საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“ - ენტონი ფაუჩი
"როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერ­გი­უ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი მო­ქა­ლა­ქე­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის "ბუს­ტერ“ დო­ზის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, რად­გან, მისი თქმით, რო­გორც ჩანს, კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რონ“ ვა­რი­ანტს "ფა­ი­ზე­რი­სა“ და "მო­დერ­ნას“ ორი სა­წყი­სი დო­ზის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი დაც­ვის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­უძ­ლია.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რო­დე­საც თქვენ იღებთ "ბუს­ტერს“, ის ზრდის დაც­ვას საკ­მა­რი­სად მა­ღალ დო­ნე­ზე და კარ­გად მოქ­მე­დებს "ომიკ­რო­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ“, - აღ­ნიშ­ნა ფა­უ­ჩიმ.

მისი თქმით, ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დოზა "ომიკ­რო­ნის­გან“ "ოპ­ტი­მა­ლურ" დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მო­ვუ­წო­დოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არ არი­ან აც­რი­ლე­ბი, რომ აიც­რან. მათ კი, ვინც აც­რი­ლე­ბი არი­ან, მი­ი­ღონ "ბუს­ტერ“ დოზა, რად­გან თუ გსურთ იყოთ ოპ­ტი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი, ნამ­დვი­ლად უნდა მი­ი­ღოთ "ბუს­ტე­რი“, - აღ­ნიშ­ნა ფა­უ­ჩიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, კომ­პა­ნი­ებ­მა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი ვაქ­ცი­ნის სამი დოზა "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტუ­რია. სამ­ხრეთ აფ­რი­კამ "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 24 ნო­ემ­ბერს გა­ავ­რცე­ლა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს 63 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“ - ენტონი ფაუჩი

"როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, როგორც ჩანს, კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტს "ფაიზერისა“ და "მოდერნას“ ორი საწყისი დოზისგან გამოწვეული დაცვის თავიდან არიდება შეუძლია.

"წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას საკმარისად მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ვაქცინის დამატებითი დოზა "ომიკრონისგან“ "ოპტიმალურ" დაცვას უზრუნველყოფს.

"კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილები, რომ აიცრან. მათ კი, ვინც აცრილები არიან, მიიღონ "ბუსტერ“ დოზა, რადგან თუ გსურთ იყოთ ოპტიმალურად დაცული, ნამდვილად უნდა მიიღოთ "ბუსტერი“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, კომპანიებმა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა "ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია. სამხრეთ აფრიკამ "ომიკრონ“ ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბერს გაავრცელა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 დეკემბრის მონაცემებით "ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 63 ქვეყანაშია გამოვლენილი