საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხედავ, კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას... არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!" - მიხეილ სააკაშვილი
"ვხედავ, კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას... არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!" - მიხეილ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც საზრღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ წას­ვლას გეგ­მა­ვენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­სა და ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2-3- თვი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, რომ არამ­ხო­ლოდ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­ებს შემ­დე­გი წლის ბო­ლომ­დე მი­ნი­მუმ იმ­დე­ნი­ვე შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბათ, რაც პო­ლო­ნეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში ან თუნ­დაც გერ­მა­ნი­ა­ში.

"არ წახ­ვი­დეთ, აქ ვიბ­რძო­ლოთ ერ­თად! რაც მეს­მის და ვხე­დავ, კი­დევ 1 მი­ლი­ო­ნი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე გეგ­მავს უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წას სა­მუ­შა­ოს და შე­მო­სავ­ლის გუ­ლის­თვის. მინ­და მოგ­მარ­თოთ, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან და სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - უცხო­ეთ­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბა. მეს­მის, რომ აქ ისე გში­ათ, ახლა ფიქ­რობთ, საკ­ვე­ბიც საკ­მა­რი­სია თქვენ­თვის, მაგ­რამ საკ­ვე­ბის გარ­და ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ვის სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნად აღ­ქმა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ახა­ლი ემიგ­რან­ტის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია. უნდა იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს თქვენ იქ­ნე­ბით მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მცხოვ­რებ­ლე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი ნი­ჭის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით ვერ იმუ­შა­ვებთ, არა­მედ უნდა ემ­სა­ხუ­როთ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ­ზე უფრო გა­უ­ნათ­ლე­ბელ და ნაკ­ლე­ბი უნა­რე­ბის მქო­ნე ად­გი­ლობ­რივს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის იქ და­ი­ბა­და და თქვენ ჩა­სუ­ლე­ბი ხართ. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს თან ვერ მო­ი­კი­დებთ და ვერ წა­ი­ღებთ და სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა.

მე ეს ჩემ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე, უნდა შე­ე­გუ­ოთ ასე­ვე თქვენს შვი­ლებ­თან დიდ­ხანს გან­შო­რე­ბას [ესეც გა­მოვ­ცა­დე]. ხოლო თუ ბედ­მა გა­გი­ღი­მათ და თქვე­ნი პა­ტა­რე­ბი თან წა­იყ­ვა­ნეთ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი აღარ იქ­ნე­ბი­ან ქარ­თუ­ლი ენის მა­ტა­რე­ბე­ლი და არ ექ­ნე­ბათ ბმა ქვე­ყა­ნა­ზე.

რას გთა­ვა­ზობთ სა­ნაც­ვლოდ?

ვიბ­რძო­ლოთ ერ­თად უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში, 2-3 თვე და გაძ­ლევთ გა­რან­ტი­ას, რომ არამ­ხო­ლოდ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს შემ­დე­გი წლის ბო­ლომ­დე ექ­ნე­ბა მი­ნი­მუმ იმ­დე­ნი­ვე შე­მო­სა­ვა­ლი, რაც პო­ლო­ნეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში ან თუნ­დაც გერ­მა­ნი­ა­ში. ვიცი, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­პი­რე­ბე­ბის არ გჯე­რათ, მაგ­რამ გა­იხ­სე­ნეთ ის, რომ მე არას­დროს მო­მი­ტყუ­ე­ბი­ხართ. ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სამ­შობ­ლოს და მო­მა­ვალს!“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
13
0

რა ტყუილი?!?! კბილების ჩასმა და მკურნალობა მაგალითად... ისე ნათქვამია: "ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო"

ედობუა
1

"ვხედავ,ვხედავ"-ოოო. ვანგა-2 თუ ნოსტრადამუსი??

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვხედავ, კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას... არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!" - მიხეილ სააკაშვილი

"ვხედავ, კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას... არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს მოქალაქეებს, რომლებიც საზრღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას გეგმავენ და საქართველოში დარჩენისა და ბრძოლისკენ მოუწოდებს.

როგორც სააკაშვილის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, 2-3- თვიანი ბრძოლის შემდეგ გარანტიას იძლევა, რომ არამხოლოდ სიტუაცია შეიცვლება, არამედ მოქალაქეებს შემდეგი წლის ბოლომდე მინიმუმ იმდენივე შემოსავალი ექნებათ, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში.

"არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად! რაც მესმის და ვხედავ, კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას სამუშაოს და შემოსავლის გულისთვის. მინდა მოგმართოთ, ჩემი გამოცდილებიდან და საკუთარი თვალით დანახულიდან გამომდინარე - უცხოეთში ძალიან ძნელია ღირსეული ადგილის მოპოვება. მესმის, რომ აქ ისე გშიათ, ახლა ფიქრობთ, საკვებიც საკმარისია თქვენთვის, მაგრამ საკვების გარდა ადამიანს სჭირდება ღირსეული ცხოვრების პირობები, პატივისცემა და თავის სრულფასოვან ადამიანად აღქმა. ეს ყველაფერი კი ახალი ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდხანს თქვენ იქნებით მეორეხარისხოვანი მცხოვრებლები, რაც ნიშნავს, რომ არამხოლოდ თქვენი ნიჭის და კვალიფიკაციის მიხედვით ვერ იმუშავებთ, არამედ უნდა ემსახუროთ ხშირ შემთხვევაში თქვენზე უფრო გაუნათლებელ და ნაკლები უნარების მქონე ადგილობრივს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იქ დაიბადა და თქვენ ჩასულები ხართ. გარდა ამისა, საქართველოს თან ვერ მოიკიდებთ და ვერ წაიღებთ და სამშობლოს მონატრების გრძნობა ძალიან მძიმეა.

მე ეს ჩემ თავზე გამოვცადე, უნდა შეეგუოთ ასევე თქვენს შვილებთან დიდხანს განშორებას [ესეც გამოვცადე]. ხოლო თუ ბედმა გაგიღიმათ და თქვენი პატარები თან წაიყვანეთ, ხშირ შემთხვევაში ისინი აღარ იქნებიან ქართული ენის მატარებელი და არ ექნებათ ბმა ქვეყანაზე.

რას გთავაზობთ სანაცვლოდ?

ვიბრძოლოთ ერთად უახლოეს კვირებში, 2-3 თვე და გაძლევთ გარანტიას, რომ არამხოლოდ სიტუაცია შეიცვლება, თითოეულ თქვენგანს შემდეგი წლის ბოლომდე ექნება მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში. ვიცი, რომ პოლიტიკოსების დაპირებების არ გჯერათ, მაგრამ გაიხსენეთ ის, რომ მე არასდროს მომიტყუებიხართ. ჩვენ შევინარჩუნებთ სამშობლოს და მომავალს!“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.