ავტორი:

იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს და ყველაფერი ტყუილია

იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს და ყველაფერი ტყუილია

იტალიაში გამართულ ხელოვნების ფესტივალზე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი სინამდვილეში არ არსებობს, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოველივეს გამო ის საზოგადოების დიდმა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, ბოდიში მოიხადა.

"არა, სანტა კლასუსი არ არის ნამდვილი. საერთოდაც, ის წითელი კოსტიუმიც ბრენდის რეკლამისთვის აარჩია კოკა-კოლამ,“ - თქვა სიცილიელმა ეპისკოპოსმა სიცილიის ნოტოს ეპისკოპოსმა და პატარებს გული მოუკლა.

მომხდარის შემდეგ, ნოტოს ეპარქიის კომუნიკაციების დირექტორმა "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა:

"უპირველეს ყოვლისა, ეპისკოპოსის ნაცვლად, მის განაცხადზე, რომელმაც პატარებში იმედგაცრუება გამოიწვია, მწუხარებას გამოვთქვამ. მინდა დავამატო, რომ მონსინიორ სტალიანოს განზრახვა ეს სულაც არ ყოფილა", - აღნიშნული იყო პოსტში.

იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში კი თავად სტალიანომ თქვა, რომ მისი ასეთი საუბრის მიზანი, ბავშვებისთვის სიმართლის და ტყუილის გარჩევის სწავლება იყო.

ეპისკოპოსის განმარტებით, მას სურდა შობის ნამდვილი მნიშვნელობისთვის გაესვა ხაზი, რადგან კომერციალიზაციამ დღესასწაულს სულიერება დააკარგვინა.

მანვე დაამატა, რომ შობის გზავნილი არის სიკეთის გაცემა: "კომერციალიზაციის ფონზე დაიკარგა და ახლა ხალხს განათებები და შოპინგი ჰგონია შობის მთავარი ატრიბუტი", - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა