მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რჩევა, რომელიც იდეალური ნაძვის ხის არჩევაში დაგეხმარებათ
5 რჩევა, რომელიც იდეალური ნაძვის ხის არჩევაში დაგეხმარებათ

მწვა­ნე, თეთ­რი, გირ­ჩე­ბი­ა­ნი, კენკრით და­ხუნძლუ­ლი... ყო­ველ წელს ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვის ხე­ე­ბის სულ უფრო და უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ ხა­რის­ხი­ა­ნი ნაძ­ვის ხის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც მალე არ გა­ფუჭ­დე­ბა და არ და­ა­ყე­ნებს ოთახ­ში პლასტმა­სის უსი­ა­მოვ­ნო სუნს, არც თუ ისე მარ­ტი­ვია.

ახალ წლამ­დე ცოტა დრო რჩე­ბა. თუ ჯე­რაც არ გი­ყი­დი­ათ ნაძ­ვის ხე, დროა თა­და­რი­გი და­ი­ჭი­როთ და დრო­უ­ლად შე­ი­ძი­ნოთ. რად­გან რაც უფრო ახ­ლო­საა დღე­სას­წა­უ­ლი, მით უფრო მწი­რია არ­ჩე­ვა­ნი.

აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ მო­ი­ფიქ­რეთ, რა ზო­მის ნაძ­ვის ხე გჭირ­დე­ბათ. გა­ზო­მეთ ად­გი­ლი, სა­დაც ნაძ­ვის ხის დად­გმას აპი­რებთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ თქვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჭე­რის სი­მაღ­ლეც.

ნაძ­ვის ხე­ე­ბის ძა­ლი­ან დიდ არ­ჩე­ვანს სა­უ­კე­თე­სო ფა­სად „ბიბ­ლუს­ში“ ნა­ხავთ! სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდ წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში სა­ა­ხალ­წლო ნივ­თე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ჩვენ კი 5 რჩე­ვას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რომ­ლე­ბიც იდე­ა­ლუ­რი ნაძ­ვის ხის შერ­ჩე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

რჩე­ვა#1 - და­აკ­ვირ­დით ტო­ტებს

და­ბალ­ხა­რის­ხი­ან ნაძ­ვის ხეს ძა­ლი­ან მძაფ­რი და უსი­ა­მოვ­ნო სუნი აქვს, რო­მე­ლიც მთელ ოთახ­ში დგე­ბა და ძა­ლი­ან ძნე­ლად გა­დის. ასე­თი ნაძ­ვის ხე შე­საძ­ლოა ტოქ­სი­კუ­რი აღ­მოჩ­ნდეს. შე­არ­ჩი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე და გა­ე­ცა­ნით ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას ყუ­რა­დღე­ბით. და­აკ­ვირ­დით წიწ­ვე­ბის ფერ­საც. თუ მწვა­ნე ნაძ­ვის ხის შე­ძე­ნა გსურთ, ჯობს მის სა­ყიდ­ლად დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში წახ­ვი­დეთ, რად­გან კარ­გი გა­ნა­თე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ტო­ტე­ბი ხას­ხა­სა მწვა­ნე უნდა იყოს და არა გა­ხუ­ნე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი დე­ტა­ლი, რაც ხა­რის­ხი­ან ნაძ­ვის ხეს უხა­რის­ხოს­გან გა­მო­არ­ჩევს, ხში­რი წიწ­ვე­ბი და ტო­ტე­ბია. თუ სადა ნაძ­ვის ხე გინ­დათ, და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გა­რე­შე, მა­შინ შე­და­რე­ბით მო­ცუ­ლო­ბი­თი და ფუმ­ფუ­ლა აარ­ჩი­ეთ. ტო­ტე­ბის კარ­კასს არ უნდა ჰქონ­დეს ნა­კაწ­რე­ბი და აქერცლი­ლი ზე­და­პი­რი.

