უკვე არავინ დავობს, რომ ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესების მშვიდობიანი გადაწყვეტა მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია. ამის დასტურია ბოლო დროინდელი შეტაკებები, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანული მხარის მიერ დაწყებული სროლის შედეგად, მათი შეირაღებული ძალებიდან ერთი პირი გარდაიცვალა, რამდენიმე დაჭრილია. მათგან ექვსის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა.
აზერბაიჯანულის მხარის ცნობით, ქელბაჯარის რაიონში ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, მათმა სამხედროებმა კი, პროვოკაციას შესაბამისი ზომებით უპასუხეს.
როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება შემდეგშიც გაგრძელდება, რადგან გასული წლის ომის შემდეგ შეუთანხმებელი საზღვრების თემა ღია დარჩა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციტივით, ორივე ქვეყნის ლიდერი მას სამმხრივ ფორმატში შეხვდა, რა დროსაც, პუტინმა მათ ზეთისხილი რტოები გადასცა, რაც მისივე თქმით, "მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა."
პოლიტიკური მიმომხილველის, ნაირა არუმიანის მოსაზრებით, ასეთი ინცინდენტები შემდეგშიც გაგრძელდება, რადგან სომხეთის საზღვარზე შეირაღებული კონფლიქტები უკვე ჩვეულებრივი გახდა.
"ასეთი ინცინდენტებით, მუდმივი წნეხით, ბაქო ცდილობს, დააზუსტოს ხაზი, რომლითაც საზღვრის დელიმიტაცია უნდა მოხდეს. მანამდე კი, ის ყველა გზით სომხეთის დასუსტებას და ვითარების მისთვის სასურველ კონდინციამდე მიყვანას ცდილობს. ვიდრე საზღვრის დასადგენად საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები არ არსებობს, ასეთი ინცინდენტებისთვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად", - ამბობს არუმიანი kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ვარაუდობს, რომ ბოლო ინცინდენტი მოსკოვში 3+2 ფორმატში გამართულ შეხვედრას უკავშირდება.
რუსული გამოცემის ცნობით, "რუსეთის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერებთან ერთად, მოსკოვში თანამშრომლობისა და საერთო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტივები განიხილეს. ასევე გამოხატეს ინტერესი, ერთობლივ თანამშრომლობას საქართველოც შეუერთდეს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ერთი სომეხი ანალიტიკოსი, ოვსეპ ხურშუდიანი ამბობს, რომ "პროვოკაციები, როგორც სომხეთის, ასევე, მთიანი ყარაბაღის საზღვართან ბოლო 27 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"2020 წლის შემოდგომის ომამდე, ეს იყო კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფების მთავარი სტრატეგია, რათა არავის დავიწყებოდა, რომ არსებობს კონფქლიტი და რომ სტასტუსკვო სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. ახლა აზერბაიჯანი განაგრძობს სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას, რათა იმ შედეგს მიაღწიოს, რომელსაც კონფლქიტის მსვლელობაში ვერ მიაღწია - მშვიდობიანი შეთანხმება, ასევე საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია", - ამბობს ის.
ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ - "დამარცხებული სომხეთი აწყობს მათ მთავარ მოკავშირესაც, რომლის ლიდერმაც დაპირისპირებულ მხარეებს შეხვედრაზე მოოქროვილი რტო აჩუქა. დასუსტებულ მთავრობასა და მოსახლეობას რომ არაფრის თავი არ აქვს, იძულებულია შეეგუოს იმ რეალობას, რომელსაც მოსკოვი სთავაზობს.
"რამდენ ცეცხლს შუა ვართ, თავადაც არ ვიცით", - წერენ სოციალურ ქსელში.
სომხების თქმით, ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაცია ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პროცესების მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობას აზარალებს.
"თუმცა, თუ სომხეთი გაჯიუტდება, მაშინ ბაქო გააძლიერებს სამხედრო ზეწოლას ერევანზე, რათა საზღვარზე მისთვის ხელსაყრელი პოზიციები შეიქმნას. დელიმიტაციისა და დემარკაციის უარყოფის პირობებში, საზღვრის რაიმე სახის დარღვევაზე საუბარიც შეუძლებელი იქნება. სატრანსპორტო დერეფნის გარეშე კი, ჯერჯერობით შეიძლება ნახჩევანთან კავშირი, რადგან ირანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, შემოვლითი გზებით შეიძლება იქ მოხვდე. თუმცა სომხეთი, რომელსაც რუსეთთან და ირანთან აზერბაიჯანის გავლით გასასვლელი არ აქვს, დარჩება რეგიონალურ იზოლაციაში, ეკონომიკური ზრდის შანსის გარეშე", - აცხადებს ის.