პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ცხადი იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება" - ანა ნაცვლიშვილი
"გუშინ ცხადი იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება" - ანა ნაცვლიშვილი

გუ­შინ ძა­ლი­ან ცხა­დი და აშ­კა­რა იყო, რომ კახა კა­ლა­ძეს ნერ­ვე­ბი აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. იმ­დენ­ჯერ გა­მო­ვი­და წყო­ბი­დან და ისე და­კარ­გა სახე, რომ შეგ­ვიძ­ლია მარ­ტი­ვად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რამ­დე­ნად მძი­მე ვი­თა­რე­ბაა მმარ­თველ გუნდში, - ასე აფა­სებს „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე კახა კა­ლა­ძე­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის მომ­ხდარ სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „ნი­უს­რუ­მი“ აღ­ნიშ­ნა, მმარ­თველ გუნდში „ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რამ­დე­ნად მყი­ფე არის ის ნი­ა­და­გი, რო­მელ­ზეც დგა­ნან და რის ფა­სად უწევთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სკა­მე­ბი, რო­მელ­საც ვე­რა­ნა­ირ სა­ჯა­რო სი­კე­თე­ში ვერ იყე­ნე­ბენ, მხო­ლოდ ჩაფ­რე­ნი­ლე­ბი არი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე“.

"რო­დე­საც ამ­ხე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მხრი­დან მო­დის პირ­და­პი­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი და აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კა, ამას ის­მე­ნენ რო­გორც სრულ­წლო­ვა­ნე­ბი, ასე­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი და არ უნდა გვიკ­ვირ­დეს, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა იმა­ვეს იმე­ო­რებს, ამას მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი. ამ აგ­რე­სი­ას აქვს მძი­მე ფასი, რო­მელ­საც ვიხ­დით ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ერთხელ არ ეყო გამ­ბე­და­ო­ბა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს, რომ ღია ძა­ლა­დობ­რი­ვი რი­ტო­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, არ შე­იძ­ლე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს ტრი­ბუ­ნა მერ­მა აქ­ცი­ოს მუ­ქა­რის გაჟ­ღე­რე­ბის ად­გი­ლად, თუ მას ამ დო­ნე­ზე ეშ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი შენ უნდა მი­უ­თი­თებ­დე.

კახა კა­ლა­ძე ამ­ბობ­და პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ვი­მარ­ჯვე­ბო, სა­ერ­თოდ, ეს არა­ჯან­სა­ღი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ბრა­ლია, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში ყველ­გან უნდა გა­ი­მარ­ჯვონ. მათ ის­ტე­რი­უ­ლად ეში­ნი­ათ მცი­რე წა­გე­ბი­საც კი. ჯან­საღ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სი უნდა უყუ­რებ­დეს ამას რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გა­ნა­წილ­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და ოპო­ზი­ცი­ა­მაც აი­ღოს თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მათ მო­აკ­ლდე­ბათ. მაგ­რამ მათ ამის ეში­ნი­ათ, გა­მოჩ­ნდე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რამ­დე­ნად ვერ მარ­თავს პრო­ცე­სებს და რამ­დე­ნად სწრა­ფად დად­გე­ბა ცვლი­ლე­ბა. საბა ბუ­ა­ძემ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა და­ა­ყე­ნა, შე­იქ­მნას ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კო­მი­სია და თუ არ არის კა­ლა­ძე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, ამას და­ი­ნა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტში 2%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის ჩა­წე­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ბო­ტა­ჟის შე­დე­გად მოხ­და. ნაც­ვლიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ეს გან­ცხა­დე­ბა სი­სუს­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბაა.

