ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი დეკანოზი ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას დეკანოზის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს.
"რატომღაც თავის წარმოჩენა მოინდომა ვითომ კრიტიკული გამოსვლებით. ადამიანმა კრიტიკა თვითკრიტიკით უნდა დაიწყოს და თვითკრიტიკა კი მას აკლია, ეს მისი პრობლემაა. შეიძლება აკრიტიკებდე, მაგრამ არსებობს ეთიკური ნორმები. სინოდმა ჩათვალა, რომ ის არღვევს ეთიკის ნორმებს და სამღვდელო ხარისხის შესაბამისად ვერ იქცევა. თუ სინოდმა გამოიტანა განაჩენი, მაშინ ის უნდა გაჩერდეს და გაარკვიოს რას ითხოვს სინოდი მისგან," - განაცხადა მეუფე იოანემ.
საპატრიარქომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ 10 დეკემბერს გაავრცელა.