მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა" - ნინო ლომჯარია
"მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა" - ნინო ლომჯარია

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვად შე­ა­ფა­სა ფაქ­ტი, როცა მას სა­სა­მარ­თლოს სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მის­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უკა­ნო­ნო არ­გუ­მენ­ტით არ მი­ე­ცა.

ნინო ლომ­ჯა­რი­ამ პა­ტიმ­რის პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვად შე­ა­ფა­სა მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­სახ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს, 2021 წლის ბო­ლოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა/მსჯავ­რდე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვად შე­ა­ფა­სა ფაქ­ტი, როცა მას პირ­ველ სამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჩვე­ნი აზ­რით, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უკა­ნო­ნო არ­გუ­მენ­ტით დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა უარი გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო­ში მიყ­ვა­ნა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად კი მკურ­ნა­ლო­ბის არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლის შე­წყვე­ტა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­ზღუდ­ვა უხე­შად არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით და­ცუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბას. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის არ­გუ­მენ­ტა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შიმ­ში­ლო­ბის გამო პა­ტიმ­რის გა­დაყ­ვა­ნა იქ­ნე­ბო­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით ვერ ჩა­ით­ვლე­ბა და­სა­ბუ­თე­ბულ არ­გუ­მენ­ტად; მი­თუ­მე­ტეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი არ ეყ­რდნო­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნას. მე­ტიც, მსგავ­სმა პრაქ­ტი­კამ შე­საძ­ლოა ყვე­ლა მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მარს წა­არ­თვას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბად­რა­გი­რე­ბა­ზე უა­რის თქმას, სა­გუ­ლის­ხმოა, რომ საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მსგავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­სა­მარ­თლოს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და მას უკვე ორ­ჯერ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა პი­რა­დად მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა 2021 წლის 11 ნო­ემ­ბერს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს/სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ N18 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­სახ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა პა­ტიმ­რის პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვად შე­ა­ფა­სა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ანა­ლო­გი­უ­რად შე­ფას­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მი­ე­რაც”, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინია
0

ლომჯარია არის მიშას ნომერ პირველი დამცველი, დანარჩენები მეორეხარისხოვნები. ეს სახალხო დამცველი ნამდვილად არ არის. ვის იცავს? მიშას მხოლოდ. სხვა არავინ ამ ქვეყანაზე არ აინტერესებს. ესაა სრული სიმართლე.

:))
0

კარგ დროს მოუწია თანამდებობამ, აიკრავ პირზე და...😷

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა" - ნინო ლომჯარია

"მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას სასამართლოს სხდომებზე დასწრების უფლება არ მისცეს.

როგორც სახალხო დამცველმა საკუთარ ანგარიშში აღნიშნა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა.

ნინო ლომჯარიამ პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება.

"რაც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებს, 2021 წლის ბოლოს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდება/მსჯავრდებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა ბრალდებულის სასამართლოში მიყვანაზე. აღნიშნულის მიზეზად კი მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

სახალხო დამცველის შეფასებით სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. პენიტენციური სამსახურის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, სახალხო დამცველის შეფასებით ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად; მითუმეტეს სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეყრდნობოდა სამედიცინო დასკვნას. მეტიც, მსგავსმა პრაქტიკამ შესაძლოა ყველა მოშიმშილე პატიმარს წაართვას შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში. რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილია სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მას უკვე ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში.

რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც”, - განაცხადა ლომჯარიამ.