გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩიეს. ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ შოლცის სასარგებლოდ ხმა ახალი კოალიციის, ე.წ. „შუქნიშნის“ ყველა წევრმა არ მისცა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახალი კანცლერი 416 ხმას მიიღებდა.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და იმ დროიდან მოყოლებული, კოალიციის შექმნის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“. სამმა პარტიამ კოალიციის შექმნაზე შეთანხმება ოფიციალურად გუშინ გააფორმა.
სააკაშვილი იტყვის ეს ჩემი მეგობარიაო
კონცლაგერის ზედამხედველს მაგონებს ფილმებიდან.