ავტორი:

"ჩემი ინფორმაციით, გადმოვარდნილია მაღალი სართულიდან" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა თანამშრომლის გარდაცვალებაზე?

"ჩემი ინფორმაციით, გადმოვარდნილია მაღალი სართულიდან" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა თანამშრომლის გარდაცვალებაზე?

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ახალგაზრდა გოგონას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წერს.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგარზდა ნინი ღვინიაშვილი მის საადვოკატო ოფისში სტაჟიორად იმყოფებოდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩემი გუნდის სახელით მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office ჩემი სტაჟიორის ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში, მომავალი ადვოკატის - ნინი ღვინიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

შეძრწუნებული ვარ ამ ტრაგედიით და დიდხანს გააზრება გამიჭირდება. ნინიმ სწორედ ჩემი რჩევით ჩააბარა ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები, მან ეს შეძლო და დიდი სურვილი ჰქონდა წარმატებული ადვოკატი ყოფილიყო" - წერს კუბლაშვილი.

სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ AMBEBI.GE მარიამ კუბლაშვილს დაუკავშირდა. როგორც ადვოკატმა გვითხრა, ამ ეტაპზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

მარიამ კუბლაშვილი:

- ამ წუთას ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში ჩემი სტაჟიორი იყო. ეს პერიოდი რაც კოვიდია, ყოველდღე ოფისში აღარ დავდიოდით, ადრე უფრო ინტენსიურად. ამ წუთას ინფორმაცია ასეთი მაქვს, რომ გადმოვარდნილია მაღალი სართულიდან, მიმდინარეობს გამოძიება. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძვრება. გამოძიება დაადგენს რა მოხდა. ეს გოგონა თბილისიდან არის.