მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 მილიონი რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ - მოსკოვს თანხის გადახდის ვადა წლის ბოლომდე მისცეს
10 მილიონი რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ - მოსკოვს თანხის გადახდის ვადა წლის ბოლომდე მისცეს

მოს­კოვ­მა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, 2006 წელს რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ და­კის­რე­ბუ­ლი 10 მი­ლი­ო­ნი ევრო უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბის დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თა.

ევ­რო­პის საბ­ჭოს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ გა­დახ­და უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს "ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში წლის ბო­ლომ­დე“, და­რი­ცხუ­ლი გა­ნაც­დე­ნი პრო­ცენ­ტე­ბით ევ­რო­საბ­ჭოს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე.

მე­დი­ის ცნო­ბით, ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ რუ­სე­თი და­თან­ხმდა, ხელი მო­ე­წე­რა შე­სა­ბა­მის მე­მო­რან­დუმს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, ხელი ჯერ არ მო­უ­წე­რია.

ქარ­თულ­მა მხა­რემ უკვე გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან. მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას 2022 წლის მარ­ტში, 1428-ე სე­სი­ა­ზე და­უბ­რუნ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტ­მა მო­უ­წო­და რუ­სეთს, 6 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­და­ე­ხა­და პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კომ­პენ­სა­ცია, რო­მე­ლიც მი­კუთ­ვნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ან ხელი მო­ე­წე­რა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მის­თვის, რო­მე­ლიც ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის გა­და­რი­ცხვის ნე­ბას იძ­ლე­ვა.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში იუს­ტი­ცი­ის იმ­დრო­ინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კო­ვი მზად არის, შე­უ­ერ­თდეს სა­კი­თხის გან­ხილ­ვას კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დის შე­სა­ხებ, 2006 წელს რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ას მან უწო­და „მცი­რე ნა­ბი­ჯი წინ“.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მოს­კოვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 10 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­დახ­და 2019 წლის და­სა­წყის­ში და­ა­კის­რა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
1

სურათის ისტორია-გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო

რატი
4

ამ არამზადებმა ასჯერ მეტი უნდა გადაიხადონ იმ ზიანისთვის, რაც ჩვენთვის მოუყენებიათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

10 მილიონი რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ - მოსკოვს თანხის გადახდის ვადა წლის ბოლომდე მისცეს

10 მილიონი რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ - მოსკოვს თანხის გადახდის ვადა წლის ბოლომდე მისცეს

მოსკოვმა, უახლოეს პერიოდში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა.

ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს "ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე“, დარიცხული განაცდენი პროცენტებით ევროსაბჭოს საბანკო ანგარიშზე.

მედიის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ რუსეთი დათანხმდა, ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, თუმცა, ხელი ჯერ არ მოუწერია.

ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა მემორანდუმი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. მინისტრთა კომიტეტი საკითხის განხილვას 2022 წლის მარტში, 1428-ე სესიაზე დაუბრუნდება. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ივნისში მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, 6 სექტემბრამდე გადაეხადა პირდაპირ საქართველოსთვის კომპენსაცია, რომელიც მიკუთვნებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვის ნებას იძლევა.

მიმდინარე წლის თებერვალში იუსტიციის იმდროინდელმა მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, შეუერთდეს საკითხის განხილვას კომპენსაციის გადახდის შესახებ, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოსკოვის პოზიციას მან უწოდა „მცირე ნაბიჯი წინ“.

ადამიანის უფლება ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა.