ავტორი:

"ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, თუმცა ცეკვა აკრძალულია" - გიორგი ღიბრაძე

"ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, თუმცა ცეკვა აკრძალულია" - გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით,ღამის კლუბების გახსნის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სეგმენტთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, თუმცა, ცეკვა აკრძალულია.

"ორი მხარე აქვს ღამის მუშაობას. რესტორნებზე ჩვენ მოვხსნით შეზღუდვა და მათ შეუძლიათ, შეზღუდვის გარეშე იმუშაონ. რაც შეხება ღამის კლუბებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ, სეგმენტს ფუნქციონირების საშუალება მიეცეს; მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ ცეკვა აკრძალულია, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

რაც შეეხება ე.წ. ბუსტერ დოზას, როგორც გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვაქცინაციის საბჭო იღებს.

„რამდენადაც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭოს უკვე მიღებული აქვს. უახლოეს მომავალში ე.წ. ბუსტერ დოზა ამოქმედდება“, - განაცხადა ღიბრაძემ.