რჩე­ვა #2 შე­ა­მოწ­მეთ კონ­სტრუქ­ცია

ნაძ­ვის ხის კონ­სტრუქ­ცია გამ­ძლე უნდა იყოს. სად­გა­მი სა­სურ­ვე­ლია მე­ტა­ლის ჰქონ­დეს, რომ ად­ვი­ლად არ გა­ტყდეს. მთა­ვა­რი ღერ­ძი კი ხრახ­ნე­ბით უნდა მაგრდე­ბო­დეს. ნაძ­ვის ხე ორი ტი­პის არ­სე­ბობს: გად­მო­საშ­ლე­ლი ტო­ტე­ბით (ავ­ტო­მა­ტუ­რი) და ასა­წყო­ბი. თუ არ­ჩე­ვა­ნი გად­მო­საშ­ლელ ტო­ტე­ბი­ან­ზე შე­ა­ჩე­რეთ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ხა­რეთ ტოტი და შე­ა­მოწ­მეთ, რამ­დე­ნად დრე­კა­დია მა­სა­ლა. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მე­ტა­ლის კარ­კა­სის მქო­ნე ნაძ­ვის ხეს. ის ყვე­ლა­ზე გამ­ძლეა. არ იყი­დოთ ნაძ­ვის ხე, თუ მას­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი 5 (ან მეტი) წე­ლია. ზოგ­ჯერ, მა­სა­ლაც „ბერ­დე­ბა“ და რაც უფრო დიდი ხნის წი­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე, მით უფრო ნაკ­ლე­ბი დრო­ით მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ.

რჩე­ვა #4 ნაძ­ვის ხე და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბით

არ­სე­ბობს ისე­თი ნაძ­ვის ხე­ე­ბიც, რო­მელ­საც და­მა­ტე­ბით აქვს გირ­ჩე­ბი, კენკრა, თოვ­ლის ეფექ­ტი ან გა­ნა­თე­ბა. თუ ნა­თუ­რე­ბი­ა­ნი ნაძ­ვის ხის შე­ძე­ნა გსურთ, აირ­ჩი­ეთ თბი­ლი გა­ნა­თე­ბით, ასე­თი ნაძ­ვის ხე თქვენს ბი­ნა­ში სა­ო­ცარ სიმ­ყუდ­რო­ვეს შექ­მნის.

და­თოვ­ლი­ლი ეფექ­ტის მქო­ნე ნაძ­ვის ხის არ­ჩე­ვი­სას, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ სი­ლი­კო­ნის წიწ­ვებს, რად­გან ძა­ლი­ან გამ­ძლეა და დიდ­ხანს მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა კენკრას და გირ­ჩებს, და­აკ­ვირ­დით დე­ტა­ლებს. გირ­ჩე­ბი მყა­რად უნდა იყოს და­მაგ­რე­ბუ­ლი ტო­ტებ­ზე და არ ემ­ჩნე­ო­დეს წე­ბოს კვა­ლი. იგი­ვე ეხე­ბა კენკრა­საც.

რჩე­ვა #5 ნაკ­ლე­ბი რის­კი და უსაფრ­თხო მომ­წო­დე­ბე­ლი

არ გირ­ჩევთ, ნაძ­ვის ხის ყიდ­ვას ქუ­ჩა­ში ან უც­ნობ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტზე. ხა­რის­ხის გა­რან­ტი­ას ვე­რა­ვინ მოგ­ცემთ და შე­იძ­ლე­ბა ხელ­ში უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტი შეგ­რჩეთ, რო­მელ­საც უკან ვე­ღარ და­აბ­რუ­ნებთ. „ბიბ­ლუს­ში“ შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად და სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოდ იშო­პინ­გოთ, რად­გან იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ცია სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებს.

იმე­დია ეს რჩე­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ შე­არ­ჩი­ოთ სა­უ­კე­თე­სო ნაძ­ვის ხე ყვე­ლა­ზე მი­სა­ღებ ფა­სად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

5 რჩევა, რომელიც იდეალური ნაძვის ხის არჩევაში დაგეხმარებათ

5 რჩევა, რომელიც იდეალური ნაძვის ხის არჩევაში დაგეხმარებათ

მწვანე, თეთრი, გირჩებიანი, კენკრით დახუნძლული... ყოველ წელს ხელოვნური ნაძვის ხეების სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, მაგრამ ხარისხიანი ნაძვის ხის შერჩევა, რომელიც მალე არ გაფუჭდება და არ დააყენებს ოთახში პლასტმასის უსიამოვნო სუნს, არც თუ ისე მარტივია.

ახალ წლამდე ცოტა დრო რჩება. თუ ჯერაც არ გიყიდიათ ნაძვის ხე, დროა თადარიგი დაიჭიროთ და დროულად შეიძინოთ. რადგან რაც უფრო ახლოსაა დღესასწაული, მით უფრო მწირია არჩევანი.

აუცილებლად წინასწარ მოიფიქრეთ, რა ზომის ნაძვის ხე გჭირდებათ. გაზომეთ ადგილი, სადაც ნაძვის ხის დადგმას აპირებთ და გაითვალისწინეთ თქვენი საცხოვრებელი ბინის ჭერის სიმაღლეც.

ნაძვის ხეების ძალიან დიდ არჩევანს საუკეთესო ფასად „ბიბლუსში“ ნახავთ! საქართველოში ყველაზე დიდ წიგნების მაღაზიათა ქსელში საახალწლო ნივთების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ჩვენ კი 5 რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც იდეალური ნაძვის ხის შერჩევაში დაგეხმარებათ.

რჩევა#1 - დააკვირდით ტოტებს

დაბალხარისხიან ნაძვის ხეს ძალიან მძაფრი და უსიამოვნო სუნი აქვს, რომელიც მთელ ოთახში დგება და ძალიან ძნელად გადის. ასეთი ნაძვის ხე შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს. შეარჩიეთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან დამზადებული ნაძვის ხე და გაეცანით ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას ყურადღებით. დააკვირდით წიწვების ფერსაც. თუ მწვანე ნაძვის ხის შეძენა გსურთ, ჯობს მის საყიდლად დღის პირველ ნახევარში წახვიდეთ, რადგან კარგი განათება დაგჭირდებათ. ტოტები ხასხასა მწვანე უნდა იყოს და არა გახუნებული. კიდევ ერთი დეტალი, რაც ხარისხიან ნაძვის ხეს უხარისხოსგან გამოარჩევს, ხშირი წიწვები და ტოტებია. თუ სადა ნაძვის ხე გინდათ, დამატებითი დეტალების გარეშე, მაშინ შედარებით მოცულობითი და ფუმფულა აარჩიეთ. ტოტების კარკასს არ უნდა ჰქონდეს ნაკაწრები და აქერცლილი ზედაპირი.

რჩევა #2 შეამოწმეთ კონსტრუქცია

ნაძვის ხის კონსტრუქცია გამძლე უნდა იყოს. სადგამი სასურველია მეტალის ჰქონდეს, რომ ადვილად არ გატყდეს. მთავარი ღერძი კი ხრახნებით უნდა მაგრდებოდეს. ნაძვის ხე ორი ტიპის არსებობს: გადმოსაშლელი ტოტებით (ავტომატური) და ასაწყობი. თუ არჩევანი გადმოსაშლელ ტოტებიანზე შეაჩერეთ, აუცილებლად მოხარეთ ტოტი და შეამოწმეთ, რამდენად დრეკადია მასალა. უპირატესობა მიანიჭეთ მეტალის კარკასის მქონე ნაძვის ხეს. ის ყველაზე გამძლეა. არ იყიდოთ ნაძვის ხე, თუ მასზე მითითებული დამზადების თარიღი 5 (ან მეტი) წელია. ზოგჯერ, მასალაც „ბერდება“ და რაც უფრო დიდი ხნის წინაა დამზადებული ნაძვის ხე, მით უფრო ნაკლები დროით მოგემსახურებათ.

რჩევა #4 ნაძვის ხე დამატებითი დეტალებით

არსებობს ისეთი ნაძვის ხეებიც, რომელსაც დამატებით აქვს გირჩები, კენკრა, თოვლის ეფექტი ან განათება. თუ ნათურებიანი ნაძვის ხის შეძენა გსურთ, აირჩიეთ თბილი განათებით, ასეთი ნაძვის ხე თქვენს ბინაში საოცარ სიმყუდროვეს შექმნის.

დათოვლილი ეფექტის მქონე ნაძვის ხის არჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ სილიკონის წიწვებს, რადგან ძალიან გამძლეა და დიდხანს მოგემსახურებათ.

რაც შეეხება კენკრას და გირჩებს, დააკვირდით დეტალებს. გირჩები მყარად უნდა იყოს დამაგრებული ტოტებზე და არ ემჩნეოდეს წებოს კვალი. იგივე ეხება კენკრასაც.

რჩევა #5 ნაკლები რისკი და უსაფრთხო მომწოდებელი

არ გირჩევთ, ნაძვის ხის ყიდვას ქუჩაში ან უცნობ სავაჭრო ობიექტზე. ხარისხის გარანტიას ვერავინ მოგცემთ და შეიძლება ხელში უხარისხო პროდუქტი შეგრჩეთ, რომელსაც უკან ვეღარ დააბრუნებთ. „ბიბლუსში“ შეგიძლიათ მშვიდად და სრულიად უსაფრთხოდ იშოპინგოთ, რადგან იქ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს.

იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ნაძვის ხე ყველაზე მისაღებ ფასად!