პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალაშქროდ წასული ამერიკელი ოჯახის ტრაგედია - რა გახდა ელენის, ჯონათანისა და მათი 1 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი?
სალაშქროდ წასული ამერიკელი ოჯახის ტრაგედია - რა გახდა ელენის, ჯონათანისა და მათი 1 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი?

აგ­ვის­ტო­ში კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სი­ე­რას ეროვ­ნულ პარკში, სა­ლაშ­ქროდ წა­სუ­ლი ოჯა­ხი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. მას შემ­დეგ აქ­ტი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ახ­ლა­ღა გა­ე­ცა კი­თხვას პა­სუ­ხი, თუ რის გამო და­ი­ღუ­პა ელენ ჩუნ­გი (31 წლის), ჯო­ნა­თან გე­რი­ში (45 წლის) და მათი 1 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მიჯუ.

ოჯა­ხი ძაღ­ლთან - ოს­კის­თან ერ­თად, 15 აგ­ვის­ტოს სი­ე­რა ნე­ვა­დის ეროვ­ნუ­ლი ტყის უკაც­რი­ელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ლაშ­ქროდ გა­ემ­გზავ­რა. მათი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა ორი დღის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს გზის ბი­ლიკ­თან ახ­ლოს, ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე იპო­ვეს ჯო­ნა­თა­ნის და მი­ჯუს ცხედ­რე­ბი, ელე­ნისს სხე­უ­ლი კი ცოტა უფრო მო­შო­რე­ბით, აღ­მარ­თთან ნა­ხეს.

გა­მო­ძი­ე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ად­გი­ლობ­რივ­მა შე­რიფ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ოჯა­ხი გა­და­ხუ­რე­ბი­სა და გა­უ­წყლო­ე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა: "ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ამინ­დის გამო მოხ­და“, - თქვა მა­რი­პო­ზას ოლ­ქის შე­რიფ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გე­რიშს 2017 წელ­საც და­უ­გეგ­მავს ლაშ­ქრო­ბა მსგავ­სი მარ­შრუ­ტით, თუმ­ცა იმ­ჟა­მად ტემ­პე­რა­ტუ­რა ბევ­რად უფრო და­ბა­ლი იყო და 2018 წლის ფერ­გი­უსო­ნის ხან­ძარ­საც არ ჰქონ­და ჯერ კვა­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ხან­ძრის შემ­დეგ, ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­ვი­და მა­რი­პო­ზა­დან, რათა გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხე­ე­ბის­თვის თავი აე­რი­დე­ბი­ნათ. ელენს და ჯო­ნა­თანს ამა­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ.

ჩა­ნა­წე­რებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ოჯა­ხი სა­ლაშ­ქროდ მხო­ლოდ 1 სამ­გზავ­რო ჭი­ქი­თა და 2.5 - ლიტ­რი­ა­ნი წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რით წა­ვი­და.

ამე­რი­კის ლაშ­ქრო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის - ვეს­ლი ტრიმბლის თქმით, ეს შემ­თხვე­ვა კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს, რომ ლაშ­ქრო­ბის­თვის წი­ნას­წარ უნდა დავ­გეგ­მოთ ყვე­ლა­ფე­რი.

ის ურ­ჩევს ხალ­ხს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­აფრ­თხი­ლონ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ან მე­ზობ­ლე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ სად მი­დი­ან და რამ­დენ ხან­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან უკან.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკვირს
2

2 დღეში ისეთი რა გაუწყლოება უნდა დამართოდათ, თან მანქანით იყვნენ.

ასე სამივე და ძაღლიც. 

სულ რომ გწყუროდეს, ბავშვს მაინც ეყოფოდა 2,5 ლ ორ დღეს. დაუჯერებლად ზერელედ გამოიძიეს, მგონი იფიქრეს არავინ ჩივისო

???
8

ორი მოზარდი,ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და თან მხოლოდ ერთი ბოთლი წყალი წაიღეს? რაღაც აბსურდულად ჟღერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

სალაშქროდ წასული ამერიკელი ოჯახის ტრაგედია - რა გახდა ელენის, ჯონათანისა და მათი 1 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი?

სალაშქროდ წასული ამერიკელი ოჯახის ტრაგედია - რა გახდა ელენის, ჯონათანისა და მათი 1 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი?

აგვისტოში კალიფორნიაში, სიერას ეროვნულ პარკში, სალაშქროდ წასული ოჯახი გარდაცვლილი ნახეს. მას შემდეგ აქტიური გამოძიება მიმდინარეობდა და ახლაღა გაეცა კითხვას პასუხი, თუ რის გამო დაიღუპა ელენ ჩუნგი (31 წლის), ჯონათან გერიში (45 წლის) და მათი 1 წლის ქალიშვილი მიჯუ.

ოჯახი ძაღლთან - ოსკისთან ერთად, 15 აგვისტოს სიერა ნევადის ეროვნული ტყის უკაცრიელ ტერიტორიაზე სალაშქროდ გაემგზავრა. მათი სატვირთო მანქანა ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს გზის ბილიკთან ახლოს, ამის შემდეგ მალევე იპოვეს ჯონათანის და მიჯუს ცხედრები, ელენისს სხეული კი ცოტა უფრო მოშორებით, აღმართთან ნახეს.

გამოძიების საბოლოო შედეგების მიხედვით, ადგილობრივმა შერიფმა გამოაცხადა, რომ ოჯახი გადახურებისა და გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა: "ეს ტრაგიკული შემთხვევა ამინდის გამო მოხდა“, - თქვა მარიპოზას ოლქის შერიფმა.

ინფორმაციის მიხედვით, გერიშს 2017 წელსაც დაუგეგმავს ლაშქრობა მსგავსი მარშრუტით, თუმცა იმჟამად ტემპერატურა ბევრად უფრო დაბალი იყო და 2018 წლის ფერგიუსონის ხანძარსაც არ ჰქონდა ჯერ კვალი დატოვებული.

ხანძრის შემდეგ, ბევრი ადგილობრივი გადავიდა მარიპოზადან, რათა გაუსაძლისი სიცხეებისთვის თავი აერიდებინათ. ელენს და ჯონათანს ამაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ოჯახი სალაშქროდ მხოლოდ 1 სამგზავრო ჭიქითა და 2.5 - ლიტრიანი წყლის რეზერვუარით წავიდა.

ამერიკის ლაშქრობის საზოგადოების კომუნიკაციის და კრეატიული დირექტორის - ვესლი ტრიმბლის თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ლაშქრობისთვის წინასწარ უნდა დავგეგმოთ ყველაფერი.

ის ურჩევს ხალხს, რომ აუცილებლად გააფრთხილონ ოჯახის წევრები ან მეზობლები იმის შესახებ, თუ სად მიდიან და რამდენ ხანში დაბრუნდებიან უკან.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა