საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა" - სალომე ზურაბიშვილი
"როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა" - სალომე ზურაბიშვილი

"დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი - ომი, რო­მელ­საც ჩვენ, ყვე­ლა მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის მეტი კონ­სენ­სუ­სი­თა და ერებს შო­რის მეტი სო­ლი­და­რო­ბით უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დე­მოკ­რა­ტი­ის ვირ­ტუ­ა­ლურ სა­მიტ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით იმარ­თე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მი­ტის ინი­ცი­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

პრე­ზი­დენ­ტმა ისა­უბ­რა დე­მოკ­რა­ტი­ის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად დე­მოკ­რა­ტი­ებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა უწევთ, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის პროგ­რესს ემუქ­რე­ბი­ან,

რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ უფრო და­უც­ვე­ლია ყვე­ლა ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხი­სა­გან და კი­დევ უფრო მე­ტად გვჭირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ლი­და­რო­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ახლო წარ­სულ­მა ცხად­ყო, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და პრო­ცე­სებ­ზე.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც არ უნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს ისი­ნი, არა­საკ­მა­რი­სი და არას­რულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა, თუ არ ვი­პო­ვით იმ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის, სი­ძულ­ვი­ლი­სა და და­ყო­ფის დაძ­ლე­ვის გზას, რომ­ლებ­მაც და­ი­პყრო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

"ეს მარ­თლაც დრო­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, ვი­ნა­ი­დან დე­მოკ­რა­ტია დღეს სა­გუ­ლის­ხმო გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას, იმ­დე­ნად, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ომი, რო­მელ­საც ჩვენ ყვე­ლა მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის მეტი კონ­სენ­სუ­სი­თა და ერებს შო­რის მეტი სო­ლი­და­რო­ბით უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ,

ყო­ველ­დღი­უ­რად დე­მოკ­რა­ტი­ებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა უწევთ, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის პროგ­რესს ემუქ­რე­ბი­ან, უპი­რის­პირ­დე­ბი­ან რა კა­ნონ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო მსოფ­ლიო წეს­რიგს:

გა­და­უჭ­რე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, სამ­ხედ­რო შე­ჯა­ხე­ბე­ბი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ვე­ბი, ოკუ­პა­ცია და გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი ხელს უშ­ლის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს, მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

და­მა­ტე­ბით, ახა­ლი და არატ­რა­დი­ცი­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი აღ­მო­ცენ­და, რო­მელ­თა სა­მიზ­ნე, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბია. დე­მოკ­რა­ტი­ებს მთელს მსოფ­ლი­ო­ში ახლა ომის ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დე­ბის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, მათ შო­რის კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბი და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლა და იძუ­ლე­ბა.

ახა­ლი საფრ­თხე, რო­გო­რი­ცაა COVID-19-ის პან­დე­მია, ასე­ვე გა­მოწ­ვე­ვაა დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის უნა­რი­სათ­ვის, იპო­ვონ სწო­რი ბა­ლან­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შო­რის.

და­ბო­ლოს, ის, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: დე­მოკ­რა­ტი­ებს შიგ­ნი­და­ნაც აყე­ნე­ბენ დარ­ტყმას. პო­ლა­რი­ზა­ცია, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და სი­ძულ­ვი­ლის ენა არამ­ხო­ლოდ აღ­ვი­ვებს შიდა და­პი­რის­პი­რე­ბას, არა­მედ არ­ყევს სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტებს და დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს, მათ შო­რის, დე­მოკ­რა­ტი­ის ორი საყ­რდე­ნის: არ­ჩევ­ნებ­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნდო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ეს საფრ­თხე სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხით ეხე­ბა. რუ­სეთს კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს (სა­ქარ­თვე­ლოს) ტე­რი­ტო­რი­ის 20%, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და დე­მოკ­რა­ტია უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

რო­გორც პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა, ჩვენ კი­დევ უფრო და­უც­ვე­ლი ვართ ყვე­ლა ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხი­სა­გან და კი­დევ უფრო მე­ტად გვჭირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ლი­და­რო­ბა.

ახლო წარ­სულ­მა ცხად­ყო, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩვენს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და პრო­ცე­სებ­ზე.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ­თვის ცხა­დია, რომ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ ამ გა­მოწ­ვე­ვებს და წინ წა­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ 30 წლის წინ არ­ჩე­ულ გზა­ზე, რო­მელ­მაც დე­მოკ­რა­ტი­ის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და პროგ­რე­სის­კენ სვლის არა­ერ­თი სიძ­ნე­ლე გა­დაგ­ვა­ლა­ხი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს გზა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და იგი ნა­ტოს სან­დო პარტნი­ო­რი და ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი გა­ხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ აიღო ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა:

სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის შემ­დგო­მი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის მეშ­ვე­ო­ბით.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მი­სა და ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა.

