი უჯდება ბანკს მოზიდული სახსრები, მით უფრო ზრდის გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთს, რათა თავისი ხარჯები დაფაროს.

სესხზე განაკვეთის ოდენობას ასევე განსაზღვრავს სესხების დანაკარგების რისკი. გაცემული სესხებიდან შესაძლო დანაკარგები, რასაც ბანკირები საკრედიტო რისკს უწოდებენ, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პროცენტის ოდენობას განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ბანკის მიერ გაცემულ ყველა სესხს კლიენტები ვერ აბრუნებენ. რაც უფრო რთული ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში, სესხის დაბრუნების რისკიც პროპორციულად იზრდება. ამ რისკის ზრდასთან ერთად კი იზრდება სესხის განაკვეთებიც. ზოგ შემთხვევაში, ეს რისკი შესაძლოა სულაც არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად, ასეთი შესაძლოა იყოს სიკვდილის რისკი.

მესამე ნაწილი, რაც სესხებზე განაკვეთის დონეს განსაზღვრავს ბანკის საოპერაციო ხარჯებია. ეს ის ხარჯებია, რასაც ბანკი თანამშრომლების ხელფასებში და ფილიალების ოპერირებაში იხდის. ბანკს ყოველთვიურად უწევს დენის, გაზის, საკანცელარიო მასალების და კიდევ უამრავი სხვა ხარჯის გაწევა, რომ შესაძლებელი იყოს სესხის მიწოდება კლიენტებამდე. ჯამში, სესხის განაკვეთი უნდა ფარავდეს ამ სამ ხარჯს, რომ ბანკს უღირდეს კლიენტთან თანამშრომლობა.

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც მომხმარებელს უჩნდება, რატომ არის ლარში სესხის განაკვეთი უფრო ძვირი, ვიდრე დოლარში ან ევროში?

ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯის ტიპებიდან პირველი, ანუ მოზიდული სახსრების ღირებულება ის ხარჯია, რა ფასადაც ბანკს თავად უჯდება ფულის სესხება. ლარში დღეს ეს ფასი მინიმუმ 10%-ია. ეს არის განაკვეთი, რომლითაც ბანკებს შეუძლიათ ეროვნული ბანკისგან ისესხონ ფული, რომელსაც შემდეგ კიდევ სხვა ხარჯები ემატება და ასე განისაზღვრება კლიენტისთვის ხელმისაწვდომი კრედიტის განაკვეთი. ეროვნული ბანკი კომერციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფულის ლარში სესხად აღების ძირითადი წყაროა, რადგან დანაზოგის შენახვა ბანკებში ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს, უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ. ლარის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი წყარო, ფიზიკური პირების და ბიზნესის მიერ ბანკებში განთავსებული სახსრებია. ლარში ვადიანი დეპოზიტები (1 წლიანი ანაბარი) დღეს ბანკს წლიური 11-12% უჯდება. დოლარის ან ევროს მოზიდვა ბანკებს ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფი უჯდებათ, რაც აიაფებს ამ ვალუტაში გაცემული სესხის ღირებულებას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ბანკებს შეუძლიათ დოლარი 4%-ში, ხოლო ევრო 2.5%-ად მოიზიდონ. შესაბამისად, მინიმუმ 5%-6%-იანი სხვაობა ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს შორის არ უნდა გაგვიკვირდეს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 200 ათას ლარამდე სესხები, მხოლოდ ლარში გაიცემა. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ უცხოურ ვალუტაში სესხით ვისარგებლოთ, 200 ათას ლარზე მეტი უნდა ავიღოთ. ამ შემთხვევაში ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ 60 -70 ათას დოლარზე მეტი გვექნება გადასახდელი. როცა ამხელა თანხას ვსესხულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტხანს დავფიქრდებით, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, უფრო მეტი ცოდნა გვექნება სესხთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ერთგვარ გარანტიას, რომ გავითვალისწინებთ იმ სავალუტო რისკს, რაც სესხს ახლავს.

