პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დაინიშნა
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დაინიშნა

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3 სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ი­ნიშ­ნა, ხოლო 4 თე­ატ­რში ამ პო­ზი­ცი­ებ­ზე კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რეზო გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან გაბ­რი­ა­ძე, ჩრდი­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრ "აფხა­ზე­თის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი და დრა­მა­ტურ­გი გელა კან­დე­ლა­კი, ხოლო შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად რო­ბერტ სტუ­რუა და­ი­ნიშ­ნენ.

სა­მი­ვე მათ­გა­ნი ამა­ვე თე­ატ­რე­ბის მოქ­მე­დი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია და ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნის ვადა 2021 წლის 31 დე­კემ­ბერს ეწუ­რე­ბათ.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე­ა­თე მუხ­ლის მერ­ვე პუნ­ქტის „გ“ ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყე­ნა დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, უკონ­კურ­სოდ, და­ე­ნიშ­ნა სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სამი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

ამას­თან, დღეს­ვე ბრი­ფინგზე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ატ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-10 მუხ­ლის, მე-9 პუნ­ქტის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, ამა­ვე მუხ­ლის მე-10 პუნ­ქტი­სა და სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს დე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 4 თე­ატ­რში სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად კონ­კურ­სი ცხად­დე­ბა. ესე­ნია: გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის თო­ჯი­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი, ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას სა­ხე­ლო­ბის ოზურ­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის ჭი­ა­თუ­რის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი.

სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ასე­ვე გა­მო­ცხად­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მიმ­დი­ნა­რე წლის 6 დე­კემ­ბრის ბრძა­ნე­ბით დამ­ტკიც­და სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩე­ვი სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბა.

ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, კონ­კურსს აცხა­დებს სა­მი­ნის­ტრო, ხოლო თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩე­ვი სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით.

სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა აქვთ: თე­ატ­რა­ლუ­რი, ან მუ­სი­კა­ლუ­რი (ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­ში) საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბულ იუ­რი­დი­ულ პირს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია საქ­მი­ა­ნო­ბის არა­ნაკ­ლებ ხუ­თწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, ან თე­ატ­რა­ლუ­რი, ან მუ­სი­კა­ლუ­რი (ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­ში) საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა­გან შემ­დგარ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს არა­ნაკ­ლებ ხუთი წევ­რის შე­მად­გენ­ლო­ბით.

«კან­დი­და­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, წა­რად­გი­ნოს თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­შიც, სხვებს შო­რის, უნდა ახ­სნას, თუ რო­გორ ხე­დავს ის თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბას; თე­ატ­რის გა­რე­დან მოწ­ვე­უ­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის მიერ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის; თე­ატ­რის მეშ­ვე­ო­ბით ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბის, რე­ჟი­სო­რე­ბის, დრა­მა­ტურ­გე­ბის, თე­ატ­რის მხატ­ვრე­ბი­სა და სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას; თე­ატ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­ცე­მუ­ლი ქა­ლა­ქი­სა და რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რულ და სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და სხვ.

თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტი სა­კონ­კურ­სოდ წა­რად­გენს 4-წლი­ან სა­მოქ­მე­დო გეგ­მას და სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მას, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ზეც კან­დი­და­ტი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხა­დე­ბი მი­ი­ღე­ბა კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 2 კვი­რის ვა­და­ში, სა­მი­ნის­ტრო­ში, მი­სა­მარ­თზე: თბი­ლი­სი სა­ნა­პი­როს ქ. N4 მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით ან სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე - info@culture.gov.ge, ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით.

სა­მი­ნის­ტრო, წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბის­გან შე­არ­ჩევს არა­ნაკ­ლებ 2 და არა­უ­მე­ტეს 3 კან­დი­დატს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც წარ­დგე­ნი­ლია მხო­ლოდ ერთი კან­დი­და­ტი. შერ­ჩე­ულ კან­დი­დატ­თა სია წა­რედ­გი­ნე­ბა სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს, რო­მე­ლიც შე­არ­ჩევს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშნ კან­დი­და­ტუ­რას და წა­რუდ­გენს კულ­ტუ­რის მი­ნისტრს.

სა­მი­ნის­ტრო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მის მიერ საბ­ჭო­სათ­ვის კან­დი­დატ­თა სიის წარ­დგე­ნამ­დე, მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­კურ­სის ჩაშ­ლი­სა და თა­ვი­დან გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან არ­ცერ­თი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ კრი­ტე­რი­უ­მებს ან/და შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის საბ­ჭოს­თვის წარ­დგე­ნა არ ჩა­ით­ვლე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად.

სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭო ვალ­დე­ბუ­ლია, კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 1 თვის ვა­და­ში წა­რუდ­გი­ნოს მი­ნისტრს შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში 29 თე­ატ­რი მოქ­მე­დებს. მათ­გან, 21 თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს 2022 წლის 1 იან­ვარს გას­დის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის 4-წლი­ა­ნი ვადა. დღეს გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი 4 პო­ზი­ცი­ა­ზე, 3 პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნიშ­ნენ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ხოლო და­ნარ­ჩენ 14 თე­ატ­რში კონ­კურ­სე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ცხად­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh-s
0

ჰოო ის tngh-- ტყუი თეატრები გადავსებულია და 2 თვით ადრე ძლივს ვიშოვე ბილეთი დოის სპექტაკლზე და ასევეა სხვაგან თუმცა რუსთაველსის თეტრზე ვერაფერს ვიტყვი, ეჭვი არ მეპარება იქაცი იგივეა და თავის მაყურებელი ყავს ცოტა მძიმეა ის რომ ბილეთებია ძვირია და ეს პენსიონერ მაყურებელს ხელს გვიშლის.

გაუნათლებელი
0

წავიკითხე თქვენი კომენტარი ნიცშეს ციტირებით და ბოლომდე ვრ მივხვდი ვის გულისხმობთ!? მონებიო!? რესენტიმენტიო!? ველოდი რომ "Usbermensh"-საც მოიხსენიებდით და გასაგებია ბიძინას იგულისხმებდით და აი "მონური სენიოო" ნეტა ვის გულისხმობთ!? ჩვენ პა­ტა­რა, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­შიოოო მთე­ლი სიძ­ლი­ე­რით გა­მეფ­დაოოო სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა - რე­სენ­ტი­მენ­ტი" - მოკლედ თუ ასე "გადღაბნილი" არ მოიყვანდით ამ ფილოსოფოსის აზრებს ძალიან მადლიერი დაგირჩებოდით, იქნებ გამეგო ვის და რას გულისხმობთ, მე გაუნათლებელი გახლავართ.

ავტორი:

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დაინიშნა

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დაინიშნა

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ხოლო 4 თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა.

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ "აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ.

სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები.

ამასთან, დღესვე ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-10 პუნქტისა და სარეკომენდაციო საბჭოს დებულების საფუძველზე, 4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი ცხადდება. ესენია: გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოცხადდა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება.

ახალი დებულების თანახმად, კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ: თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

«კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.

საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge, ელექტრონული ფორმით.

სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს შერჩეული კანდიდატი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2022 წლის 1 იანვარს გასდის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა. დღეს გამოცხადდა კონკურსი 4 პოზიციაზე, 3 პოზიციაზე დაინიშნენ სამხატვრო ხელმძღვანელები, ხოლო დანარჩენ 14 თეატრში კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.