ეს ნა­ბი­ჯე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ველი მო­მა­ვალ წელს მათ შე­სა­ხებ ან­გა­რი­შის წარ­მოდ­გე­ნას, რად­გან ისი­ნი ასა­ხავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

თუმ­ცა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც არ უნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს ისი­ნი, არა­საკ­მა­რი­სი და არას­რულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა, თუ არ ვი­პო­ვით იმ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის, სი­ძულ­ვი­ლი­სა და და­ყო­ფის დაძ­ლე­ვის გზას, რომ­ლებ­მაც და­ი­პყრო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, და ჩვენ არ ვართ გა­მო­ნაკ­ლი­სი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, პი­რო­ბას ვდებ, რომ წა­მო­ვი­წყებ ინ­კლუ­ზი­ურ პრო­ცესს, სა­უ­ბარს ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბით, რო­მელ­შიც ჩაბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რათა მი­ვაღ­წი­ოთ უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­ერ­თო აღ­ქმას, დავძლი­ოთ ტკი­ვი­ლი და წინ წა­ვი­დეთ.

თუ ჩვენ ხე­ლახ­ლა არ შევ­ქმნით ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ჯა­რო დის­კურსს, სა­ნამ არ შევ­ძლებთ წარ­სულ­ზე სა­უ­ბარს და იმის გა­აზ­რე­ბას, თუ რა მოხ­და, ვერ შევ­ძლებთ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რის გა­ნახ­ლე­ბას, იმ კავ­ში­რი­სა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი იდენ­ტო­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი თა­ვის თავ­და­ჯე­რე­ბით წარ­მო­ჩე­ნის სა­ფუძ­ვე­ლია.

ეს არის უფრო სა­ი­მე­დო გზა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ან და­ე­მუქ­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gigi
0

ვნახოთ რას იზავს თუ არ იტყუება .... ერთს რო ლაპარაკობენ და მეორეს აკეთებენ (ყველასათვის ცნობილი პარტიის ლიდრებივით ... დაცინვის, ძალადობისა . ქურდობისა და უსამართლობის მეტს რო არ აკეთებენ)

ზურაბი
0

რუსეთი ტყუილა არ იმუქრება მისი განზრახვა ნათელია თუ ნატო სასწრაფო შეიძლება ხისტ, მაგრამ ვითარების დეესკალაციისთვის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და უკრაინა საქართველოს ნატოს წევრობას არ მიანიჭებს უკრაინაში შეიჭრება. გადახედეთ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ რუსეთის ოფიციოზის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვიღაცას ეგონა ვერ გაბედავდა გაბეადა აგრესიულად დაგვესხა თავს კოსოვოს აღიარების საპირისპიროდ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიც "აღიარა" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სინამდვილეში ოკუპაციასაც ანექსიაში ზრდის, არც ყირიმის ანექსია დაგავიწყდეთ. როდესაც უკრაინამ უარი განაცხადა ატომურ სახელმწიფოდ დარჩენაზე მას გარანტიები მისცეს, რომ მის უსაფრთხოებას დაიცავდნენ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული 300 მილიონი თუ იარაღის მიწვდა რუსისთვის შემაკავებელი ვერ იქნება კრემლის შეკავება შესაძლებელია უკრაინა საქართველოს ნატოში დაუყოვნებელი მიღებით დროა ნატომ ეს გაითავისოს და გადაწყვეტილებაც მიიღოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა" - სალომე ზურაბიშვილი

"როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა" - სალომე ზურაბიშვილი

"დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული - ომი, რომელსაც ჩვენ, ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით იმართება.

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მნიშვნელოვანი სამიტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან,

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო კიდევ უფრო დაუცველია ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა.

პრეზიდენტის თქმით, ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა.

"ეს მართლაც დროული ინიციატივაა, ვინაიდან დემოკრატია დღეს საგულისხმო გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების წინაშე დგას, იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. ომი, რომელსაც ჩვენ ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ,

ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან, უპირისპირდებიან რა კანონზე დამყარებულ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს:

გადაუჭრელი კონფლიქტები, სამხედრო შეჯახებები, ტერიტორიული დავები, ოკუპაცია და გაყინული კონფლიქტები ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს, უპირისპირდება საერთაშორისო წესრიგს, მშვიდობასა და სტაბილურობას.

დამატებით, ახალი და არატრადიციული საფრთხეები აღმოცენდა, რომელთა სამიზნე, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ინსტიტუტებია. დემოკრატიებს მთელს მსოფლიოში ახლა ომის ჰიბრიდული მეთოდების საფრთხე ემუქრება, მათ შორის კიბერთავდასხმები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლა და იძულება.

ახალი საფრთხე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, ასევე გამოწვევაა დემოკრატიების უნარისათვის, იპოვონ სწორი ბალანსი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნებას შორის.

დაბოლოს, ის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.

საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს (საქართველოს) ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია.

როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა.

ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, რომ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და წინ წავიდეთ საქართველოს მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაგვალახინა.

საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი ნატოს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა:

სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით.

ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება.

ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია.

ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას.

თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.

თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.

ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.