პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"12 წლის ვიყავი, მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და საკმაოდ ძვირი, 5000 დოლარი გადავუხადეთ" - ნუცა ბუზალაძე ამერიკიდან მაიკო კაჭკაჭიშვილს პასუხობს
"12 წლის ვიყავი, მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და საკმაოდ ძვირი, 5000 დოლარი გადავუხადეთ" - ნუცა ბუზალაძე ამერიკიდან მაიკო კაჭკაჭიშვილს პასუხობს

კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ორი დღის წინ კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­ი­კომ ღიად ისა­უბ­რა შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, მომ­ღე­რა­ლებ­სა და სიმ­ღე­რის ავ­ტო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ასე­ვე იმ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზეც რაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მოყ­ვე­ბა ხოლ­მე. კერ­ძოდ, ამ­ბობ­და, რომ მომ­ღერ­ლებს "უჭირთ" იმ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, ვის­მა სიმ­ღე­რებ­მაც ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დათ.

"და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, არა­ვის სიმ­ღე­რას აღარ და­ვუ­წერ. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მეძ­ლო სიმ­ღე­რა, მაგ­რამ 200 კი­ლომ­დე ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, სცე­ნას არ მო­ვუხ­დე­ბო­დი და სხვებს გა­და­ვუ­ლო­ცე....

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჩემი სიმ­ღე­რით მო­ი­გო "იურ­მა­ლა", აიღო პრი­ზად 70 ათა­სი დო­ლა­რი. პა­ტა­რა იები ან ბან­ბა­ნერ­კა ან რა­ფა­ე­ლო არც გახ­სე­ნე­ბია, ასე რომ, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი..." - ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში კომ­პო­ზი­ტო­რი.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ჰო­ლი­ვუ­დის და­პყრო­ბას გეგ­მავს. მომ­ღე­რა­ლი შტა­ტებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რის აწყო­ბას აპი­რებს.

AMBEBI.GE-ს ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გვქონ­და კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რის მცდე­ლო­ბა. მომ­ღე­რა­ლი ჩვენს წე­რილს მოკ­ლე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე:

- დიახ, გა­ვა­კე­თებ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს. 12 წლის ვი­ყა­ვი მა­ი­კომ ეს სიმ­ღე­რა რომ და­მი­წე­რა და 5000 დო­ლა­რი გა­და­ვუ­ხა­დეთ ყვე­ლა­ფერ­ში, ტექ­სტი, სიმ­ღე­რა და არან­ჟი­რე­ბა. "იურ­მა­ლა" კი 17 წლის ასაკ­ში მო­ვი­გე. ამ სიმ­ღე­რა­ში ფული გა­და­ვი­ხა­დე და სხვა­თა­შო­რის თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ ძვი­რი.

12 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­შინ არა­ვინ მიც­ნობ­და და ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­ყი­დეთ ეს სიმ­ღე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, აქამ­დე მა­ი­კოს­თვის წყე­ნა თუ შე­მიმ­ჩნე­ვია, გე­ტყვით, რომ არა­სო­დეს...

პირ­ვე­ლი ლა­ი­ვი­დან მე­ო­რე დღეს, მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ჩემი „ლა­ი­ვე­ბი“ ავი­ღე ისე­დაც ვთქვი ლა­ივ­ში ალ­ბათ წავ­შლი-თქო. ეს იმი­ტომ არა, რომ ჩემი სი­ტყვე­ბი უკან წა­ვი­ღე, არა, მა­გა­ლი­თად, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეს ეწყი­ნა, მგო­ნი, არა­და ქრის­ტი­ნე მე­გო­ბა­რია და მად­ლო­ბაც იცის და მად­ლო­ბა­ზე მე­ტიც...

მე ზო­გა­დად ვსა­უბ­რობ­დი 2000 წლი­დან სულ იყო ეს პრობ­ლე­მა და მინ­და რომ აღარ იყოს. სიმ­ღე­რა­ში თუ ჰო­ნო­რა­რი გა­და­ი­ხა­დე ეგ არ ნიშ­ნავს რომ შე­ნია, ჰო­ნო­რა­რი ერთჯე­რა­დი ჯა­მა­გი­რია.