რა არის სავალუტო რისკი?

ახლა კი იმის შესახებ თუ რა არის სავალუტო რისკი. სავალუტო რისკია, როცა სესხს ვიღებთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი არ გვაქვს. მაგალითად, როდესაც შემოსავალი გვაქვს ლარში და სესხს ვიღებთ სხვა ვალუტაში, ლარის კურსის გაუფასურების შემთხვევაში, ყოველთვიურად ჩვენ გაცილებით მეტი ლარი დაგვჭირდება, კონკრეტული რაოდენობის დოლარის შესაძენად. მაგალითად, თუ 5-6 წლის წინ 100 დოლარი 200 ლარი ღირდა, ახლა 100 დოლარის შესაძენად 315 ლარი გვჭირდება. ანუ, 100 დოლარი რამდენიმე წელიწადში 115 ლარით გაგვიძვირდა. ამიტომ, ეს სავალუტო რისკი უნდა გავითვალისწინო.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩემს პირად მაგალითს გიამბობთ. 2012 წელს დოლარში ავიღე იპოთეკური სესხი. გახსოვთ ალბათ, წლების განმავლობაში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 1.65-ის ფარგლებში იყო, მაგრამ 2013 წლიდან ლარმა მკვეთრად გაუფასურება დაიწყო და თუ მანამდე 800-900 დოლარის შესაძენად თვეში დაახლოებით 1500 ლარი მჭირდებოდა, აღმოჩნდა რომ დოლარის შესაძენად საჭირო თანხა ყოველთვიურად განუხრელად მეზრდებოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე დოლარში აღებული სესხი ლარში გადამეტანა, რადგან შემოსავალი უცხოურ ვალუტაში არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე უფრო მაღალია, ყოველთვიურად იმაზე ნერვიულობა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა, აღარ მიწევს და ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის ფიქსირებულ თანხას ვიხდი, რომელიც კურსის ცვლილებაზე დამოკიდებული არ არის. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ლარში გადატანა ჩემთვის სრულიად მომგებიანი აღმოჩნდა. ამიტომ ეს რისკები ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვიწყებთ მსჯელობას იმაზე, ლარში ავიღოთ სესხი თუ დოლარში. მეტსაც გეტყვით, სესხი ლარში რომ არ გადამეტანა, გასულ წელს, როცა ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში საშუალოდ 3.1 ლარი შეადგინა, აღმოჩნდებოდა, რომ სესხის აღების მომენტთან შედარებით გადასახადი 188% ით გამიძვირდებოდა! მსგავსი არასასიამოვნო სიურპრიზისგან თავის დასაზღვევად კი, ლარში სესხის აღება და მხოლოდ 5% ით მეტის გადახდა ნამდვილად ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო.

თუ ეკონომიკა განუხრელად გაიზრდება, საპროცენტო განაკვეთებიც ნელ-ნელა დაიწყებს შემცირებას.

ამის ტენდენციას წლების განმავლობაში ვაკვირდებით, როდესაც საპროცენტო განაკვეთები, მუდმივად მცირდებოდა, მათ შორის ლარში და საბოლოო ჯამში მახსოვს იყო ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა. გვაქვს ორწლიანი პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ისევ ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ამიტომ არის პირდაპირ დაკავშირებული - საპროცენტო განაკვეთების საკითხი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. თუ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდება. ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომერციულ ბანკებზე. თუ ქვეყანა არ ვითარდება, საპროცენტო განაკვეთებს ბანკები თავისით ვერ დაწევენ. მე თუ რაიმე ნივთი 10 ლარში მაქვს აღებული, 9 ლარად ხომ ვერ გავყიდი? შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ და კომერციულმა ბანკებმა უფრო მეტი სესხი გასცენ, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. და თუ რატომ არის საჭირო, რომ ბანკებმა სესხი გასცენ და ეს როგორ ეხმარება ეკონომიკურ ზრდას, ამას ცალკე რუბრიკას დავუთმობ.

ავტორი: ანა გელოვანი