პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში? - დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტება
ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში? - დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტება

"არა­ნა­ი­რი გეგ­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის არ არის - მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი იყო - აღარ არის, მეც ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტა­რი და აღარ ვარ პარ­ლა­მენ­ტა­რი, ჩვენ გვაქვს რე­სურ­სი, ამ რე­სურსს ვი­ყე­ნებთ და ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვცდი­ლობთ, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცესს და შევ­ქმნათ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბაზა სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა წევ­რმა დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვილ­მა, Foreign Policy-ის და ახ­ლად შექ­მნი­ლი ამე­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფონ­დის (AGECF) ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას - ბრუნ­დე­ბა თუ არა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში.

დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ამე­რი­კა­ში საქ­მი­ა­ნობს და მას არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი არ აქვს.

"ჩვე­ნი ფონ­დის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ამო­ცა­ნაა ჩვენს ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ვუზ­რუნ­ველ­ვყოთ ამ ოფი­სის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ დიდი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­ჩე­ნა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა. პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ არის, მა­მუ­კა ამ ეტაპ­ზე ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში და მისი უშუ­ა­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა არის ამე­რი­კა­ში.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი იყო - აღარ არის, მეც ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტა­რი და აღარ ვარ პარ­ლა­მენ­ტა­რი, ჩვენ გვაქვს რე­სურ­სი, ამ რე­სურსს ვი­ყე­ნებთ და ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვცდი­ლობთ, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცესს და შევ­ქმნათ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბაზა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმის­თვის, რომ ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ი­წყოს და რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან ფარ­თოდ იყოს მო­ცუ­ლი.

არა­ნა­ი­რი გეგ­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის არ არის, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მა­გას, არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ უკავ­შირ­დე­ბა. მე მეს­მის რომ ყო­ველ­თვის ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გა­მო­ჩე­ნა გარ­კვე­ულ კი­თხვებს აჩენს, მაგ­რამ ეს არ არის პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ში. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი, რომ შე­იქ­მნას ამე­რი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფონ­დი 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ფუძნ­და, რომ­ლის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ჯორჯი
3

Დაერხა ამერიკელებს! Გააბანკროტებს თუ დროზე არ მოტყდებიან! Ტრანზიტულ ქვეყანაში რკინიგზა ვერ აამუშავა და ვალებში გაჭედა! 

koka
7

რკინიგზა დაამხო და დააქცია მარტო ხელფასი 27 000 ათასი ქონდა კარგი მუშაობისთვის გადაიყვანეს პრემიერათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში? - დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტება

ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში? - დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტება

"არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის - მთავრობის მეთაური იყო - აღარ არის, მეც ვიყავი პარლამენტარი და აღარ ვარ პარლამენტარი, ჩვენ გვაქვს რესურსი, ამ რესურსს ვიყენებთ და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ ძალიან საინტერესო პროცესს და შევქმნათ ფინანსური ინსტიტუტის ბაზა საქართველოში" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, Foreign Policy-ის და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში საქმიანობს და მას არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

"ჩვენი ფონდის, ორგანიზაციის ამოცანაა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვუზრუნველვყოთ ამ ოფისის რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში დაფუძნება, რომელიც უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება საქართველოსა და რეგიონალურ პროექტებზე და უზრუნველყოფს, რომ დიდი რეგიონალური პროექტების მეშვეობით მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების გაჩენა და საბოლოო ჯამში სიღარიბის დაძლევა. პოლიტიკური გეგმები ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის, მამუკა ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში და მისი უშუალო საქმიანობა არის ამერიკაში.

მთავრობის მეთაური იყო - აღარ არის, მეც ვიყავი პარლამენტარი და აღარ ვარ პარლამენტარი, ჩვენ გვაქვს რესურსი, ამ რესურსს ვიყენებთ და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ ძალიან საინტერესო პროცესს და შევქმნათ ფინანსური ინსტიტუტის ბაზა საქართველოში იმისთვის, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ამერიკული ინვესტიციების მეშვეობით საქართველოდან დაიწყოს და რეგიონში ძალიან ფართოდ იყოს მოცული.

არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის, ეს საქმიანობა მაგას, არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება. მე მესმის რომ ყოველთვის ყოფილი პოლიტიკოსის გამოჩენა გარკვეულ კითხვებს აჩენს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკასთან კავშირში. არანაირი პოლიტიკური გეგმები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომ შეიქმნას ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის წარმომადგენლობა საქართველოში", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა, რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა