პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან
"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან

ქერ­ჩის კო­მი­სია, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლებ­ზე მუ­შა­ობს, AMBEBI.GE-ს იმ ქარ­თვე­ლე­ბის სიას აწ­ვდის, რომ­ლე­ბიც ნო­ვო­რო­სი­ის­კის აღე­ბი­სას და­ი­ღუპ­ნენ.

ზოგი მათ­გა­ნის გვარ-სა­ხე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ოს ობე­ლის­კზეა და­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მათი ნეშ­თის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ოჯა­ხებს ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე არ ჰქონ­დათ.

სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ან­მა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ნო­ვო­რო­სი­ის­კის სო­ფელ მი­ცხა­კო­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან ქარ­თვე­ლე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო და­მუ­შა­ვე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­თან ერ­თად, ფო­ტო­მა­სა­ლაც მოგ­ვა­წო­და. მათ შო­რი­საა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი, ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას მკი­თხვე­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში ითხოვ­დნენ.

"რო­დე­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში სა­ქარ­თვე­ლო­დან გაწ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ღვაწლ­ზე, ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის მიერ გა­ღე­ბულ მსხვერ­პლზე ვსა­უბ­რობთ, ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, საკ­მა­რი­სია, უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გე­თო... ახლა ვხვდე­ბი, რომ ჯერ ბევ­რმა კი­დევ ვერ გა­ი­გო - მხო­ლოდ სო­ფელ მი­ცხა­კო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი 3 700-მდე ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი ინა­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქ ნო­ვო­რი­ის­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­ეც­ნენ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ზღვა­ში წვე­თია... უამ­რა­ვი გვა­რი არას­წო­რად წე­რია, ერ­თმა­ნეთ­შია არე­უ­ლი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი და ად­გი­ლე­ბი. ამი­ტომ სა­თი­თა­ოდ ვა­მოწ­მებთ არ­ქივ­ში. რო­გორც ჩანს, მათ გვარ-სა­ხე­ლე­ბის ზუს­ტად აღ­ნუს­ხვა­ზე თა­ვის დრო­ზე დი­დად არ უზ­რუ­ნი­ათ. ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შა­ოა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლებს გიგ­ზავ­ნით..." - ამ­ბობს კი­რა­კო­ზი­ა­ნი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

გთა­ვა­ზობთ მათ გვარ-სა­ხე­ლებს:

გი­ორ­გი იო­სე­ბის ძე გა­ბე­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ქა­ლაქ გორ­ში, კლა­რა ცეტ­კი­ნის ქუ­ჩის # 41. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 21 აპ­რილს.

ვლა­დი­მირ ალექ­სე­ის ძე გა­ბე­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ფოთ­ში.

ირაკ­ლი ია­სო­ნის ძე გე­გე­ში­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, ახალ­ცი­ხის # 17. მე­უღ­ლე სო­ფია ივა­ნოვ­ნა.

მი­ხა­ილ თო­მას ძე ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოდ­ბე­ში, ან ბოდ­ბის­ხევ­ში.

ილია კე­ტე­სოს ძე ზე­დე­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში. მე­ტყვი­ამფრქვე­ვე.

აპო­ლონ ან­თი­მო­ნის ძე კე­ვე­რენ­ჩხი­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სუფ­სა­ში. მე­ტყვი­ამფრქვე­ვე­თა დი­ვი­ზი­ი­დან.

გერ­სა­ფონ (ან გე­რა­სი­მე) პეტ­რეს ძე გუ­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტი­ბა­ან­ში.

იო­სებ პლა­ტო­ნის ძე გვე­ლე­სი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძი­რუ­ლა­ში. 1942 წლის აგ­ვის­ტომ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ი­ღუ­პა ნო­ვო­რო­სი­ის­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას. მის პი­რად მო­ნა­ცე­მებ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა, რომ ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებს აც­ნო­ბეს.

აკა­კი ფი­ლი­პეს ძე ეს­ვან­ჯია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ­ში, ბე­რი­ას ქუჩა #36. არ­მი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და 1939 წლი­დან. წო­დე­ბა - უფ­რო­სი ლე­ი­ტან­ტი, მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვის შტურ­მა­ნი. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე საბ­რძო­ლო ჯილ­დო­თი. 1942 წელს მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და სამი წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვი, 1943 წელს სე­ვას­ტო­პო­ლის თავ­დაც­ვა­ში აღე­ბუ­ლი აქვს ორ­დე­ნი. მე­ო­რე წი­თე­ლი ჯვრის ორ­დე­ნი კი, 1944 წელს, შავი ზღვის ფლო­ტის­გან. იმა­ვე წლის 4 აპ­რილს და­ი­ღუ­პა მი­ცხა­კოს სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ში ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ ბერიძე
0

ვეძებ პაპას იოსებ(სოსო) ბერიძეს,იყო ჯავახეთიდან,სოფელ გოგაშნიდან ,იყო სკოლის დირექტორი 

მირია ვატას ძე ხომერიკი
0

უგზოუკვლოდ დაკარგული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან

"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან

ქერჩის კომისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე მუშაობს, AMBEBI.GE-ს იმ ქართველების სიას აწვდის, რომლებიც ნოვოროსიისკის აღებისას დაიღუპნენ.

