არცთუ ისე დიდი ხანის წინ, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა მულტიბრენდული ონლაინ მაღაზია Extra.ge, მის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ონლაინ მოლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება და გაუხარდება. ალბათ ეს შეფასება ზოგადია და ზუსტად ვერ გადმოსცემს რა იგულისხმება ამ ფრაზაში, მაგრამ არ არსებობს ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ნივთი, უმარტივესი წვრილმანიდან დაწყებული, ავეჯით, ტექნიკით, საბურავებით თუ თავის მოვლის საშუალებებით, რომელსაც Extra.ge - ზე ვერ ნახავთ.
ვინაიდან შემოდგომა - ზამთარში თმას, ფრჩხილს, კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამ ეტაპზე ყურადღებას ექსტრას თავის მოვლის კატეგორიაზე შევაჩერებთ.
ბანალურია, მაგრამ სილამაზე ნამდვილად მოითხოვს მსხვერპლს, რომელიც თავის მოვლის რამდენიმე საფეხურიან რუტინაში გამოიხატება. ლამაზი, ბზინვარე და სუფთა კანი რომ გქონდეთ მხოლოდ პირის დაბანა არ კმარა, საჭიროა დასაბანი გელი, ან ქაფი, დამატენიანებელი კრემი, სკრაბი, ნიღაბი, შრატი, მიცერალური წყალი, ლოსიონი, ტონერი და სხვა მრავალი... პროდუქცია, რომელსაც თქვენი კანის სილამაზეს ანდობთ, უპირობოდ მაღალი ხარისხის უნდა იყოს და თუ ცნობილ, უკვე გამოცდილ ბრენდზე გააკეთებთ არჩევანს, მით უკეთესი.
ლამაზ სახეს, ლამაზი ყელი, დეკოლტე, ხელები უნდა უმაგრებდეს მხარს, მათი მოვლისთვის საჭირო საშუალებები, ტანის ლოსიონები, რძეები, სკრაბები, დამატენიანებელი კრემები და.ა.შ. ასევე ექსტრაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ.
თმა და ფრჩხილები ქალის სავიზიტო ბარათია, ჰოდა ბზინვარე ჯანმრთელი თმისათვის პროფესიონალური მოვლის საშუალებები საუკეთესოა, სამკურნალო ლაქები და სახლის პირობებში ფრჩხილის მოსაწესრიგებელი აქსესუარები კი ნებისმიერს დაეხმარება, იყოს მუდმივად კარგ ფორმაში.
აღსანიშნავია, რომ ექსტრა წამყვანი ბრენდების - Yves Rocher, Soskin, Eveline, Ahava, Yoyoso, Dr. Hauschka, Wella profesnionals, L’Oreal professionnel’s, Schwarzkopf professional მიერ წარმოებულ თავის მოვლის საშუალებებს წარმოგიდგენთ ხელმისაწვდომ ფასად. პროდუქტების დეტალურად სანახავად ეწვიეთ Extra-ს
მიიღე პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით
მართალია, ზემოხსენებული პროდუქტების შეძენა სხვადასხვა ფიზიკურ მაღაზიებშიც შეიძლება, მაგრამ ცივ ამინდში სახლიდან გასვლა კარგი იდეა ნამდვილად არ არის. ან რატომ უნდა დაკარგოთ დრო საცობებში, რიგებში, როცა ექსტრა მიტანის უფასო სერვისს გთავაზობთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
ნებისმიერ დროს 24/7-ზე შეარჩიე თავის მოვლის სასურველი საშუალებები და სხვა პროდუქტები, შეუკვეთეთ და დაელოდეთ კურიერს, რომელიც უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით უმოკლეს დროში მოგიტანთ შენაძენს იქ, სადაც გაგიხარდებათ მთელი საქართველოს მასშტაბით.
R