სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესახებ
"სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესახებ

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს ცრუს უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მი­მართ და­წყე­ბულ დის­ციპ­ლი­ნურ წარ­მო­ე­ბას რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რი არ აქვს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის შეხ­ვედ­რე­ბის შე­ზღუდ­ვას­თან და ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩა­მორ­თმე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სიც­რუე.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ეხ­მა­უ­რე­ბა მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ბრალ­დე­ბებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ N18 ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ და­წყე­ბულ დის­ციპ­ლი­ნურ წარ­მო­ე­ბას რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რი არ აქვს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მიერ მსჯავ­რდე­ბულ­თან ვი­ზი­ტი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მის­თვის უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ოქ­მის გაც­ნო­ბის მიზ­ნით, რა­ზეც მან უარი გა­ნა­ცხა­და და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს.

ამ დრო­ის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის დის­ციპ­ლი­ნუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვის გამო, შე­სა­ბა­მი­სად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის შეხ­ვედ­რე­ბის შე­ზღუდ­ვას­თან და ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩა­მორ­თმე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უწყე­ბის იმი­ჯის შე­ლახ­ვას.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ, N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მიერ დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 2021 წლის 29 ნო­ემ­ბრი­დან, მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა (ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით) მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი იყო. ეს ქმე­დე­ბა არ შე­ი­ცავ­და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს და სა­ხე­ზე იყო პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის მე-80 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, კერ­ძოდ მსჯავ­რდე­ბულ­მა და­ა­ზი­ა­ნა მის პა­ლა­ტა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი კარ­დი­ო­მო­ნი­ტო­რი.

ამ ეტაპ­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­უ­ფერ­ხებ­ლად სარ­გებ­ლობს რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ასე­ვე მკურ­ნალ ექიმ­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის შე­ზღუდ­ვას მსჯავ­რდე­ბუ­ლის რო­მე­ლი­მე უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის კუ­თხით ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, თავი შე­ი­კა­ვოს სამ­სა­ხუ­რი­სა და მისი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მი­მართ ცრუ და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქო
0

გეშველათ, ეგეც კიდევ ახალი ბრალეულობა.

g
2

ფუუუ რა ბანძია რაა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესახებ

"სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ბრალდებებს ცრუს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

  • განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.