სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება... როდის აპირებთ გადადგომას?" - ბადრი ჯაფარიძე კობა გვენეტაძეს
"ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება... როდის აპირებთ გადადგომას?" - ბადრი ჯაფარიძე კობა გვენეტაძეს

"ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და მისი პრე­ზი­დენ­ტი ვერ ას­რუ­ლე­ბენ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­თვის გან­სა­ზღვრულ ძი­რი­თად ამო­ცა­ნას. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა და უნდა გა­დად­გეს. რო­დის აპი­რებთ გა­დად­გათ ეს ნა­ბი­ჯი?"- ასე მი­მარ­თა "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს კობა გვე­ნე­ტა­ძეს, რო­მე­ლიც სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე 2022-2024 წლე­ბის ფუ­ლად – საკ­რე­დი­ტო და სა­ვა­ლუ­ტო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბებს წა­რად­გენს.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, თუკი ეროვ­ნუ­ლი ბა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვერ ას­რუ­ლებს ამო­ცა­ნას, მისი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სი ერ­თა­დერ­თი სწო­რი ნა­ბი­ჯი მისი გა­დად­გო­მა იქ­ნე­ბა.

"ცალ­სა­ხაა, რომ ვერ უმკლავ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მისი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას და ასე­ვე, უნდა ით­ქვას, რომ მის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს და­ბალ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებს. პი­რი­ქით, ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი, რე­ფი­ნან­სი­რე­ბის პრო­ცენ­ტის გაზ­რდის გამო გა­ი­ზარ­და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი ლარ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა და­საქ­მე­ბას, ამ ნა­წილ­შიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ე­ფექ­ტუ­რია და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაძ­ლევს ობი­ექ­ტურ სა­ფუძ­ველს გა­ვა­კე­თოთ დას­კვნა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და მისი პრე­ზი­დენ­ტი ვერ ას­რუ­ლე­ბენ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­თვის გან­სა­ზღვრულ ძი­რი­თად ამო­ცა­ნას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა და უნდა გა­დად­გეს, იმი­ტომ, რომ თუკი ის ვერ ას­რუ­ლებს ძი­რი­თად ამო­ცა­ნას, მა­შინ რა აზრი აქვს მის დარ­ჩე­ნას პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ?!ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ახლა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა უნდა გა­ა­კე­თოს. მე, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან იქ, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს პრე­ზი­დენ­ტმა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­თხვა: რო­დის აპი­რებთ გა­დად­გათ ეს ნა­ბი­ჯი ?“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

ცუდად მოფიქრალი
7

ხაზარაძე-ჯაფარიძეს: ეკრანიდან არ ჩამოდიხართ, რომ გადარჩეთ, მაგრამ მაინც დაისჯებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება... როდის აპირებთ გადადგომას?" - ბადრი ჯაფარიძე კობა გვენეტაძეს

"ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება... როდის აპირებთ გადადგომას?" - ბადრი ჯაფარიძე კობა გვენეტაძეს

"ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. როდის აპირებთ გადადგათ ეს ნაბიჯი?"- ასე მიმართა "ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს წარადგენს.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, თუკი ეროვნული ბანის პრეზიდენტი ვერ ასრულებს ამოცანას, მისი ამ თანამდებობაზე დარჩენა აზრს მოკლებულია, შესაბამისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი მისი გადადგომა იქნება.

"ცალსახაა, რომ ვერ უმკლავდება ეროვნული ბანკი მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას და ასევე, უნდა ითქვას, რომ მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში. რაც შეეხება დასაქმებას, ამ ნაწილშიც ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად არაეფექტურია და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს ობიექტურ საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ თუკი ის ვერ ასრულებს ძირითად ამოცანას, მაშინ რა აზრი აქვს მის დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე ?!ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, მაღალკვალიფიციური ადამიანები არიან იქ, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, კითხვა: როდის აპირებთ გადადგათ ეს ნაბიჯი ?“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.