ავტორი:

"სააკაშვილს სიარულის პრობლემები აქვს, გრძელდება საერთო სისუსტე, ამას დაემატა კუჭ-ნაწლავის პრობლემები" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"სააკაშვილს სიარულის პრობლემები აქვს, გრძელდება საერთო სისუსტე, ამას დაემატა კუჭ-ნაწლავის პრობლემები" - ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ასევე მას აღენიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ანემია, რაც აქამდე არ ჰქონია.

როგორც ყიფშიძემ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და სტაბილურად ცუდია.

“პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. გრძელდება საერთო სისუსტე, ასევე აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. ამას პლუს დაემატა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ახალი პრობლემაა და ბოლო 2 დროს განმავლობაში განვითარდა. ასევე არის გამოკვეთილი ანემია, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები აღენიშნებოდა როცა შიმშილობდა, შემდეგ გამოსწორდა და ახლა ისევ დაეწყო. ასევე აღენიშნება ნეიროდეფიციტი, რომელიც ჩემი აზრით, გამოხატულია და რაც შეიძლება სწრაფად საჭიროებს კოლეგირებას“, - აცხადებს ექიმი. ამასთან, ყიფშიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ადეკვატურ მკურნალობას ვერ იღებს.

"ჩემი აზრით, არ არის მკურნალობა ბოლომდე ადეკვატური იმისა რაც სჭირდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ცუდია, მე ვერ ვიტყვი რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, შეიძლება ის დოზა რასაც პრეზიდენტს აძლევდნენ, არ აღემატებოდეს თერაპიულ დოზას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს დოზა ძალიან დიდი იყო მის მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის," - განაცხადა ყოფშიძემ.