მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით, რა იყო წამება" - კახა კალაძე
"საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით, რა იყო წამება" - კახა კალაძე

"სა­კუ­თა­რი ექი­მე­ბის და­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუ ვინ­მეს წა­მე­ბა ჰგო­ნია, ჰკი­თხეთ თქვენს ლი­დერს, მე­გის ქარ­და­ვას და ზედ­მი­წევ­ნით აგიხ­სნით და გაჩ­ვე­ნებთ, რა იყო წა­მე­ბა" - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვას.

მისი თქმით, ზო­გა­დად, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ექ­სპრე­ზი­დენტს კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, რის­თვი­საც იხ­დის სას­ჯელს.

"არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა, და­კა­ვე­ბა და სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც შენ და­ნა­შა­უ­ლი გაქვს ჩა­დე­ნი­ლი, რო­დე­საც შენ შექ­მე­ნი ის მმარ­თვე­ლო­ბა, ის სის­ხლი­ა­ნი ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც იყო უმ­ძი­მე­სი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინ­და ვი­ცხოვ­როთ და ავა­შე­ნოთ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო, გა­ნურ­ჩევ­ლად თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვემ უნდა აგოს პა­სუ­ხის. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და იხ­დის სას­ჯელს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­კაშ­ვი­ლი არის დამ­ნა­შა­ვე და ის იხ­დის სას­ჯელს.

სა­კუ­თა­რი ექი­მე­ბის და­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუ ვინ­მეს წა­მე­ბა ჰგო­ნია, ჰკი­თხეთ თქვენს ლი­დერს, მე­გის ქარ­და­ვას და ზედ­მი­წევ­ნით აგიხ­სნით და გაჩ­ვე­ნებთ, რა იყო წა­მე­ბა. გვერ­დზე, რომ გი­ზით ბა­ტო­ნი ონი­ა­ნი, ამას ჰკი­თხეთ წა­მე­ბა რო­გო­რი იყო და რო­გორ აწა­მებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. თქვენ ხართ კო­ლექ­ტი­უ­რი მე­გის ქარ­და­ვე­ბი, ეს არის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ველი
22

ეს ადრე მიშიკოს არ ედგა გვერდში, იმ "სისხლიან" 9 წელს?! ახლა რატო იმოძღვრება, ან თბილისის მერი საკრებულოს სხდომაზე მართლმსაჯულების საკითხებს ქურდულად რატო არჩევს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით, რა იყო წამება" - კახა კალაძე

"საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით, რა იყო წამება" - კახა კალაძე

"საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება, თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება" - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ზოგადად, არ არის სასიამოვნო ადამიანების დაკავება, თუმცა, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც იხდის სასჯელს.

"არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა, მაგრამ როდესაც შენ დანაშაული გაქვს ჩადენილი, როდესაც შენ შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხის. მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს. შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს.

საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება, თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. გვერდზე, რომ გიზით ბატონი ონიანი, ამას ჰკითხეთ წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.