პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის საქ­მე­ზე თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შერ­ჩე­ვა და­ი­წყო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლეს, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შერ­ჩე­ვა კი 2022 წლის 21 იან­ვრი­დან გა­ნახ­ლდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთ პირს, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვილს, მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო, ვი­ნა­ი­დან მის საქ­მეს ბრა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ვერ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ჯან­გი­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­ფლიქ­ტი სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე და­ი­წყო და რომ ზვი­ა­და­უ­რებს მომ­ხდარ­თან კავ­ში­რი აქ აქვთ. ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ად­გილ­ზე ჯერ ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი მი­ვი­და, შემ­დეგ კი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვაც ვერ მო­ას­წრო რომ სრო­ლა და­ი­წყო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი ზვი­ა­და­უ­რი მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა 50 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 16 აგ­ვის­ტოს მოხ­და. ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­იჭ­რა 5 პირი, მათ შო­რის, 3 გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი იყო.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს, ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, ხოლო ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვილს ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვას.

777
3

დარწმუნებულად შეიძლება ითქვას რომ, ნაფიც მსაჯულთა 99.9%-ი ოცნების გულშემატკივრებით იქნება დაკოპლექტებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა კი 2022 წლის 21 იანვრიდან განახლდება.

რაც შეეხება წინანდლის ტყეში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ჯაბა ჯანგირაშვილს, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ვინაიდან მის საქმეს ბრალიდან გამომდინარე ნაფიცი მსაჯულები ვერ განიხილავენ.

ჯანგირაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი სამშენებლო ობიექტზე დაიწყო და რომ ზვიადაურებს მომხდართან კავშირი აქ აქვთ. ბრალდებულის თქმით, დაპირისპირების დროს ადგილზე ჯერ ზვიად ზვიადაური მივიდა, შემდეგ კი ზურაბ ზვიადაური, რომელმაც მომხდარის დეტალებში გარკვევაც ვერ მოასწრო რომ სროლა დაიწყო და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ბრალდებული ზვიადაური მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.

ცნობისთვის, მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის, 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს იარაღის დაუდევრად შენახვას.