ავტორი:

"შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს" - ავთანდილ წერეთელი

"შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს" - ავთანდილ წერეთელი

“შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს, ან ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის "გადაგდება“ ან მე რაში მჭირდებოდა", - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება.

როგორც ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა, ამ საქმის ბრალის დადგენილებას გაეცნო, რასაც არ იზიარებს.

“დღეს ვარ პენსიონერი, ჩემს თავს ვეძახი ბიზნესმენს. დაახლოებით 200-300 მილიონის ბრუნვა ჰქონდა კომპანიებს 2007-2008 წლებში, როდესაც კომპანიებს ვფლობდი”, - განაცხადა წერეთელმა და უპასუხა ადვოკატის კითხვას, რომლის თანახმადაც, ბრალდება მას ედავება, თითქოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ფულის დაუფლებაში დაეხმარა.

“მე საიდან უნდა ვიცოდე ამ თანხების დაუფლებაზე, ვინ რას დაეუფლა. ისეთი დებილი არა ვარ, რომ ვიღაცას 16 მილიონი მივცე და მერე არ დამიბრუნოს. ან ხაზარაძეს ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის "გადაგდება“, ან მე რაში მჭირდებოდა. როდესაც მთხოვეს სესხი, ამას წინ უძღოდა წინა წლები - მათ ნასესხები ჰქონდათ დიდი თანხები და დაბრუნებულიც ჰქონდათ”, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

მისივე თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, რაც მისთვის გაუგებარია.

“იქ არსად წერია, მე რა გავაკეთე. ფული "გავათეთრე”, რისი ფული "გავათეთრე“? წერია ჩაიდინა, მაგრამ რა ჩავიდინე?” - განაცხადა წერეთელმა. მან უპასუხა ასევე კითხვას, აღიარებს და ინანიებს თუ არა ჯაფარიძე-ხაზარიძესთვის ფულის მიცემის მხრივ დახმარებას.

"არც ვაღიარებ და არც ვინანიებ, იმიტომ, რომ რაც არ ჩამიდენია, რა უნდა ვაღიარო”, - განაცხადა წერეთელმა.

ე.წ. ფულის გაგეთრების საქმეზე, მოწმის სახით, დღევანდელ პროცეზე ბადრი ჯაფარიძე, ხოლო წინა პროცესზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.