მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება" - რას ამბობს კახა კუჭავა ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე
"როცა ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება" - რას ამბობს კახა კუჭავა ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კახა კუ­ჭა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რებ­სა და ფორ­მა­ტებ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არც კი იგ­რძნო­ბო­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეკა ტი­კა­რა­ძე იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­მა­მი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის არას­დროს ეში­ნო­და.

"გუ­შინ ბრი­ფინ­გი ყვე­ლამ მო­ის­მი­ნეთ, ნახ­სე­ნე­ბიც არ იყო და­პი­რის­პი­რე­ბა. როცა ჩვენ ფორ­მა­ტებ­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, არც კი იგ­რძნო­ბო­და რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა. არა მხო­ლოდ ტი­კა­რა­ძის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა­ზე და ა.შ ყო­ველ­დღე მი­დის ჭო­რა­ო­ბა და ადრე თუ გვი­ან, ეს როცა ხდე­ბა, მერე ამ­ბობთ რომ "ხომ ვამ­ბობ­დი­თო“?! სამი წე­ლია ეს ადა­მი­ა­ნი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო, სამი წლის შემ­დეგ მან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან ბევრ ფორ­მატ­ში მათ­თან ერ­თად როცა მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცია, არც კი მიგ­რძვნია რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა.

არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია ვინ შეც­ვლის ტი­კა­რა­ძეს, ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ი­ღებს, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა არაა სა­ჭი­რო, ჩვენ ამ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ ვა­პი­რებთ. იყო ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა, მათ შო­რის მსოფ­ლიო გა­მოწ­ვე­ვა - პან­დე­მია და სა­ქარ­თვე­ლო­საც ამ კუ­თხით ჰქონ­და საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბელ დო­ნე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ეტა­პი. ბევ­რი კმა­ყო­ფი­ლი იყო, ბევ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნი. ეკა ტი­კა­რა­ძე იყო ნამ­დვი­ლად ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არას­დროს ეში­ნო­და თა­მა­მი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი გუ­შინ და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალალა
2

ნეტა სუყველა გადადგეს.....

Irina
11

Garibashvili girseulia, xeli ar axlot.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"როცა ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება" - რას ამბობს კახა კუჭავა ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე

"როცა ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება" - რას ამბობს კახა კუჭავა ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სხვადასხვა შეხვედრებსა და ფორმატებში კომუნიკაციისას ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკა ტიკარაძე იყო ის ადამიანი, რომელსაც თამამი რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების არასდროს ეშინოდა.

"გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის გადადგომაზე და ა.შ ყოველდღე მიდის ჭორაობა და ადრე თუ გვიან, ეს როცა ხდება, მერე ამბობთ რომ "ხომ ვამბობდითო“?! სამი წელია ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი იყო, სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე პირადად ძალიან ბევრ ფორმატში მათთან ერთად როცა მქონდა შეხვედრები და კომუნიკაცია, არც კი მიგრძვნია რაიმე სახის დაპირისპირება.

არ მაქვს ინფორმაცია ვინ შეცვლის ტიკარაძეს, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს, რადგან პარლამენტის დამტკიცება არაა საჭირო, ჩვენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის მსოფლიო გამოწვევა - პანდემია და საქართველოსაც ამ კუთხით ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილებების ეტაპი. ბევრი კმაყოფილი იყო, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ეკა ტიკარაძე იყო ნამდვილად ის ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.