"მა­შინ რა­ტომ მო­ა­წე­რა ხელი?! „ნა­ცე­ბის“ სა­ბო­ტა­ჟის ქვეშ მოხ­და მი­ღე­ბაო, ანუ მათ სა­ბო­ტაჟს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა მმარ­თვე­ლი პარ­ტია? ეს არის სი­სუს­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბა, სხვა გან­ცხა­დე­ბას ვერ გა­ვა­კე­თებ. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი, ამ თე­მის „შე­მოგ­დე­ბა“ ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იყოს გა­და­ტა­ნი­ლი ისე­თი სა­კი­თხე­ბი­დან, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის სიკ­ვდილ-სა­სი­ცო­ცხლო, კო­ვი­დის უმარ­თა­ო­ბა, ინფლა­ცია და ფა­სე­ბის ზრდა, ცდი­ლო­ბენ ამ სა­კი­თხე­ბი­დან აი­ცი­ლონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მხოლოდ ლაი-ლაი შეუძლია.
1

ამ ქალს წარმოდგენები დაღუპავს.მაია ნადირაძე 2 

ნინა
0

და რატომ მიგყავთ ადამიანი ასეთ მდგომარეობამდე, გამოცდას უტრებთ? იქნებ ესეც წამებაა, ძაან არაჯანსაღები ხართ, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"გუშინ ცხადი იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება" - ანა ნაცვლიშვილი

"გუშინ ცხადი იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება" - ანა ნაცვლიშვილი

გუშინ ძალიან ცხადი და აშკარა იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება. იმდენჯერ გამოვიდა წყობიდან და ისე დაკარგა სახე, რომ შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმე ვითარებაა მმართველ გუნდში, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე კახა კალაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, მმართველ გუნდში „ძალიან კარგად იციან, რამდენად მყიფე არის ის ნიადაგი, რომელზეც დგანან და რის ფასად უწევთ შეინარჩუნონ სკამები, რომელსაც ვერანაირ საჯარო სიკეთეში ვერ იყენებენ, მხოლოდ ჩაფრენილები არიან ძალაუფლებაზე“.

"როდესაც ამხელა თანამდებობის პირის მხრიდან მოდის პირდაპირი ძალადობრივი და აგრესიული რიტორიკა, ამას ისმენენ როგორც სრულწლოვანები, ასევე არასრულწლოვანები და არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენი შვილების თაობა იმავეს იმეორებს, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები. ამ აგრესიას აქვს მძიმე ფასი, რომელსაც ვიხდით ჩვენი საზოგადოება. ერთხელ არ ეყო გამბედაობა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ღია ძალადობრივი რიტორიკის წინააღმდეგ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, არ შეიძლება საკრებულოს ტრიბუნა მერმა აქციოს მუქარის გაჟღერების ადგილად, თუ მას ამ დონეზე ეშლება, პირველი შენ უნდა მიუთითებდე.

კახა კალაძე ამბობდა პირველივე ტურში გავიმარჯვებო, საერთოდ, ეს არაჯანსაღი წარმოდგენების ბრალია, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ პირველივე ტურში ყველგან უნდა გაიმარჯვონ. მათ ისტერიულად ეშინიათ მცირე წაგებისაც კი. ჯანსაღ ვითარებაში პოლიტიკოსი უნდა უყურებდეს ამას როგორც შესაძლებლობას, რომ განაწილდეს პასუხისმგებლობები და ოპოზიციამაც აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მოაკლდებათ. მაგრამ მათ ამის ეშინიათ, გამოჩნდება „ქართული ოცნება“ რამდენად ვერ მართავს პროცესებს და რამდენად სწრაფად დადგება ცვლილება. საბა ბუაძემ ძალიან კონკრეტული წინადადება დააყენა, შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია და თუ არ არის კალაძე კორუმპირებული, ამას დაინახავს საზოგადოება“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში 2%-იანი საარჩევნო ბარიერის ჩაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ საბოტაჟის შედეგად მოხდა. ნაცვლიშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება სისუსტის დემონსტრირებაა.

,,მაშინ რატომ მოაწერა ხელი?! „ნაცების“ საბოტაჟის ქვეშ მოხდა მიღებაო, ანუ მათ საბოტაჟს დაექვემდებარა მმართველი პარტია? ეს არის სისუსტის დემონსტრირება, სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებ. მთელი ეს პროცესი, ამ თემის „შემოგდება“ ემსახურება იმას, რომ საზოგადოების ყურადღება იყოს გადატანილი ისეთი საკითხებიდან, რომელიც საზოგადოებისთვის არის სიკვდილ-სასიცოცხლო, კოვიდის უმართაობა, ინფლაცია და ფასების ზრდა, ცდილობენ ამ საკითხებიდან აიცილონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.