კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ შეკრებებს პარტიული თანხით ვაფინანსებთ, განსხვავებით თქვენი ბელადისგან" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს
"ჩვენ შეკრებებს პარტიული თანხით ვაფინანსებთ, განსხვავებით თქვენი ბელადისგან" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს

ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე წი­ნან­დალ­ში, სას­ტუმ­რო­ში მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის, მე­რე­ბის, დე­პუ­ტა­ტე­ბის შეკ­რე­ბის მი­ზეზს გან­მარ­ტავს.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმ ზო­გად პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებს, რაც ქვე­ყა­ნას რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­ხით უდ­გას.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე, უქ­მნის თუ არა მათ უხერ­ხუ­ლო­ბას ის ფაქ­ტი, რომ მათ­თვის 450-კა­ცი­ა­ნი ვახ­შა­მია შეკ­ვე­თი­ლი, სა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნის გა­მას­პინ­ძლე­ბა 350 ლარი ჯდე­ბა, მდი­ნა­რა­ძე პა­სუ­ხობს, რომ „სუფ­რა ამ­დე­ნი არ ჯდე­ბა და ეს ტყუ­ი­ლია“.

"ესეც ტყუ­ი­ლი თქვით. ერთი ადა­მი­ა­ნის გა­მას­პინ­ძლე­ბა ამ­დე­ნი და იმ­დე­ნი ჯდე­ბა, ტყუ­ი­ლია, დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ღირს, გულ­წრფე­ლად არ ვიცი, ზუს­ტად რა ჯდე­ბა, მაგ­რამ არა ის თან­ხე­ბი, რაც თქვენ თქვით. დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბის მი­ზა­ნი ვახ­შა­მი კი არ არის, ვახ­შა­მი არის ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში თან­მდე­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბა და სერ­ვი­სი, როცა სას­ტუმ­როს იღებ. დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ გუნ­დი, მათ შო­რის, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, საკ­რე­ბუ­ლო­ში არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, მე­რე­ბი და თით­ქმის, ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი ვი­საც აქ ჩა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, ვიკ­რი­ბე­ბით, რომ გუნ­დურ, სა­ერ­თო ხედ­ვებ­ზე შევ­ჯერ­დეთ და ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, ამას ხში­რად თუ მო­ვა­ხერ­ხებთ. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ერ­თად შეკ­რე­ბა, გუნ­დის სა­ერ­თო მიზ­ნებ­ზე, ხედ­ვებ­ზე დის­კუ­სია, მსჯე­ლო­ბა და სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის გან­სა­ზღვრა ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ სო­ფელს, ქა­ლაქს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს აწუ­ხებს და ბუ­ნებ­რი­ვია, როცა ასე­თი დის­კუ­სია გუნ­დის პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით არის, სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო კარ­გად იქ­ნე­ბა შე­ჯე­რე­ბუ­ლი.

ამ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბა, შე­ვეც­დე­ბით გა­ვი­ა­როთ ის ზო­გა­დი პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რაც ამ ქვე­ყა­ნას რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­ხით უდ­გას“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ფი­ნანსდე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი შეკ­რე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან, მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს „პარ­ტი­უ­ლი თან­ხე­ბით ფი­ნანსდე­ბა“.

„თქვე­ნი ბე­ლა­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბით სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, რა­საც ახლა ჩვენ ვა­კე­თებთ, ამას კი არ აწყობ­და, არა­მედ აწყობ­და ღრე­ო­ბებს, ბო­ტოქ­სებს და ლი­პო­საქ­ცი­ებს იკე­თებ­და, მისი და უგუ­ლა­ვას გახ­დო­მა­ზე ფიქ­რობ­და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში უკაც­რა­ვად, მაგ­რამ „ეგუ­ლა­ვა“, ამის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ ამ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას ვა­ფი­ნან­სებთ პარ­ტი­უ­ლი თან­ხე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მატყუარები
3

ეს რო სხვას დაუძახებს ბელადს :დდდ თქვენს თანაგუნდელს კითხეთ ღარიბაშვილს ბიძინაობას ეგ აღნიშნავს ხოლმე ყოველ დღე მამუკ ვის ყავს ბელადი ?))

---
2

აფერისტ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ჩვენ შეკრებებს პარტიული თანხით ვაფინანსებთ, განსხვავებით თქვენი ბელადისგან" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს

"ჩვენ შეკრებებს პარტიული თანხით ვაფინანსებთ, განსხვავებით თქვენი ბელადისგან" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წინანდალში, სასტუმროში მთავრობის წევრების, საკრებულოს თავმჯდომარეების, მერების, დეპუტატების შეკრების მიზეზს განმარტავს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილავენ იმ ზოგად პრინციპულ საკითხებს, რაც ქვეყანას რეალური გამოწვევების სახით უდგას.

ჟურნალისტების კითხვაზე, საზოგადოების მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, უქმნის თუ არა მათ უხერხულობას ის ფაქტი, რომ მათთვის 450-კაციანი ვახშამია შეკვეთილი, სადაც ერთი ადამიანის გამასპინძლება 350 ლარი ჯდება, მდინარაძე პასუხობს, რომ „სუფრა ამდენი არ ჯდება და ეს ტყუილია“.

"ესეც ტყუილი თქვით. ერთი ადამიანის გამასპინძლება ამდენი და იმდენი ჯდება, ტყუილია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ღირს, გულწრფელად არ ვიცი, ზუსტად რა ჯდება, მაგრამ არა ის თანხები, რაც თქვენ თქვით. დღევანდელი შეკრების მიზანი ვახშამი კი არ არის, ვახშამი არის ყველა სასტუმროში თანმდევი მომსახურება და სერვისი, როცა სასტუმროს იღებ. დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რომ გუნდი, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლები, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით, საკრებულოში არჩეული თავმჯდომარეები, მერები და თითქმის, ყველა დეპუტატი ვისაც აქ ჩამოსვლის საშუალება ჰქონდა, ვიკრიბებით, რომ გუნდურ, საერთო ხედვებზე შევჯერდეთ და ძალიან კარგი იქნება, ამას ხშირად თუ მოვახერხებთ. ძალიან რთულია ამდენი ადამიანის ერთად შეკრება, გუნდის საერთო მიზნებზე, ხედვებზე დისკუსია, მსჯელობა და საერთო მიზნების განსაზღვრა ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თითოეულ სოფელს, ქალაქს, მუნიციპალიტეტს აწუხებს და ბუნებრივია, როცა ასეთი დისკუსია გუნდის პრაქტიკულად მთლიანი შემადგენლობით არის, საერთო პოზიციები კიდევ უფრო კარგად იქნება შეჯერებული.

ამ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმესაათიანი იქნება, შევეცდებით გავიაროთ ის ზოგადი პრინციპული საკითხები, რაც ამ ქვეყანას რეალური გამოწვევების სახით უდგას“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ფინანსდება თუ არა აღნიშნული შეკრება ბიუჯეტიდან, მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს „პარტიული თანხებით ფინანსდება“.

„თქვენი ბელადისგან განსხვავებით, რომელიც საბიუჯეტო თანხებით სამუშაო შეხვედრებს, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ამას კი არ აწყობდა, არამედ აწყობდა ღრეობებს, ბოტოქსებს და ლიპოსაქციებს იკეთებდა, მისი და უგულავას გახდომაზე ფიქრობდა, რომელ ქვეყანაში უკაცრავად, მაგრამ „ეგულავა“, ამისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სამუშაო შეხვედრას ვაფინანსებთ პარტიული თანხებით“, - განაცხადა მდინარაძემ.