სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეა

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ხვალ, 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეა.

ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პა­ა­ტა გუ­რას­პა­ულ­მა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ 8 დე­კემ­ბერს ფე­დე­რა­ცი­ა­ში ერ­თობ­ლი­ვი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს, სა­დაც გუ­რას­პა­ულ­მა კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

პა­ა­ტა გუ­რას­პა­უ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვი ფიქ­რის შე­დე­გია და ერ­თი­ა­ნად უფრო სარ­გე­ბელს მი­უ­ტა­ნენ კა­ლათ­ბურთს, ვიდ­რე ცალ-ცალ­კე.

"კა­ლათ­ბურ­თის ოჯა­ხი არის ერ­თი­ა­ნი, ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი, ყო­ველ­თვის კა­ლათ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლით გან­მსჭვა­ლუ­ლი და მუ­დამ მზად­ყოფ­ნა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის. ჩვენ ვართ დიდი გუნ­დი და ამ გუნდში ყვე­ლას მი­ზა­ნია, რომ კა­ლათ­ბურ­თი კი­დევ უფრო უკე­თე­სი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს და სწო­რედ ამ გუნდს წარ­მო­ვად­გენთ მე და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეც. იმ წვლილ­ში, რო­მელ­ზეც მე ვსა­უბ­რობ, არის ყვე­ლას დამ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის, ჩე­მიც და ვიქ­ტო­რი­საც. ვი­ნა­ი­დან უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვებ­ში სა­ერ­თო ხედ­ვე­ბი გვაქვს გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ, შევ­თან­ხმდით და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში წარვდგე­ბით ერთი გუნ­დით, იმ გუნ­დით, რო­მელ­საც კა­ლათ­ბურთში სიმ­შვი­დე, სი­წყნა­რე და გან­ვი­თა­რე­ბა უნდა და ჩვე­ნი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ჩვე­ნი ფიქ­რი­სა და გან­სჯის შე­დე­გი და მე ვფიქ­რობ, ვიქ­ტო­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი შე­მარ­თე­ბა, მისი მონ­დო­მე­ბა და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ, ჩვენ უფრო მეტ ენერ­გი­ას შეგვძენს. ჩვენ ერ­თი­ა­ნად უფრო მეტ სარ­გე­ბელს მო­ვუ­ტანთ კა­ლათ­ბურთს, ვიდ­რე ცალ-ცალ­კე და ბევ­რად მეტს გა­ვა­კე­თებთ“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა გუ­რას­პა­ულ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა კა­ლათ­ბურ­თის სამ­სა­ხურ­ში რჩე­ბა და თა­ვად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ კა­ლათ­ბურ­თი კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს.

თა­ვის მხრივ, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თულ კა­ლათ­ბურთში არ მოხ­დე­ბა რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა, რისი და­დას­ტუ­რე­ბაც, კან­დი­და­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"მად­ლო­ბა პა­ა­ტას, რომ შევ­თან­ხმდით ჩვე­ნი კა­ლათ­ბურ­თის უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის. ასე­ვე, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს იმ უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რის­თვის, რისი მომსწრეც ყვე­ლა ერ­თად გავ­ხვდით, რომ ამ­ხე­ლა ინ­ვეს­ტი­ცია იდე­ბა ქარ­თულ კა­ლათ­ბურთში. რო­დე­საც დავ­რე­გის­ტრირ­დი კან­დი­და­ტად, მა­შინ­ვე და­ვა­ფიქ­სი­რე, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნე და პი­რო­ბაც დავ­დე, რომ ქარ­თულ კა­ლათ­ბურთში არ მოხ­დე­ბა რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა, ჩვენ ერთი გუნ­დი ვართ და ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას და კა­ლათ­ბურთს. ეს და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ ვაგ­რძე­ლებთ კა­ლათ­ბურ­თის და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მად­ლო­ბა პა­ა­ტას გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის და რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჩემი მხრი­და­ნაც არის სრუ­ლი მზა­ო­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მოქ­მედ ფე­დე­რა­ცი­ას­თან და ჩვენ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ სა­სი­კე­თო საქ­მე­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ასარ­ჩე­ვად კრე­ბა 2021 წლის 11 დე­კემ­ბერს, 13:00 სა­ათ­ზე, „ქორ­თი­არდ მა­რი­ო­ტის“ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ნახეთ რა პირობებში უწევთ ბავშვებს ვარჯიში, თითზე ჩამოსათვლელია წრეები და ნახევარს გათბობაც არ აქვს, ეს ფედერაციები იცოცხლე, ბლომად გვყავს წურბელებივით

ბეყო
0

ასარჩევი რომ არაფერი იყო ? ესე იგი დანიშნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე, რომელიც ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება, ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ სანიკიძეა.

ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ 8 დეკემბერს ფედერაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.

პაატა გურასპაულის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ერთობლივი ფიქრის შედეგია და ერთიანად უფრო სარგებელს მიუტანენ კალათბურთს, ვიდრე ცალ-ცალკე.

,,კალათბურთის ოჯახი არის ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული, ყოველთვის კალათბურთის სიყვარულით განმსჭვალული და მუდამ მზადყოფნაში თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩვენ ვართ დიდი გუნდი და ამ გუნდში ყველას მიზანია, რომ კალათბურთი კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს და სწორედ ამ გუნდს წარმოვადგენთ მე და ვიქტორ სანიკიძეც. იმ წვლილში, რომელზეც მე ვსაუბრობ, არის ყველას დამსახურება, მათ შორის, ჩემიც და ვიქტორისაც. ვინაიდან უმრავლეს შემთხვევებში საერთო ხედვები გვაქვს განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვისაუბრეთ, შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით, იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთში სიმშვიდე, სიწყნარე და განვითარება უნდა და ჩვენი კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ფიქრისა და განსჯის შედეგი და მე ვფიქრობ, ვიქტორის ახალგაზრდული შემართება, მისი მონდომება და პირადი ურთიერთობები როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, ჩვენ უფრო მეტ ენერგიას შეგვძენს. ჩვენ ერთიანად უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ კალათბურთს, ვიდრე ცალ-ცალკე და ბევრად მეტს გავაკეთებთ“, - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.

მისივე თქმით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სრული შემადგენლობა კალათბურთის სამსახურში რჩება და თავად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.

თავის მხრივ, ვიქტორ სანიკიძის განმარტებით, ქართულ კალათბურთში არ მოხდება რაიმე სახის დაპირისპირება, რისი დადასტურებაც, კანდიდატების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

,,მადლობა პაატას, რომ შევთანხმდით ჩვენი კალათბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფოს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რისი მომსწრეც ყველა ერთად გავხვდით, რომ ამხელა ინვესტიცია იდება ქართულ კალათბურთში. როდესაც დავრეგისტრირდი კანდიდატად, მაშინვე დავაფიქსირე, ხაზგასმით აღვნიშნე და პირობაც დავდე, რომ ქართულ კალათბურთში არ მოხდება რაიმე სახის დაპირისპირება, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და კალათბურთს. ეს დადასტურებაა იმისა, რომ ვაგრძელებთ კალათბურთის და ქვეყნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, მადლობა პაატას გაწეული შრომისთვის და როგორც მან აღნიშნა, ჩემი მხრიდანაც არის სრული მზაობა თანამშრომლობის მოქმედ ფედერაციასთან და ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ სასიკეთო საქმეები“, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ასარჩევად კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.