მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა - რას ასახელებს მიზეზად საპატრიარქო?
დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა - რას ასახელებს მიზეზად საპატრიარქო?

სა­პატ­რი­არ­ქოს სი­ნო­დუ­რი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ა­ში მყოფ მღვდელმსა­ხურს, დე­კა­ნოზ ილია (ირაკ­ლი) ჭიღ­ლა­ძეს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა აეკ­რძა­ლა.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი სი­ნო­დის წევ­რე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სად­მი მა­ს­მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და სი­ნო­დურ კო­მი­სი­ა­ზე არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით არ­გა­მო­ცხა­დე­ბა გახ­და.

„რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2021 წლის 11 თე­ბერ­ვლის სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­უ­ბა­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ა­ში მყოფ დე­კა­ნოზ ილია (ირაკ­ლი) ჭიღ­ლა­ძის მიერ წმინ­და სი­ნო­დი­სა და ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­მართ მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გა­კე­თე­ბულ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა და­ე­ვა­ლა სი­ნო­დურ კო­მი­სი­ას.

ამა წლის 3 მარტს გა­მარ­თულ­მა სი­ნო­დურ­მა კო­მი­სი­ამ მო­ის­მი­ნა მისი მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სის, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლი მღვდელმთავ­რის, მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ზე­ნო­ნის (ია­რა­ჯუ­ლი) პო­ზი­ცია დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის სა­ფუძ­ველ­ზე, მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ზე­ნონს კო­მი­სი­ამ მი­მარ­თა თხოვ­ნით, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­სათ­ვის გო­ნივ­რულ ვა­და­ში (კო­მი­სი­ის დას­კვნი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს სამი თვი­სა) უზ­რუნ­ვე­ლე­ყო დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის გა­მო­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სი­ნო­დუ­რი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ზე­ნონ­მა ამა წლის 14 მა­ისს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სად­მი გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რომ: "მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და სი­ნო­დუ­რი კო­მი­სია და­უ­კავ­შირ­დეს უშუ­ა­ლოდ დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძეს და პი­რა­დად აც­ნო­ბოს გა­მო­ძა­ხე­ბი­სა თუ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ“, რი­თაც მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ზე­ნონ­მა თავი აა­რი­და სი­ნო­დუ­რი კო­მი­სი­ის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ თხოვ­ნას.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სი­ნო­დუ­რი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან აგა­რაკ-ტა­ში­რის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის მმარ­თველ მღვდელმთა­ვარ­თან, მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ზე­ნონ­თან (ია­რა­ჯუ­ლი) კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ, ამა წლის 25 ივ­ნისს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დე­კა­ნო­ზი ილია (ირაკ­ლი) ჭიღ­ლა­ძე ერთი თვის ვა­და­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­დურ კო­მი­სი­ა­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც მას გა­ეგ­ზავ­ნა შე­ტყო­ბი­ნე­ბა კო­მი­სი­ის სა­ხე­ლით. თუმ­ცა­ღა, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე არ გა­მო­ცხად­და მი­თი­თე­ბულ ვა­დებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სი­ნო­დურ კო­მი­სი­ა­ზე და არც რა­ი­მე სა­ხის გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ დე­კა­ნო­ზი ილია (ირაკ­ლი) ჭიღ­ლა­ძის მხრი­დან ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი 11 თე­ბერ­ვლის სი­ნო­დუ­რი გან­ჩი­ნე­ბის, ასე­ვე 3 მარ­ტი­სა და 25 ივ­ნი­სის სი­ნო­დუ­რი კო­მი­სი­ის გან­ჩი­ნე­ბე­ბის შემ­დე­გაც არ შე­წყვე­ტი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სი­ნო­დუ­რი კო­მი­სი­ის ამა წლის 30 ივ­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ა­ში მყოფ მღვდელმსა­ხურს, დე­კა­ნოზ ილია (ირაკ­ლი) ჭიღ­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სად­მი მა­ს­მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის, ასე­ვე სი­ნო­დურ კო­მი­სი­ა­ზე არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით არ­გა­მო­ცხა­დე­ბის გამო, მო­ცი­ქულ­თა 55-ე, 56-ე და 74-ე კა­ნო­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ნე­ჩი­ნა ყო­ველ­გვა­რი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის აკ­რძალ­ვა და მი­ე­ცა დრო სი­ნა­ნუ­ლის­თვის.

სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის სა­კი­თხი წა­რედ­გი­ნე­ბა წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაკო
3

დიდება ილია 2 რეს

მოიდა ზურაბი
10

პეტრეს ბანდა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა - რას ასახელებს მიზეზად საპატრიარქო?

დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა - რას ასახელებს მიზეზად საპატრიარქო?

საპატრიარქოს სინოდური კომისიის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა.

როგორც საპატრიარქო განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადება გახდა.

„როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.

ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისათვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ: ,,მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას.

ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით. თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის.

საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას“,- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.