პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის?" - ნიკა გვარამია პაატა სალიას
"გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის?" - ნიკა გვარამია პაატა სალიას

"შე­გიძ­ლი­ათ გვი­პა­სუ­ხოთ, გა­დახ­დი­ლი გაქვთ თუ არა ხელ­ფა­სე­ბი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას­თვის, ნო­დარ მე­ლა­ძის­თვის, გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლის­თვის და ა.შ, - ამ კი­თხვით "მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ "რუს­თა­ვი2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, პა­ა­ტა სა­ლი­ას მი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ლი­ამ უპა­სუ­ხა, რომ ნა­წი­ლის­თვის ხელ­ფა­სი გა­დახ­დი­ლი აქვს, ნა­წილს კი კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო ვერ გა­და­უ­ხა­და.

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც კომ­პა­ნი­ა­ში შემ­ქნი­ლი ფი­ნან­სუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ....რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, დაც­ვის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს მი­ე­ცა ხელ­ფა­სი, დაც­ვის უფ­როს­მა შვე­ბუ­ლე­ბაც ითხო­ვა და მი­ვე­ცით",- გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნიკა გვა­რა­მია ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გახ­სნას და გუნ­დის იქ გა­დაყ­ვა­ნას აპი­რებ­და.

"სექ­ტემ­ბერ­ში დიდი დე­მარ­შის­თვის ემ­ზა­დე­ბო­დით, რომ და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რი",- გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი გვა­რა­მი­ამ კი­თხვით მი­მარ­თა, თუ "რა კავ­შირ­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ხელ­ფა­სის გა­უ­ცემ­ლო­ბას­თან".

"ეს ხალ­ხი მო­ი­აზ­რე­ბო­და იმ გუნ­დის ნა­წი­ლად, ვის­თა­ნაც ტე­ლე­ვი­ზია უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ და "რუს­თა­ვი 2" და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ ცა­რი­ე­ლი, ეს იყო გეგ­მა",- გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ და დას­ძი­ნა, რომ ის "ნამ­დვი­ლად არ არის გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და არც ყო­ფი­ლა".

შე­გახ­სე­ნებთ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­სუ­ლი წლის 6 სექ­ტემ­ბერს, „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს კახა და­მე­ნი­ა­სა და „ინ­ტერ მე­დია პლი­უ­სის“ დი­რექ­ტორს ზუ­რაბ იაშ­ვილს წა­უ­ყე­ნა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და, ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­და. კახა და­მე­ნი­ას გა­მო­ძი­ე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვა­ში ედე­ბა, რაც ჩა­დე­ნი­ლი იქნა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­მე­ნი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და. მას ასე­ვე, აეკ­რძა­ლა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ იაშ­ვილს, მას ბრა­ლი ედე­ბა კო­მერ­ცი­ულ მოს­ყიდ­ვა­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში. იაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
28

გვარამიავ, როცა იღებ, ირგებ თუ იკოკლოზინებ?🤣🤣🤣🤣

:))))
21

გაბუნია ჩაგიკოკლოზინეს?🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის?" - ნიკა გვარამია პაატა სალიას

"გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის?" - ნიკა გვარამია პაატა სალიას

"შეგიძლიათ გვიპასუხოთ, გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის და ა.შ, - ამ კითხვით "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სალიამ უპასუხა, რომ ნაწილისთვის ხელფასი გადახდილი აქვს, ნაწილს კი კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გამო ვერ გადაუხადა.

"არიან ადამიანები, რომელთათვისაც კომპანიაში შემქნილი ფინანსური ვითარების გამო ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ....რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაცვის ყველა თანამშრომელს მიეცა ხელფასი, დაცვის უფროსმა შვებულებაც ითხოვა და მივეცით",- განაცხადა სალიამ.

მან ასევე გაიხსენა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის გახსნას და გუნდის იქ გადაყვანას აპირებდა.

"სექტემბერში დიდი დემარშისთვის ემზადებოდით, რომ დაგეტოვებინათ ცარიელი კედლები და დირექტორი",- განაცხადა სალიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი გვარამიამ კითხვით მიმართა, თუ "რა კავშირში იყო აღნიშნული ფაქტი ხელფასის გაუცემლობასთან".

"ეს ხალხი მოიაზრებოდა იმ გუნდის ნაწილად, ვისთანაც ტელევიზია უნდა გაგეკეთებინათ და "რუსთავი 2" დაგეტოვებინათ ცარიელი, ეს იყო გეგმა",- განაცხადა სალიამ და დასძინა, რომ ის "ნამდვილად არ არის გაბრაზებული და არც ყოფილა".

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.