ავტორი:

რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს მთის კურორტებზე?

რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს მთის კურორტებზე?

ცნობილია, რა რეგულაციები იმოქმედებს ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუმარტეს, გონდოლაში 10 ადამიანის ნაცვლად 8 პირი დაიშვება. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას.

ამათან, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტურისტებმა მთის კურორტებზე “მწვანე პასპორტი” უნდა წარადგინონ, რათა სასტუმროებთან ერთად საბაგირო გზებით სარგებლობა შეძლონ.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა კლიმატური პირობებზეა დამოკიდებული.