ავტორი:

"ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები... თქვით სიმართლე!" - ანა ნაცვლიშვილი კობა გვენეტაძეს

"ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები... თქვით სიმართლე!" - ანა ნაცვლიშვილი კობა გვენეტაძეს

"დღეს ამ ტრიბუნასთან, ან უნდა თქვათ, რომ ვერ ასრულებთ კანონით პირადად თქვენზე და ეროვნულ ბანკზე დაკისრებულ მოვალეობას ფასების სტაბილიზაციის შესახებ, ან უნდა ისაუბროთ სრული სიმართლე და თქვათ, თქვენთან ერთად, ვინ იზიარებს ამ პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაში. ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები ამ ქვეყანაში და გაიღვიძებენ მშივრები" - ასე მიმართა "ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს წარადგენს.

ანა ნაცვლიშვილმა კობა გვენეტაძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა იმ თანამდებობის პირების სახელები და გვარები, ვის გამოც დღეს "კატასტროფული ვითარებაა“ ქვეყანაში.

მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობასა და პანდემიას ბრალდებოდეს.

"ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც შეეძლოთ გაჭირვებით შეეძინათ წიწიბურა და მაკარონი, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ამ ქვეყანაში, ზეთში მოებრაწათ, რომ რაიმე გემო მაინც ჰქონდეს ამ პროდუქტებს, ახლა ამასაც ვერ აკეთებენ. მე არ დაგისვამთ კითხვას პროგნოზის შესახებ, მე მაქვს ორი კონკრეტული შეკითხვა -მე არ ვარ ფინანსისტი ,არც ეკონომისტი, მე ვარ იურისტი და ვიცი, რომ როდესაც რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს, უნდა დაისვას კითხვა: ვისი ბრალია ეს? და მეორე, რისი ბრალია ეს? მე არ მგონია, რომ მხოლოდ საგარეო ფაქტორებით იყოს ახსნადი ეს ძალიან მძიმე ციფრები, რომელიც არ არის მხოლოდ ციფრები და სტატისტიკა, ეს არის კონკრეტული ადამიანებისთვის თავზე დაქცეული სახელმწიფო. შეიძლება მმართველი პარტიისთვის გარკვეული კომფორტის მატარებელი იყოს ის, რომ ყველაფერი დააბრალოს ეროვნულ ბანკს, იმიტომ, რომ იტყვის, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და მართალია ჩვენ ავირჩიეთ ეს კაცი, მაგრამ რაღაცა ვერ მუშაობსო. მერე ამოგეწურებათ თქვენ ვადა, დაასრულებთ თქვენს უფლებამოსილებას, მერე ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ასე გაგრძელდება. მე მგონია, რომ ამ ტყუილში გადის ცხოვრება, ამიტომ მე მაქვს კონკრეტული კითხვა - დღეს ამ ტრიბუნასთან, ან უნდა თქვათ, რომ ვერ ასრულებთ კანონით პირადად თქვენზე და ეროვნულ ბანკზე დაკისრებულ მოვალეობას ფასების სტაბილიზაციის შესახებ, რაც არის კანონით გაწერილი ვალდებულება და აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, ან უნდა ისაუბროთ სრული სიმართლე და თქვათ, თქვენთან ერთად, ვინ იზიარებს ამ პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაში. ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები ამ ქვეყანაში და გაიღვიძებენ მშივრები დიდი ნაწილი ადამიანების და ისინი, ვინც იკვებებიან, ხორცი, თევზი და ტკბილეული თვეობით არ აქვთ ნანახი. მე არ მინდა ამ ვითარების იმაზე მეტად დრამატიზება, ვიდრე საკმაოდ დრამატულია ეს ვითარება და ხომ არ შეიძლება, მუდმივად საუბრობდეთ პრობლემაზე, მაგრამ არასდროს არ ვსაუბრობდეთ იმაზე, ვინ არის ამ პრობლემის შექმნაში თანამონაწილე და მერე ამ პრობლემის ხელის დამფარებელი. ვთქვათ სიმართლე, რატომ გაიქცა ასე ფასები? ვინ ვერ მუშაობს ამ სახელმწიფოში და მოდი, ნუ დავაბრალებთ მარტო მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებს ან პანდემიას. პანდემია და ვირუსი კი არ ქმნის ამ ეტაპზე პრობლემას, ვირუსის ვერ მართვა ქმნის პრობლემას. მე მაინტერესებს ჩამონათვალი თქვენგან იმ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა, თქვენთან ერთად, ვის გამოც დღეს გვაქვს ჩვენ ასეთი კატასტროფული ვითარება ქვეყანაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.