ზოგი მათგანის გვარ-სახელი ადგილობრივი საერთო სასაფლაოს ობელისკზეა დატანილი, მაგრამ მათი ნეშთის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახებს ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდათ.

სუსანა კირაკოზიანმა, რომელიც ქალაქ ნოვოროსიისკის სოფელ მიცხაკოში, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, იქიდან ქართველების საიდენტიფიკაციო დამუშავებულ მონაცემებთან ერთად, ფოტომასალაც მოგვაწოდა. მათ შორისაა იმ ადამიანების გვარ-სახელები, ვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას მკითხველები კომენტარებში ითხოვდნენ.

"როდესაც მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული ადამიანების ღვაწლზე, ამ პატარა ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლზე ვსაუბრობთ, ხშირად გვეუბნებიან, საკმარისია, უკვე ყველაფერი გავიგეთო... ახლა ვხვდები, რომ ჯერ ბევრმა კიდევ ვერ გაიგო - მხოლოდ სოფელ მიცხაკოში, საქართველოდან წასული 3 700-მდე ადამიანის მონაცემები ინახება, რომლებიც ქალაქ ნოვორიისკის გათავისუფლებას დაეცნენ.

დარწმუნებული ვარ, ეს ზღვაში წვეთია... უამრავი გვარი არასწორად წერია, ერთმანეთშია არეული დაბადების თარიღები და ადგილები. ამიტომ სათითაოდ ვამოწმებთ არქივში. როგორც ჩანს, მათ გვარ-სახელების ზუსტად აღნუსხვაზე თავის დროზე დიდად არ უზრუნიათ. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი სამუშაოა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დამუშავებულებს გიგზავნით..." - ამბობს კირაკოზიანი ჩვენთან საუბარში.

გთავაზობთ მათ გვარ-სახელებს:

გიორგი იოსების ძე გაბელაშვილი - დაბადებული 1924 წელს ქალაქ გორში, კლარა ცეტკინის ქუჩის # 41. დაიღუპა 1943 წლის 21 აპრილს.

ვლადიმირ ალექსეის ძე გაბერაშვილი - დაბადებული 1924 წელს, თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში.

ირაკლი იასონის ძე გეგეშიძე - დაბადებული თბილისში, ახალციხის # 17. მეუღლე სოფია ივანოვნა.

მიხაილ თომას ძე ბარნაბიშვილი - დაბადებული 1921 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში, ან ბოდბისხევში.

ილია კეტესოს ძე ზედელაშვილი - დაბადებული 1924 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. მეტყვიამფრქვევე.

აპოლონ ანთიმონის ძე კევერენჩხილაძე - დაბადებული 1924 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. მეტყვიამფრქვევეთა დივიზიიდან.

გერსაფონ (ან გერასიმე) პეტრეს ძე გურაშვილი - დაბადებული 1924 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში.

იოსებ პლატონის ძე გველესიანი - დაბადებული 1924 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში. 1942 წლის აგვისტომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა, სინამდვილეში დაიღუპა ნოვოროსიისკის გათავისუფლებისას. მის პირად მონაცემებში არ ფიქსირდება, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს აცნობეს.

აკაკი ფილიპეს ძე ესვანჯია - დაბადებული 1921 წელს, სამტრედიის რაიონში, ბერიას ქუჩა #36. არმიაში ირიცხებოდა 1939 წლიდან. წოდება - უფროსი ლეიტანტი, მოიერიშე თვითმფრინავის შტურმანი. დაჯილდოებული იყო რამდენიმე საბრძოლო ჯილდოთი. 1942 წელს მიღებული ჰქონდა სამი წითელი ვარსკვლავი, 1943 წელს სევასტოპოლის თავდაცვაში აღებული აქვს ორდენი. მეორე წითელი ჯვრის ორდენი კი, 1944 წელს, შავი ზღვის ფლოტისგან. იმავე წლის 4 აპრილს დაიღუპა მიცხაკოს სამხედრო აეროდრომში ავიაკატასტროფაში.