სიმ­ღე­რას კი­დევ მრა­ვალ­გზის წარ­მა­ტე­ბა მო­აქვს და ამის და­ფა­სე­ბა მინ­და ის­წავ­ლონ მეტი არა­ფე­რი, წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას...“ - წერს მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოგი
4

შენ დაგეწერა,რა უნდა სიმღერის დაწერას,ლალა ლა ლა,სულ 3 სიტყვაა საჭირო

ლელა
2

მადლობა ხომ ბუნებრივი,ადამიანური საქციელია და არა რაიმე ნასყიდობის ხელშეკრულების პირობა ,დანარჩენ დასკვნას აღარ გავაკეთებ....

 

ავტორი:

"12 წლის ვიყავი, მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და საკმაოდ ძვირი, 5000 დოლარი გადავუხადეთ" - ნუცა ბუზალაძე ამერიკიდან მაიკო კაჭკაჭიშვილს პასუხობს

"12 წლის ვიყავი, მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და საკმაოდ ძვირი, 5000 დოლარი გადავუხადეთ" - ნუცა ბუზალაძე ამერიკიდან მაიკო კაჭკაჭიშვილს პასუხობს

კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი ორი დღის წინ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მაიკომ ღიად ისაუბრა შოუბიზნესში არსებულ პრობლემებზე, მომღერალებსა და სიმღერის ავტორებს შორის ურთიერთობებზე, ასევე იმ უკმაყოფილებაზეც რაც ამ ურთიერთობებს რიგ შემთხვევებში მოყვება ხოლმე. კერძოდ, ამბობდა, რომ მომღერლებს "უჭირთ" იმ კომპოზიტორების სახელის ხსენება, ვისმა სიმღერებმაც ისინი პოპულარული გახადათ.

"დაფიცებული მაქვს ცხოვრებაში, არავის სიმღერას აღარ დავუწერ. თავიდანვე ყველაზე კარგად შემეძლო სიმღერა, მაგრამ 200 კილომდე ვიყავი და ვფიქრობდი, სცენას არ მოვუხდებოდი და სხვებს გადავულოცე....

ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალა", აიღო პრიზად 70 ათასი დოლარი. პატარა იები ან ბანბანერკა ან რაფაელო არც გახსენებია, ასე რომ, ამაზე მაქვს საუბარი..." - ამბობდა ვიდეოში კომპოზიტორი.

ნუცა ბუზალაძე უკვე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს და ჰოლივუდის დაპყრობას გეგმავს. მომღერალი შტატებში შემოქმედებითი კარიერის აწყობას აპირებს.

AMBEBI.GE-ს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გვქონდა კომენტარის ჩაწერის მცდელობა. მომღერალი ჩვენს წერილს მოკლე გამოეხმაურა.

ნუცა ბუზალაძე:

- დიახ, გავაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. 12 წლის ვიყავი მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და 5000 დოლარი გადავუხადეთ ყველაფერში, ტექსტი, სიმღერა და არანჟირება. "იურმალა" კი 17 წლის ასაკში მოვიგე. ამ სიმღერაში ფული გადავიხადე და სხვათაშორის თავის დროზე საკმაოდ ძვირი.

12 წლის რომ ვიყავი, მაშინ არავინ მიცნობდა და ჩვეულებრივ ვიყიდეთ ეს სიმღერა. რაც შეეხება კითხვას, აქამდე მაიკოსთვის წყენა თუ შემიმჩნევია, გეტყვით, რომ არასოდეს...

პირველი ლაივიდან მეორე დღეს, მაიკო კაჭკაჭიშვილმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:

"ჩემი „ლაივები“ ავიღე ისედაც ვთქვი ლაივში ალბათ წავშლი-თქო. ეს იმიტომ არა, რომ ჩემი სიტყვები უკან წავიღე, არა, მაგალითად, ქრისტინე იმედაძეს ეწყინა, მგონი, არადა ქრისტინე მეგობარია და მადლობაც იცის და მადლობაზე მეტიც...

მე ზოგადად ვსაუბრობდი 2000 წლიდან სულ იყო ეს პრობლემა და მინდა რომ აღარ იყოს. სიმღერაში თუ ჰონორარი გადაიხადე ეგ არ ნიშნავს რომ შენია, ჰონორარი ერთჯერადი ჯამაგირია.

სიმღერას კიდევ მრავალგზის წარმატება მოაქვს და ამის დაფასება მინდა ისწავლონ მეტი არაფერი, წარმატებები ყველას...“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.