როჰინჯა მუსლიმები მიანმარში არალეგალ მიგრანტებად ითვლებიან. ისინი ათწლეულობის განმავლობაში მთავრობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დისკრიმინაციას განიცდიან.
ახლა კი "ფეისბუქს" მათ მიმართ სიძულვილისა და ძალადობის პროპაგანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ და კომპანიას კომპენსაციის სახით 150 მილიარდ დოლარს სთხოვენ.
ბრიტანული BBC-ის ცნობით, 2017 წელს, მიანმარის სამხედროებმა ძალადობრივი დარბევა დაიწყეს რახინის შტატში მას შემდეგ, რაც შეიარაღებული როჰინჯები თავს დაესხნენ პოლიციის პუნქტებს. შედეგად, მიანმარში, ასობით როჰინჯა მუსლიმი მოკლეს. როჰინჯები კი "ფეისბუქს" ბრალად სდებენ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, "წლების განმავლობაში სიძულვილით სავსე და საშიში დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში."
ბრიტანულმა იურიდიულმა ფირმამ, რომელიც როჰინჯების უფლებებს იცავს, "ფეისბუქს“ წერილი მისწერა. წერილში კი წერია:
აშშ-შიც შეიტანეს ადვოკატებმა სამართლებრივი საჩივარი "ფეისბუქის“ წინააღმდეგ. საჩივარში აღნიშნულია, რომ "როჰინჯა ხალხის სიცოცხლე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პატარა ქვეყნის ბაზარზე უკეთესად შეღწევისთვის გაწირეს."
ისინი ასევე ციტირებენ "ფეისბუქ“ პოსტებს, სადაც ნათქვამია: "ჩვენ ისევე უნდა ვებრძოლოთ მათ, როგორც ჰიტლერი ებრძოდა ებრაელებს,“ "ნავთი და ცეცხლი უდნათ, რომ უფრო მალე შეხვდნენ ალაჰს“.
"ფეისბუქში" აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მოამზადა ანა სიბოშვილმა